ზღვის უბნის IV მიკრორაიონში 2 000 კვ.მ მიწის ფართობზე სკვერი მოეწყობა

ზღვის უბნის IV მიკრორაიონში 2 000 კვ.მ მიწის ფართობზე სკვერი მოეწყობა

access_time2019-09-19 23:55:20

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მიკრორაიონის V კორპუსის მიმდებარედ არსებული დაზიანებული სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.ამ ეტაპზე, მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 2 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, მოეწყობა გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, ფილები, ბორდიური, განთავსდება საპარკე სკამები და ურნები.


პროექტის დეტალები, რომელიც 2020 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება, ადგილობრივ მცხოვრებლებს ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გააცნო.


„აქ ოდესღაც დასასვენებელი სივრცე არსებობდა, თუმცა ახლა რა მდგომარეობაც არის, სკვერს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მიმდებარე ტერიტორია გადაქცეულია ავტოსადგომად. ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობას მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა. ადგილობრივებს გარკვეული შიშიც ჰქონდათ, რომ აქ საცხოვრებელი კორპუსი აშენდებოდა, თუმცა შიშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ამ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა. სწორედ ამის შესახებ ვესაუბრეთ მოქალაქეებს და მათ პროექტის დეტალები გავაცანით“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.



აღნიშნულ მისამართზე სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 242 776 ლარს გამოყოფს.


„კომერსანტი“ 





რატომ ვისვენებთ ევროპაში უფრო იაფად, ვიდრე საქართველოში - რა პრობლემები აქვს ჩვენთან სასტუმროებს

რატომ ვისვენებთ ევროპაში უფრო იაფად, ვიდრე საქართველოში - რა პრობლემები აქვს ჩვენთან სასტუმროებს
access_time2020-01-18 11:00:34
შვებულება ის პერიოდია, რომელიც ყველას გვინდა, რომ საუკეთესოდ გავატაროთ, დავისვენოთ და რაც მთავარია, ამ ყველაფერში მაქსიმალურად ნაკლები ფული დავხარჯოთ. მას შემდეგ, რაც უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქართულ ბაზარზე “მარტო აღარაა” და ფრენები კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Raynair-მა დაიწყო, მხოლოდ გრძელვადიან შვებულებებს აღარ ველოდებით და თავს უფლებას ვაძლევთ, ევროპის ქვეყნებში უკვე უქმეებზეც კი ვიაროთ. ოღონდ, აქ მხოლოდ ავიაბილეთის ფასი კი არაა მთავარი, არამედ ის სასტუმროებიც, სადაც...

სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია

სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია
access_time2020-01-17 20:00:46
სუპერმარკეტების ქსელებში ახალი წლის პირველივე რიცხვებიდან რძის პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა, მომხმარებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დახლებზე იმაზე ბევრად ნაკლები მაწონი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტებია, ვიდრე აქამდე.  „კომერსანტი“ თემასთან დაკავშირებით რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას გაესაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ბაზარზეა ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობს, რომ საწარმოები არ აღმოჩნდნენ მზად ახალი წლის პერიოდში...

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-17 21:30:37
„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა 1.„ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაში ხარვეზები არის, მაგრამ ბევრი კარგიც კეთდება“ - ბიზნესი NDI-ს კვლევას...

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი
access_time2020-01-17 19:00:02
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს. ამასთან ერთად, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი...

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...


მსგავსი სიახლეები

up