ზემო ლარსზე პირველი ლოგისტიკური ტერმინალი  ექსპლუატაციაში შევიდა

ზემო ლარსზე პირველი ლოგისტიკური ტერმინალი ექსპლუატაციაში შევიდა

access_time2018-06-26 09:00:00

ზემო ლარსზე პირველი ლოგისტიკური ტერმინალი ექსპლუატაციაში შევიდა. როგორც ცნობილია, ბრიტანული კომპანია Murphy Shipping -ის ქართული წარმომადგენლობა Murphy Holding-ის პირველი პროექტი საქართველოში ყაზბეგში იქნება და მას კომპანია Murphy Kazbegi-ი ახორციელებს.


კომპანია ლარსზე ტერმინალის მშენებლობაზე 30-40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ახორციელებს. ჯამში კი, საქართველოში ანალოგიური ტერმინალების მშენებლობაში ჯამში 560 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული.


როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის დირექტორი ანარ ალიევი აღნიშნავს, ცენტრი საწყის ეტაპზე სატესტო რეჟიმში, მაისიდან მუშაობდა, სრული დატვირთვით კი ერთი კვირაა მუშაობს.



პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ტიპის ლოგისტიკური ტერმინალის მშენებლობას, რომელიც მომხმარებლებს სრულ საბაჟო მომსახურებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ტირპარკს, ლაბორატორიებს, სპეციალიზირებულ საწყობებს, საოფისე სივრცეს, დაზღვევას, სასტუმროს, ავტო სერვისს, ავტომობილების სამრეცხაოს და სხავ დამატებით მომსახურებებს შესთავაზებს.





ალიევის ინფორმაციით, ამ დროისთვის პროექტი დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ სასტუმროს მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება.მისი განცხადებით, ლოგისტიკურ ტერმინალში დიდი ავტომანქანების გაჩერების საფასური 24 საათში 30 ლარს შეადგენს. ალიევი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უფასოა მსუბუქი ავტომობილების გაჩერება.




კითხვაზე, როდის ამოიღებს კომპანია განხორციელებულ ინვესტიციას და სავარაუდოდ, როდისთვის გავა მოგებაზე, ალიევი ვარაუდობს, რომ ტერმინალი მომგებიანი 5-10 წლის შემდეგ იქნება.



სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო, მათ შორის, ხიდის მშენებლობა, გზის გაფართოება, სასტუმროს მშენებლობა, საბაჟოს სკანერის სამართავი პულტისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. ალიევის განცხადებით, სამომავლოდ სულ მცირე 12 ლოკაციაზე მსგავსი ტიპის ტერმინალების მოწყობა იგეგმება. მათ შორის იქნება, წითელ ხიდი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.



სოფო ქსოვრელი






„m2 უძრავი ქონება“ და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ

„m2 უძრავი ქონება“  და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ
person access_time2018-07-23 15:23:00
m2 უძრავ ქონებასა“...

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს ითხოვს

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს  ითხოვს
person access_time2018-07-23 12:05:00
,,თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დამატებით, 11 მილიონ ლარს ითხოვს გამარტივებული შესყიდვის უფლებით. როგორც ფონდში აცხადებენ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ოდენობა (52 მლნ. ლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა.   ფონდში ასევე აცხადებენ, თავის დროზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით...

აქციზის გაძვირებამ საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა

აქციზის გაძვირებამ  საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა
person access_time2018-07-23 13:33:00
„კომერსანტს“ კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში მათ საცალო ქსელში საწვავი 3 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორი საწვავზე ფასის ზრდის სამ მიზეზს...

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან რეგიონები შეურთდებიან

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან  რეგიონები შეურთდებიან
person access_time2018-07-23 13:32:05
ტყიბულელი მეშახტეების აქცია დღეს დასრულდა, თუმცა მათი თქმით ხვალიდან პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და აქციას შეურთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები.   ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო...

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება
person access_time2018-07-23 12:03:44
• „მწვანე ზრდის ფონდის“ (GGF) მიერ პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გაცემული კრედიტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც სოფლის მოსახლეობასა და ფერმერებს ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების დანერგვაში უნდა დაეხმაროს. • პროგნოზის მიხედვით, GGF-ის კრედიტით დაფინანსებული ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი ღონისძიებები წელიწადში 2,620 მვტ.სთ-ზე მეტ ენერგიას დაზოგავს და ნახშირორჟანგის ემისიას...


მსგავსი სიახლეები

up