ზოგავს თუ არა მოსახლეობა დაზღვევაზე თანხას - სადაზღვევო ბიზნესი ოპტიმისტურადაა განწყობილი

ზოგავს თუ არა მოსახლეობა დაზღვევაზე თანხას - სადაზღვევო ბიზნესი ოპტიმისტურადაა განწყობილი

access_time2020-04-01 16:50:52

„დაზღვევის ხელშეკრულებების გაუქმებები ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება. გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა თანხის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვითვალისწინებთ ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო“ -  სადაზღვევო კომპანია Imedi L-ი „კომერსანტთან“ დაზღვეული მომხმარებლების მხრიდან აქტივობასა და კომპანიის ფორსმაჟორულ პოლიტიკაზე საუბრობს, რომლის აქტუალობა კორონავირუსის გავრცელებამ და მომხმარებლების მხრიდან თანხების დაზოგვის მოტივაციამ გამოიწვია.


მათი ინფორმაციით,  დაზღვევები მათ კომპანიაში ამ ეტაპზე არ უქმდება, თუმცა გადავადების მოთხოვნების დაკმაყოფილება უპრობლემოდ ხდება.


 „სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ვცდილობთ რომ მოვერგოთ სიტუაციას და მივყვებით დინებას. ამ ეტაპზე არგუმენტირებულ მოლოდინებზე საუბარი ცოტათი ნაადრევია, ცოტა დროა გასული ბაზრისთვის ვირუსის გავრცელებიდან. შეიძლება დროთა გამავლობაში მდგომარეობა ისე შეიცვალოს, რომ ეს პესიმისტური მოლოდინები, რაც  ჩვენს ფიზიკურ პირებს შეიძლება აქვთ, არ გამართლდეს“ - აცხადებს Imedi L-ის კომუნიკაციების მენეჯერი სალომე მახარაძე.


როგორც სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა აღნიშნა კრიზისმა არც სადაზღვევო ბიზნესს აუარა გვერდი, თუმცა სიტუაციის მორგებასთან ერთად კომპანია ახალი პროდუქტების დანერგვაზეც ფიქრობს.



 „კრიზისი, რასაკვირველია, მთლიანად ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება და არც სადაზღვევო ბიზნესია გამონაკლისი. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ ახალ რეალობას და ძალიან სწრაფი ნაბიჯების შედეგად, ჩვენი ყველა სერვისი დღეს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია დისტანციურად, რაც იმას ნიშნავს რომ მუშაობას ვაგრძელებთ იგივე და უფრო მეტი ძალებით. გარდა ამისა, ვფიქრობთ ახალ პროდუქტებზე, რომ ვიყოთ ადექვატურები დღევანდელ მოცემულობაში. ვფიქრობთ, რომ კრიზისი უსასრულოდ არ გაგრძელდება და თუ ბიზნესი სწორად მიიღებს ამ გამოწვევას, ნელ-ნელა შეძლებს დაიბრუნოს პოზიციები.“ - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.


როგორც ცნობილია, სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მომხმარებლები სადაზღვევო ხელშეკრულებების გაუქმებას ითხოვენ, ტენდენცია მზარდია და ორ-სამ კვირაში შესაძლოა, დაზღვეულთა რაოდენობა კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდეს.


კორონავირუსმა უკვე საკმაოდ დააზარალა გარკვეული სექტორები.მათ შორისაა, ტურიზმი, სასტუმროს ბიზნესი და ასე შემდეგ. ეკონომიკური ზარალი არა თავად ვირუსის, არამედ უფრო მისი გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან მომდინარეობს. თუმცა იგი გავლენას ახდენს მომხმარებლების და სახელმწიფოების გადაწყვეტილებებზე. ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ მოგზაურობას, ვაჭრობას, რაც საბოლოო ჯამში მოთხოვნის კლებას იწვევს. ვირუსის გავრცელების არეალის ზრდის პარალელურად მოთხოვნისა და მიწოდების შეზღუდვა შესაძლოა მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს მსოფლიო ეკონომიკური ზრდისთვის.

 

მარიამ მორგოშია

თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up