ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს - პარლამეტში ახალი კანონპრექტი დარეგისტრირდა

ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს - პარლამეტში ახალი კანონპრექტი დარეგისტრირდა

access_time2019-10-04 13:30:57


“შრომის კოდექსის მე-17 მუხლს ემატება 31 ნაწილი, რომლის მიხედვითაც ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 6 საათს,“ —  საკანონმდებლო ცვლილების ახალი ინიციატივა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს და უმაღლესი საბჭოს წევრს ილია ვერძაძეს ეკუთვნის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა. 


საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა და იურიდულმა დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული ორგანული კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება.

 

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ შრომის კოდექსის მოქმედი რედაქცია ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას დასაქმებულისთვის, ვინაიდან შრომის კოდექსით არ არის გათვალისწინებული კვირის განმავლობაში ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობა. კანონი მხოლოდ განსაზღვრავს, რომ კვირის განმავლობაში 40 საათის ზემოთ ნამუშევარი დრო მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, მაგრამ არ ადგენს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალურ ოდენობას. ერთადერთი რეგულაცია რომელიც სამუშაო დღეებს შორის დასვენების ხანგრძლივობას აწესებს ითვალისწინებს რომ სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. აქედან გამომდინარე შესაძლებელია დასაქმებული მუშაობდეს კვირის განმავლობაში 84 საათის განმავლობაში. ასეთი სამუშაო კი თავისთავად უსაფრთხოდ არ მიიჩნევა ჯანმრთელობისთვის და არ ჩაითვლება ჯანსაღ სამუშაო გარემოდ.

 


დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია შრომის ადექვატური დასვენების დრო. 2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რაც შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა თუ დასაქმებულს არ აქვს შრომის ადექვატური დასვენების დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ოდენობა არის პრაქტიკულად შეუზღუდავი, ბუნებრივია ეს აქვეითებს ადამიანის კონცენტრაციას მუშაობის დროს, ზიანს აყენებს ჯანმრთელობას და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვაც ვერ შექმნის დასაქმებულის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობებით უზრუნველყოფის გარანტიას.

 

კანონპროექტის ავტორები აღიარებენ, რომ ამ ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ექნება გავლენა, რადგანაც დასაქმებულთა “ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგრძლივობის მაქსიმალური ზღვრის დაწესებით შესაძლოა, შემცირდეს დასაქმებულთა მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობის დრო და შესაბამისად, შემცირდეს მათთვის ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გადასახდელი შესაბამისი შრომის ანაზღაურებაც, რაც შეამცირებს მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელ საშემოსავლო გადასახადსაც.

 

მათი განმარტებით კანონპროექტის მიღების შედეგად დაბალანსდება დამსაქმებელისა და დასაქმებულის ინტერესები, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის პირობების ასახვა, დასაქმებულის დაცვა, ურთიერთხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა, რაც საბოლოოდ სასიკეთოდ იმოქმედებს მათ ინტერესებზე. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტი ერთის მხრივ დასაქმებულის ინტერესების დაცვის გაზრდის მიზნით, გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებს აწესებს, თუმცა მეორეს მხრივ იგი არ ზღუდავს დამსაქმებლის უფლებებსა და ინტერესებს, შესაბამისად ცვლილებების არსი მდგომარეობს დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესების დარეგულირებაში.


 

ბაჩო ადამია




დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up