ზესწრაფი მატარებლის Hyperloop-ის პროექტი შესაძლოა რუსეთში განხორციელდეს

ზესწრაფი მატარებლის Hyperloop-ის პროექტი შესაძლოა რუსეთში განხორციელდეს

person access_time2016-06-17 11:23:19

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ამურისპირეთში ელონ მასკის Hyperpool-ის პროექტის განხორციელება სურს. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, მაკსიმ სოკოლოვმა НТВ-ს ეთერში ისაუბრა. პროექტის მიზანი ჩინეთიდან დიდი რაოდენობის ტვირთის უმოკლეს დროში რუსეთში გადატანაა.

 

სოკოლოვმა РБК-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ პროექტი აქტიური მოლაპარაკების ფაზაშია, ხოლო მისი განხორციელების ალბათობა საკმაოდ მაღალია. მისი სიტყვებით, 70 კილომეტრიანი მაგისტრალის აშენებას ინვესტორები 30–40 მილიარდ რუბლად ($318–425 მილიონი) აფასებენ, რაც რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე 30%-ით იაფია. ტრანსპორტის სამინისტრო მიიჩნევს, რომ პროექტი სახელმწიფოს ხელშეწყობით განხორციელდება, ინვესტორებს კი Hyperpool-ი მოიძიებს. Hyperloop დღემდე არსებულ ყველა ტრანსპორტზე უფრო ჩქარია და საათში 1 220 კმ/სთ-ს განვითარება შეუძლია. Hyperloop-ი სპეციალურ მილებში მოთავსებული ერთგვარი კაფსულაა.


 

მნიშვნელოვანია, რომ იგი მზის ენერგიაზე მუშაობს და ამინდის ცვალებადობას, ან თუნდაც მიწისძვრას მის ეფექტურობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. Hyperloop Transportation Technologies-ს სლოვაკეთის მთავრობასთან შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს, სადაც პირველი Hyperloop-ის ხაზი შეიქმნება. ამასთან, მომავლის პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ავსტრიისა და უნგრეთის მთავრობებთან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ Hyperloop-ი ელონ მასკის სატრანსპორტო პროექტია. მასკს ისეთი კომპანიები აქვს დაფუძნებული, როგორებიცაა Tesla Motors, SpaceX და PayPal.



„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო

„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო
access_time2020-03-31 17:00:09
„ბადაგონი საქართველოსთვის“- ამ სლოგანით ღვინის კომპანიამ ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე დაფუძნებული 80-%- იან სადენზიფეციო ხსნარის დამზადება დაიწყო. კომპანია სპეციალურ ხსნარებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უსასყიდლოდ გადასცემს ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკლესიას, კახეთის მუნიციპალიტეტის მერიებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. „ბადაგონში“ განმარტავენ, რომ ეს პროდუქტი სრულად...

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...


მსგავსი სიახლეები

up