რუსეთ–უკრაინას შორის „სანქციების ომი“ გამწვავდა

რუსეთ–უკრაინას შორის „სანქციების ომი“ გამწვავდა

access_time2021-08-23 17:00:04

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას „პერსონალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდველი ზომების მიღების შესახებ“ 12 რუსულ იურიდიულ პირთან მიმართებაში. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის ინტერნეტ–წარმომადგენლობის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სააგენტო ინტერფაქსი აზუსტებს, რომ ამ განკარგულებით უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება შევიდა ძალაში.


განკარგულების თანახმად, სანქციების ქვეშ მოექცა საჯარო სააქციო საზოგადოება „როსტელეკომი“, ასევე დახურული სააქციო საზოგადოება „მოსკოვსკი კომსომოლეცის რედაქცია“. ამ რესურსებზე და მათ სუბდომენებზე წვდომა იბლოკება.


სანქციები შეეხო ასევე „ბიზნეს ნიუს მედიას“ – ეს რუსული მედიაჯგუფი საქმიანი სიახლეების გამოცემა „ვედომოსტის“ დამფუძნებელია.


სანქციები ისტორიული პერსპექტივის შესწავლის ფონდზეც გავრცელდა


ზელენსკის განკარგულება ასევე ვრცელდება ისტორიული პერსპექტივის შემსწავლელ ფონდზე, საქველმოქმედო დახმარების ასოციაცია „ვზაიმოპომოშჩსა“ და საგამომცემლო კომპანია „ლაით–პრინტზე“.


განკარგულების ტექსტის თანახმად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დაწესებული შეზღუდვების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია ევროკავშირს, აშშ–სა და სხვა ქვეყნებს და მათ წინაშე ანალოგიური ზომების გატარების საკითხი დააყენოს.


კრემლმა უკრაინის საგარეო მინისტრს დაუწესა სანქციები


რუსეთის ფედერაციამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრი კულებას და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ალეკსეი დანილოვს შაბათს, 21 აგვისტოს დაუწესა სანქციები. უკრაინაში კრემლის ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კონფერენციას „ყირიმის პლატფორმა“ დაუკავშირეს, რომელიც, ორშაბათს, 23 აგვისტოს გაიხსნა და 2 დღეს გაგრძელდება.



ამის შემდეგ უკრაინის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „რუსეთის ასეთ აგრესიულ ქმედებას განვიხილავთ, როგორც საერთაშორისო არენაზე რუსული დიპლომატიის ჩავარდნის გამო სასოწარკვეთილ ნაბიჯს, ეს არის პროვოკაცია კონფერენციის „ყირიმის პლატფორმა“ წინ“.


თავად საგარეო მინისტრმა კულებამ სოციალურ ქსელში უპასუხა კრემლს ამ გადაწყვეტილებაზე: „როგორც წესი, საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართ სანქციებს არ მიმართავენ, რადგან ცდილობენ, დიალოგისთვის თუნდაც რაღაც არხი შეინარჩუნონ. რუსეთი დაგვპირდა, რომ შურს იძიებდა „ყირიმის პლატფორმის“ გამო. და რუსეთმა შური ჩემზე იძია“, – წერს კულება.



„ყირიმის პლატფორმა“


ორდღიანი საერთაშორისო სამიტი „ყირიმის პლატფორმა“ კიევში ორშაბათს, 23 აგვისტოს გაიხსნა, რომელშიც მსოფლიოს 40–ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან წარმოდგენილი.


კერძოდ, კონფერენციაში მონაწილეობენ: ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის დელეგაცია, აშშ, კანადა, საქართველო, მოლდოვა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია. სტუმრებს შორის არიან 9 პრეზიდენტი, 4 პრემიერ–მინისტრი, 14 საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.


კიევში ამ პლატფორმას მთავარ ქვაკუთხედად მიიჩნევენ, რომელზეც უნდა აიგოს ყირიმისა და სევასტოპოლის დაბრუნების პოლიტიკა.


რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა კონფერენციას შაბაში უწოდა, რომელზეც დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის თანამედროვე ხელისუფლების ნეონაცისტური, რასისტული განწყობების მხარდაჭერას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up