ზიმბაბვეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი სიბუსისო მოო კოვიდ -19 – ისგან გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 61 წლის მინისტრი დედაქალაქ ჰარარეს ერთ-ერთ საავადმყოფოში დღეს დაიღუპა.
ინფორმაცია ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვაც დაადასტურა.
„ზიმბაბვემ დაკარგა ერთგული საჯარო მოხელე და ნამდვილი გმირი, მე კი მეგობარი. მან ზიმბაბვეს თავისუფლებისთვის ბრძოლას მთელი ცხოვრება მიუძღვნა,“- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
სიბუსისო მოომ, რომელიც არმიის ყოფილი გენერალია, საერთაშორისო პოპულარობა 2017 წელს მოიპოვა, როდესაც მან განცხადება გააკეთა ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალების შესახებ, რის შედეგადაც ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე ხელისუფლებას ჩამოაშორეს.
IPN.GE