ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს

access_time2020-09-18 11:46:02

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.



ტერიტორიაზე, გასული წლიდან მიმდინარეობდა სატყეო-პათოლოგიურ შესწავლა, ასევე განხორციელდა ლაბორატორიული კვლევებიც. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ დაქირავერბულმა საერთაშორისო ექსპერტმა ირინა მაციახმა, საქართველოში გასულ წელს შეგროვებული წაბლის ქერქის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა შვეიცარიის WSL-ის ლაბორატორიაში განახორციელა. გამოყვანილი ჰიპოვირულენტური შტამების გამრავლება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლაბორატორიაში ხორციელდება, რის შემდეგაც მოხდება მათი დაავადებულ წაბლნარ კორომებში წინასწარ მომზადებულ ფართობებზე შეტანა.



შტამების შეტანისთანავე დაიწყება ხეების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი, რათა დადასტურდეს აღნიშნული საერთაშორისო ბრძოლის მეთოდის ეფექტურობა წაბლნარ კორომებში. ღონისძიება სააგენტოს არსებობის ისტორიაში პირველად ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლა ისეთივე ეფექტურ შედეგს მოგვცემს, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში მიიღეს.




„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წაბლნარი კორომების დაავადება წლების პრობლემა და გამოწვევაა. აქ არის კომპლექსური მიდგომები ჩვენი მხრიდან, ერთის მხრივ ეს არის სანიტარული ღონისძიებები, რომელსაც ეროვნული სატყეო სააგენტო ინტენსიურად ახორციელებს და მეორეს მხრივ, აღდგენის ღონისძიებები, რომელიც ბილოგიური ბრძოლის მეთოდებს ითვალისწინებს, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რაც საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ უნიკალური სიმდიდრე და თაობებსაც დავუტოოთ ჯანსაღი ტყე“ - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.



დაავადების წინააღმდეგ გამოსაყენებელ მეთოდებსა და ეფექტურ საშუალებებზე მეცნიერები დღემდე მსჯელობენ, თუმცა, საერთაშორისო გამოცდილებით, ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად სანიტარული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმები ითვლება.



წაბლის (Castanea sativa Mill.) ხმობის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის (ისევე, როგორც ევროპისთვის) ბევრ წელს ითვლის. ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მაშინდელი მკვლევარების თანახმად ხმობა გამოწვეული იყო ე.წ „მელნისებრი ავადმყოფობით“. დღეისათვის დადგენილი ხმობის გამომწვევია წაბლის ქერქის კიბო - Cryphonectria (Endothea) parasitica.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up