„ზეთა კემპინგი“  სრული დატვირთვით  ფუნქციონირებას ვერ იწყებს

„ზეთა კემპინგი“ სრული დატვირთვით ფუნქციონირებას ვერ იწყებს

access_time2020-07-01 18:00:48

ყაზბეგის რაიონ სოფელ ჯუთაში მდებარე ბანაკი „ზეთა“ 7 ივლისიდან მხოლოდ კაფეს გახსნის, რაც შეეხება კოტეჯებს,ობიექტები  მოგვიანებით, სპეციალური კომისიის დათვალიერების შემდეგ გაიხსნება.


 „საკემპინგე“ სივრცის  ბედი  კი  ჯერჯერობით გაურკვეველია, ამის  შესახებ  „კომერსანტთან“  ბანაკი „ზეთას“ მფლობელმა ანანო არაბულმა  ისაუბრა.  მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოტეჯების მომზადების და არსებულ სიტუაციასთან მორგების პროცესი მიმდინარეობს.

 

 „გასულ წელს  ვაქირავებდით საერთო ოთახებს ,პრობლემა არ იყო, რომ  რვა ან ექვსი კაცი განთავსებულიყო ნომერში და ეხლა  ყველაფერი უნდა გადავაკეთოთ და მოვარგოთ არსებულ სიტუაციას, დისტანცია უნდა იყოს ორი მეტრი და ამიტომ ადგილები ძალიან შემცირდა. ასე რომ  ფასს ფაქტობრივად  ნაკლებს  ვადებთ,  იმასთან  შედარებით  რაც მთლიანი  ოთახი  წინა  წელს  ჯდებოდა“

 

როგორც ანანო არაბული განმარტავს,ტურები ძირითადად უცხოელ ტურისტებზე მოდიოდა, პანდემიამდე  არსებული ჯავშნები კი ნაწილობრივ გაუქმდა.  დარჩა მხოლოდ დაინტერესება უნგრეთიდან, პოლონეთიდან და დანიიდან, თუმცა, გაუქმდება თუ არა ეს ჯავშნები დამოკიდებულია ეპიდ სიტუაციასა და ფრენების აღდგენაზე.რაც შეეხება ადგილობრივ ტურისტებს და საფასო პოლიტიკას, გამომდინარე სიტუაციიდან,  ბანაკის მფლობელი აცხადებს, რომ შესაძლოა წელს ფასები დაკორექტირდეს. 


 

„ფასი ძალიან არ მინდა რომ გავზარდოთ, პირიქით, ვფიქრობთ, რომ შევამციროთ იმიტომ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გვინდა  ჩვენ ქვეყანას და ხალხს მოვარგოთ. ისედაც ყველას ძალიან გაუჭირდა ამ პერიოდში. თუმცა,ვფიქრობ, რომ  ძალიან რთული იქნება ასე მუშაობა, იმიტომ რომ ხარჯი ფაქტობრივად  დიდია, ძალიან გაძვირდა ყველაფერი.“-აცხადებს არაბული.


ანანო არაბულმა „კომერსანტთან“  მთავრობის მიერ დაწესებულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოთხოვნები  აბსურდულია. 


„ვერაფერს  გვეუბნებიან, მაგალითად, კარვებთან  დაკავშირებით როდესაც ვუკავშირდებით არავის პასუხი არ  აქვს, კემპინგის  ბედი  ფაქტობრივად გაურკვეველია, არ იციან რა უნდა გვიპასუხონ,  გვეუბნებიან კომისია, რომ ამოვა ადგილზე  ვკითხოთ.  ჩვენ მაინც ვემზადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დავიკეტოთ“-აცხადებს არაბული.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up