ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

access_time2021-12-04 00:07:53

2021 წლის 3 დეკემბერი - ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა.


გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, ამჯერად კი ნანატრი ზეიმის დრო დადგა, რადგან აჭარული გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.



არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი):


„უბედნიერესი ადამიანი ვარ - დინამო ბათუმის ჩემპიონობა ჩემი ოცნება და ამ ქალაქის დიდი ხნის მიზანი იყო. ყველას, ვისაც ჩვენი გაჩემპიონება გაუხარდა, მივულოცავ ამ გამარჯვებას და დაე, ეს დაწერილი ისტორია მომავალი ისტორიის საწინდარი იყოს.


4 დეკემბერს, ბათუმმში გრანდიოზული საზეიმო აღნიშვნა გვექნება. გპირდებით, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს თარიღი დაუვიწყარი დღე გახდება, თამაშის შემდეგ გვექნება ლაზერშოუ, დიდი კონცერტი, გულშემატკივრებს დასამახსოვრებელ საღამოს ვპირდებით.



ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ "ევროპაბეთი" ამ წარმატების მონაწილე თანაბრადაა. ამ კომპანიამ დინამო ბათუმის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამას არ დავივიწყებ და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მადლობელი ვიქნები! აქამდეც მითქვამს, რომ "ევროპაბეთმა" და "პოპსპორტმა" ამ გუნდის ისტორიის დაწერაში უდიდესი როლი შეასრულეს. "ევროპაბეთმა" აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ იდეა წარმატებად“.



დინამო ბათუმმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე ტიტული მოიპოვა - 1998 წელს თასზე გამარჯვებას, 2021 წელს ჩემპიონატის ოქროს მედლები დაუმატა. ტრიუმფალურ სეზონში ბათუმელებმა ბოლო წლების მთავარ მეტოქე დინამო თბილისს 4-დან 3 მატჩი მოუგეს.



ისტორიულ ჩემპიონობაში ბათუმელ გულშემატკივრებს, „შავი ზღვის პირატებს" უდიდესი წვლილი მიუძღვით, რაც კარგად ჩანს სატურნირო ცხრილიდან: დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე დინამო თბილისზე 5 ქულით მეტი მოიპოვა და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი საჩემპიონო ბრძოლაში. ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ჩემპიონობა აქამდე 9 გუნდს ჰქონდა მოპოვებული, დინამო ბათუმი კი საქართველოს მე-10 ჩემპიონია.


ევროპაბეთი დინამო ბათუმს ჩემპიონობას ულოცავს


„ერთად ვწერთ ისტორიას” - დინამო ბათუმის და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია “ევროპაბეთის” თანამშრომლობა 2019 წლის ზაფხულში სწორედ ამ იდეით დაიწყო. დღეს, თანამშრომლობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, მთავარი მიზანი მიღწეულია: ისტორია დაწერილია - დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონი გახდა.



(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up