ზეთზე  მაღალი ფასი მომავალ წელსაც შენარჩუნდება

ზეთზე მაღალი ფასი მომავალ წელსაც შენარჩუნდება

access_time2021-10-15 15:00:32

წლის ბოლომდე აგრარული პროდუქტების გაძვირების ახალ ტალღას ელიან. პროცესი პანდემიის პარალელურად, თითქმის 2 წელია, რაც უცვლელად მიმდინარეობს. თუმცა ზეთი ერთ-ერთია საკვებ პროდუქტებს შორის, რომელიც თავისი ფასით მომხმარებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.



საბაზრო ფასების დინამიკას თუ დავაკვირდებით, დროდადრო ფასი იკლებს, მაგრამ ცვლილება, ჯერჯერობით მხოლოდ დაბალი ხარისხის ზეთს ეხება, ძვირი პროდუქტის ფასი დაბლა არ ჩამოსულა. გაიაფების ტენდენცია არც მომდევნო წელს არის მოსალოდნელი. როგორც „ალფას“ დამფუძნებელი და და ზეთის იმპორტიორი კომპანია „ბარაქის“ დირექტორი გურამ ბროძელი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რუსეთში ექსპორტი მაღალი გადასახადი ფასებზეც ადეკვატურად აისახა.



,,ფასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი არ გვაქვს. როგორც ცნობილია, რუსეთში გადასახადი მაღალია, რაც ზეთის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 22 ცენტით გაგვიძვირდა იმპორტი. ამ ეტაპზე 1 ტონა ზეთის იმპორტი 1400 დოლარი გვიჯდება. ცოტა იაფი იყო აგვისტოში, მაგრამ რადგან დაამატეს ფიქსირებული გადასახადი, ფასი შეიცვალა. გარდა ამისა, გაზრდილია საწვავის ღირებულება, გლობალური ბაზრები მუდმივად ფასების ზრდისკენაა მიმართული ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ადგილობრივ ფასებზეც აისახება. ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ფასი დაბლა არ იწევს, ზრდისკენ აქვს გეზი აღებული და ეს ტრენდი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. ნოემბრის ბოლოს, როცა მოსავალი დაბინავდება და დაიწურება, დალაგდება სიტუაცია რუსეთსა და უკრაინაში. სამწუხაროდ, დადებითი მოლოდინი ფასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ვფიქრობ, ზეთი 2022 წელსაც მაღალი ფასით იქნება გამორჩეული“, - ამბობს გურამ ბროძელი.



იმპორტიორის ინფორმაციით, საქართველოში მცენარეული ზეთი, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის. იმპორტის მოცულობით მეორე ადგილზეა უკრაინა. მარტო ამ ორი ბაზრის წილი მთელ იმპორტში 90%-ს შეადგენს. აღნიშნული ქვეყნების შემდეგ, მცირე პარტიებით, მცენარეული ზეთის იმპორტი თურქეთიდან, ტაილანდიდან, ფილიპინებიდან და არგენტინიდან ხორციელდება.




იმპორტულთან ერთად იზრდება ადგილობრივი ზეთის ფასიც. მეწარმეების ინფორმაციით, მზესუმზირას ღირებულება ბოლო ერთ წელიწადში გაორმაგდა და ზუსტად ამ მაჩვენებლით გაძვირდა კახური ზეთიც.



,,წელს ზეთის მოსავალი შემცირდა, ამის მიზეზი გვალვა და მავნებლის, კელაპტარას გავრცელებაა, რამაც ძალიან შეგვაფერხა. ყველაფერთან ერთად, ძალიან გაიზარდა ფასი, წინა სეზონზე მზესუმზირა თუ ღირდა 80 თეთრი, წელს გაორმაგდა. კახური ზეთის ფასმა კი 1 ლიტრზე 10 ლარს მიაღწია. ზეთსახდელებში კი ფასი 7 ლარს აღემატება. ისეთი სიტუაციაა, როცა ყველამ რაღაცნაირად თავის გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ, თუმცა წარმოების დიდი პოტენციალია. ტექნოლოგიები მოძველებულია, ესეც მოქმედებს მოსავალზე, თუ ამ პრობლემებს მივხედავთ, შესაძლებელია წარმოების იმ დონეზე განვითარება, რომ იმპორტზე დამოკიდებულობა შევამციროთ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ სიღნაღელი მეწარმე რუსლან მეურმიშვილი.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოში მზესუმზირას ნათესი ფართობი, დაახლოებით, 5 000 ჰექტარია, საჰექტრო მოსავლიანობა კი დაახლოებით 1 ტონა. ქვეყანაში ნაწარმოები მარცვლეული, ძირითადად, მცირე ზეთის სახდელებში გამოიყენება.



შეგახსენებთ, რომ ზეთი ერთ-ერთი პირველია იმ პროდუქტებს შორის, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა. მისი ფასი აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 83%-ით იყო გაზრდილი.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up