საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ზემო იმერეთი-რაჭის გზაზე შქმერი-ზუდალის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ზემო იმერეთი-რაჭის გზაზე შქმერი-ზუდალის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

access_time2020-08-13 11:40:15

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ40,9-კმ48,6) რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. 



„სარეაბილიტაციო გზა ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე, სოფელ უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და მთავრდება სოფელ კვაშხიეთში. არსებული გზა გრუნტოვანია და სრულად რეაბილიტირდება.



პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20,8 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “NEW ROAD” ახორციელებს.




თავად ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა 51 კმ-მდეა. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებს - სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება, ქალაქ ამბროლაურიდან 20 კმ-ით, ხოლო ქალაქი ონიდან 5 კმ-ით დაშორებულ, ამბროლაური-ონის გზას. პროექტი დაყოფილია 7 მონაკვეთად.
გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა, რომელიც გრუნტოვანი იყო, სრულად რეაბილიტირდება მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.



ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა 5 მონაკვეთზე ერთდროულად ინტენსიურად მიმდინარეობს. ზემო იმერეთი-რაჭის გზის 3.5 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დარსულებულია. დარჩენილ მე-7 მონაკვეთზე სამუშაოების დაწყება და დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.



ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მნიშვნელოვანია სოციალ-ეკნომიკური თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის (სიგრძე 111 კმ) სამგზავრო დრო დაახლოებით 2 საათია, ხოლო ზემო იმერეთი - რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up