ზეთი ოქტომბრიდან  კიდევ უფრო გაძვირდება

ზეთი ოქტომბრიდან კიდევ უფრო გაძვირდება

access_time2021-09-07 11:00:39

გაძვირებული პროდუქტების სიაში მცენარეული ზეთი შეიძლება ოქტომბერშიც ლიდერ პოზიციაზე აღმოჩნდეს. ამის მიზეზი რუსეთში მზესუმზირას ზეთის ექსპორტზე გადასახადის გაზრდაა. ქართველი იმპორტიორები ფიქრობენ, რომ ექსპორტიორ ქვეყანაში მოსალოდნელი ცვლილება ზეთის ფასს გაზრდის, არადა, სულ ცოტა ხნის წინ ისინი პროდუქტის გაიაფებას აანონსებდნენ.


კომპანია „ალფას“ დამფუძნებელი, ზეთის იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ დირექტორი გურამ ბროძელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ რუსეთში გადასახადის ზრდა საქართველოს ბაზარზე ზეთის გაძვირებას გამოიწვევს.


,,გლობალურ ბაზრებზე ელვის სისწრაფით იცვლება სიტუაცია, ასევე მოლოდინები, რაც დიდწილად პანდემიით გამოწვეული პროცესების გამოძახილია. თუკი რუსეთი ზეთზე გადასახადს გაზრდის და პროდუქტი გაგვიძვირდება, ცვლილება აისახება სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქტის ფასზეც. ტენდენციას სხვა ბაზრებიც აჰყვებიან, ჩვეულებრივი პროცესია, კონკურენციაში შევლენ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი პროდუქტის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე დაიწევს, შეიძლება ამან გაზრდილი გადასახადი დააბალანსოს, არაფერს გამოვრიცხავ. რა თქმა უნდა, ამას ლარის კურსმაც ხელი უნდა შეუწყოს, მინიმუმ, არსებულ მაჩვენებელზე შენარჩუნდეს. ჯერ მოსავალი უნდა დალაგდეს და მერე ფასის ფაქტორიც უფრო გამოიკვეთება“, - ამბობს იმპორტიორი.


გურამ ბროძელის ინფორმაციით, საქართველოში მცენარეული ზეთი ძირითადად რუსეთიდან შემოდის, სიდიდით მეორე ადგილზეა უკრაინა. მარტო ამ 2 ბაზრის წილი მთელ იმპორტში, როგორც ბროძელი განმარტავს, 90%-ს შეადგენს. აღნიშნული ქვეყნების შემდეგ, მცირე-მცირე პარტიებით, მცენარეული ზეთის იმპორტი ასევე თურქეთიდან, ტაილანდიდან, ფილიპინებიდან და არგენტინიდან ხორციელდება.



აღსანიშნავია, რომ მზესუმზირას ზეთი დახლებზე 2020 წლის ბოლოდან ძვირდება. ფასმა პიკს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მიაღწია და 1 ლ. ზეთის ღირებულებამ თითქმის 10 ლარს მიაღწია. თუმცა ზაფხულიდან ფასის კლების ტენდენცია დაიწყო. როგორც იმპორტიორები ამბობენ, დაახლოებიათ 10-15%-ის ფარგლებში ზეთის ფასმა იკლო, თუმცა ცვლილება ძირითადად დაბალი ხარისხის, შედარებით იაფ პროდუქტს შეეხო. უმეტეს შემთხვევაში, მაღალი ფასი შენარჩუნდა.


მომდევნო თვიდან კი ფასის ზრდის ახალი მიზეზი, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთში ექსპორტის გადასახადთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებას ეხება. კერძოდ, რუსეთიდან მზესუმზირას ზეთის ექსპორტზე გადასახდელის ფასი 1-ლი ოქტომბრიდან 227,2 დოლარამდე გაიზრდება 1 ტონაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ფასი დადგენილია ერთ ტონა ზეთზე ინდიკატორული ფასიდან 1324,7 დოლარი.


რუსეთმა 1-ლი სექტემბრიდან მზესუმზირას ზეთზე მცურავი გადასახადი დააწესა. „მზესუმზირას დემპფერის“ მექანიზმი 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს.


რაც შეეხება ქართულ ბაზარს, აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზეთის ფასი 83%-ით არის გაზრდილი.


საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.


მარი ჩიტაია


თეგები:
ზეთი ფასი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up