შემოდგომაზე ქართული ზეთისხილის პროდუქცია დუბაის კარფურის ქსელში გაიყიდება

შემოდგომაზე ქართული ზეთისხილის პროდუქცია დუბაის კარფურის ქსელში გაიყიდება

access_time2019-07-16 15:00:10

 „ჯერჯერობით ექსპორტზე არ ვართ აქტიური, ერთი პარტია ბელორუსიაში გავუშვით, რუსეთშიც გავგზავნეთ ზეთისხილის პროდუქცია, იმ კვირაში კი ჩინეთში გაგვაქვს ექსპორტზე.  კიდევ აპირებენ შეკვეთას სექტემბრისთვის და რეალიზაცია ნორმალურია. უცხოურ ბაზარზე აქტიურად რომ ვიყოთ გადართული, ჯერჯერობით ეს მდგომარეობა არ გვაქვს.“- კომპანია „ჯეოლაივის“ დამფუძნებელი გიორგი სვანიძე ზეთისხილის ბაზრის ექსპორტზე საუბრობს.



კომპანია „ჯეოლაივმა“ ქართულ ზეთისხილი  და ზეითუნის ზეთი ექსპორტზე წელს პირველად გაიტანა.  როგორც „კომერსანტს“ კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი სვანიძემ განუცხადა, საექსპორტო ქვეყნები ამ ეტაპზე ბელორუსია, რუსეთი და ჩინეთია.



მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში კი ზეთისხილის პროდუქცია დუბაის კარფურის ქსელს მიეწოდება, რომელიც სათავო ოფისს წარმოადგენს, შემდგომ კი სწორედ აქედან განაწილდება სხვა ქვეყნების ქსელებში. კარფურის ცენრალური ოფისისგან ლოგოს გამოყენების უფლების მოპოვებამ კომპანიას სხვა ქვეყნის  „კარფურის“ ქსელში პროდუქციის შეტანა გაუადვილა.



„ჯერჯერობით საქართველოს „კარფურის“ ყველა ქსელში ვართ შესული, დუბაიში „კარფურის“ სათავო ოფისთან გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად  ნოემბრიდან დაიწყება მიწოდება სხვა ქვეყნებში, თუმცა რომელ ქსელში და რომელ ქვეყნებში, ამას ვერ გეტყვით ეს მათი გადასაწყვეტია. მოთხოვნა ძალიან დიდია, თუმცა მიწოდებისთვის საკმარისი რესურსი არ არის.



ამ სეზონის მოსავალს ველოდებით და გაისად 150 ჰექტარი გვემატება. ასევე, 2000 ჰექტარზე ვაშენებთ დედოფლისწყაროში პლანტაციებს და ჯამში 3000 ჰექტარს მოვიცავთ. თოთო ბავშვივით იზრდება საქართველოში ზეთისხილის კულტურა და ტრადიციები. ზეთისხილი ჩვენს ქვეყანაში ახალი მიმართულებაა,  რომელიც საკმაოდ შემოსავლიანია და ნელნელა იდგამს ფეხს, უცებ ვერ ვითარდება. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გლეხებმა დაიწყეს ზეთისხილის გაზრდა. მე ვფიქრობ, რომ როგორც ყურძენი და როგორც თხილი, ეს იქნება წამყვანი კულტურა საქართველოში.“ - აღნიშნა გიორგი სვანიძემ.



ქართული ზეთისხილის ზეთი 250 გრამიან, 500 გრამიან და 750 გრამიან მინის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი - 250, 500 და 750 გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი.



ქართული ზეთისხილის ზეთის ფასი ნახევარლიტრიან ქილაში 13 ლარიდან - 16 ლარამდე მერყეობს. ხოლო 250 გრამიანი ქილის ფასი 7 ლარიდან - 9 ლარამდეა.



კომპანიას ზეთისხილის ნერგები 50 ჰექტარზე აქვს გაშენებული. „ჯეოლაივი“ რამდენიმე წელია საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებით არის დაკავებული.  ძირითადი პლანტაციები და ქარხანა კახეთშია განთავსებული. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია.



ამჟამად ქართული ზეთისხილის ზეთი და ზეთისხილი კარფურში, გუდვილში, ნიკორაში და აგროჰაბში შედის.



მარიამ მორგოშია

 

 

 






„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up