ზესტაფონის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას 25 მილიონი ლარი მოხმარდება

ზესტაფონის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას 25 მილიონი ლარი მოხმარდება

access_time2020-10-17 18:40:52

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ზესტაფონში დაგეგმილ წყალმომარგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.



„ადგილობრივი მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი მოხმარდება.



დღეის მდგომარეობით ზესტაფონში არსებული მაგისტრალური მილი ამორტიზებულია და ინფრასტრუქტურის განახლებას საჭიროებს.




მოსახლოება კი ჭებით სარგებლობს და ქალაქის ძირითად ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება.



აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების,სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა. ასევე , გათვალისწინებულია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
სამუშაოების დასრულების შედეგად, ზესტაფონში მცხოვრები 10 000 ოჯახი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...

პანდემიამ მომხმარებლის ქცევა შეცვალა, ნაწილმა დაზოგვა დაიწყო - DUNKIN-ის დირექტორი

პანდემიამ მომხმარებლის ქცევა შეცვალა, ნაწილმა დაზოგვა დაიწყო - DUNKIN-ის დირექტორი
access_time2020-10-29 16:00:39
Dunkin'-ის გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე „ბიზნესპარტნიორთან“ პანდემიის გავლენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსოფლიოში თითქმის ყველა ბიზნესს ნეგატიურად შეეხო გლობალური COVID-19-ის პანდემია და გამონაკლისი არც Dunkin'-ია. მისი ინფორმაციით, ფინანსური მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით, ლოგიკურად, შემცირებულია. „ამის მიუხედავად მუდამ ვმუშაობთ და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებელებს საინტერესო და ხელსაყრელი სიახლეები შევთავაზოთ როგორც...

ლევან კობერიძე ქართული ოცნების ვაკის კანდიდატს კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში

ლევან კობერიძე ქართული ოცნების ვაკის კანდიდატს კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში
access_time2020-10-29 12:40:36
პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ ლევან კობერიძე ქართული ოცნების ვაკის კანდიდატს კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში. „გუშინ მესიზმრა: შუაგულ ვაკეში ყვითელ მაგიდასთან ვიჯექი და ვაკის სამაჟორიტარო ოლქში ხელისუფლების კანდიდატთან დებატებისთვის ვემზადებოდი. ის კი, ტრადიციულად, არსად ჩანდა. ამ სიზმარში ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ის ცოტა სურეალისტურად, თუმცა რეალობას აღწერს:...

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასული ცრუ და ცილისწამებლური სიუჟეტის შესახებ

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასული  ცრუ და ცილისწამებლური სიუჟეტის შესახებ
access_time2020-10-29 11:20:52
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ და ,,პურის მცხობელთა ასოციაციის’’ განცხადება გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ცრუ და ცილისმწამებლური კამპანიის პასუხად, რომელიც ახლა უკვე მიმართულია კერძო სექტორის და ჩვენი წევრების წინააღმდეგაც. 2020 წლის 24 ოქტომბერს, ტელეკომპანია პირველის ეთერში...

განვითარებისთვის აუცილებელია კოალიციური მთავრობა, სადაც იქნება შეჯიბრი სწორი გადაწყვეტილებებისთვის

განვითარებისთვის აუცილებელია კოალიციური მთავრობა, სადაც იქნება შეჯიბრი სწორი გადაწყვეტილებებისთვის
access_time2020-10-29 13:00:13
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საქართველოში ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება.   ამჯერად „კომერსანტი“ ბიზნესმენების მოსაზრებით დაინტერესდა, თუ როგორ აისახა მმართველი...


მსგავსი სიახლეები

up