ზედმეტი რეგულაციები არც ერთ ბიზნეს არ უხდება - არჩილ ბაკურაძე

ზედმეტი რეგულაციები არც ერთ ბიზნეს არ უხდება - არჩილ ბაკურაძე

access_time2019-03-31 11:00:41


რა მდგომარეობაა მიკროსაფინანსო ბაზარზე და როგორია მომავლის  პერსპექტივები,  ამ თემებზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ სფეროში ჩავარდნაა და რეგულაციები ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტად მკაცრია.

„ბაზარზე ჩავარდნა ნამდვილადაა, ძირითადი შემცირება გამოიწვია იმან, რომ ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე ბანკად გადაკეთდა, ასევე რამდენიმე ონლაინ საკრედიტო ორგანიზაცია დარეგისტრირდა,როგორც მიკროსაფინანსო. მათ ჰქონდათ მცდელობა,მორგებოდნენ რეგულაციებს, მაგრამ პროცენტი იმდენად დაბალი იყო,რომ არ უღირდათ. რეგულაციები რა თქმა უნდა, ასევე მთავარი ფაქტორია, ისინი საკმაოდ მტკინვეული იყო ზოგიერთი მოთამაშისთვის და მოგებებიც შემცირდა.

რიგ შემთხვევაში რეგულაციები ნამდვილად მკაცრია, მაგალითად, დაწესდა პრუდინციული რეგულირება, ეს შეეხება კაპიტალის ადეკვატურობასა და ლიკვიდურობას, ეს მაჩვენებელი ჩვენთან უფრო მაღალია,ვიდრე საბანკო სექტორში. ამ შემთხვევაში, მარეგულირებელი კონსერვატიულად უდგება საკითხს და სურს,რომ დაცული იყოს სექტორი, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ ყველაფერში ლოგიკა არ არის და დაიწევს იმედია ეს მაჩვენელი.

ზედმეტი რეგულაციები არც ერთ ბიზნეს არ უხდება, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა.  ჩვენ მარეგულირებელს ძლიერი მიდგომა ჰქონდა არჩეული, საბედნიეროდ, საქართველოში ვესაუბრებით ერთმანეთს დემოკრატიულად, გვაქვს ღიაობა და დიალოგის საშუალება. ყველამ თავისი აზრი გამოთქვა და დავაბალანსეთ რეგულაცია.

ჩვენი სისტემა, ტექნოლოგიური პლატფორმები გადაეწყო ახალ სტანდარტებზე. გადაწყვეტილების მიღების მექანიზმს დავუმატეთ შემოსავლების დადასტურების მექანიზმი. დღეს მივდივართ მიდგომისკენ ერთი კლიენტი - ერთი სესხი.  მნიშვნელოვანია,რომ ადამიანებს, როცა საციცოცხლო მნიშვნელობის კრედიტი სჭირდებათ,როგორიც არის ჯანმრთელობა ან განათლება. მივცეთ საშუალება ისარგებლონ კრიტიკული საჭიროების ფულით. არ უნდა გადაინაცვლოს ამ გარიგებებმა არაფორმალურ სექტორში , თუ ეს საფრთხე აცილებული იქნება, ჩვენ მივიღებთ მდგრად ბაზარს.“ - ამბობს არჩილ ბაკურაძე

„კრისტალი აქტივებით ყველაზე მსხვილი არასაბანკო საფინანსო დაწესებულებაა. ჩვენი სასეხო პორტფელი 270 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენს ევროპელ ანალოგებს თუ შევხედათ, ვნახავთ,რომ კრისტალი საკმაოდ მსხვილი, წინ წაწეული და განვითარებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.

ჩვენ გვაქვს სიახლე, გადავწყვიტეთ რომ სწორი ტერმინი შეგვერჩია ჩვენს დასახელებაში და დღეიდან ვართ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია. ეს ტერმინი უფრო მეტად ასახავს ჩვენი საქმის დანიშნულებას, არსს და იმ სერვისებს,რომლებსაც ვთავაზობთ. ჩვენ არ გავცემთ მხოლოდ სესხს, მომხმარებლებს ვთავაზობს მომსახურების სხვადასხვა სახეობას,რომელიც საჭიროა მცირე მეწარმეებისთვის. ჩვენი მიზანია ახალ უზრუნველყოფებთან ერთად,რაც სჭირდება ბაზარს, მაგალითად ავტომობილის უზრუნველყოფა, განვითარდეთ იმ მიმართულებით,რაშიც უკვე ვართ ძლიერები. 

ძირითადად ადამიანები საზრდოობენ საკუთარი შემოსავლებით, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ,რომ მათი შემოსავლები სხვადასხვა გზით ვაღიაროთ და დავასაბუთოთ. ჩვენ სხვადასხვა მეთოდს მივმართავთ. ეს  მეთოდები დაფუძნებულია ჯვარედინ შეკითხვებზე, კონკრეტულ რუკებზე,როცა სექტორს ვაანალიზებთ, ასევე გვაქვს ვიზიტები ადგილზე,რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მომხმარებლის მიერ დეკლარირებული შემოსავალი სიმართლეა. ასევე მივმართავთ დამატებით ზარებს ბიზნეს პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან და რა თქმა უნდა, ვიცავთ პერსონალის მონაცემების წესებს და ამ საკმაოდ ისეთ გარემოში,როცა ხელჩასაჭიდი თითქმის არაფერი გვაქვს და არიან ადამიანები,რომლებიც შრომობენ, აქვთ ბიზნესი და სურთ გაფართოება, ვცდილობთ რომ  დახმარება გავუწიოთ მათ.“ - ამბობს არჩილ ბაკურაძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოჯახის ფინანსების სამეწარმეო ნაკადებისგან გამიჯვნა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა არ არის იმ დონეზე, რომ ადამიანებმა ფორმალური შემოსავლის დაფიქსირება შეძლონ. 

„ სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ არის იმ დონეზე,რომ ადამიანებს ფორმალური შემოსავლის დაფიქსირება შეეძლოთ. საჭიროა გაიმიჯნოს ოჯახის ფინანსები სამეწარმეო ნაკადებისგან და მოაქციონი ისინი აღრიცხული შემოსავლების სფეროში. ეს არის მეწარმებოს მხარდაჭერის ახალი ეტაპი და ჩვენი დანიშნულებაა - შევუწყოთ ხელი მეწარმეობას.

კრისტალი არ  გასცემს სესხს უცხო ვალუტაში, სანამ რეგულაციები მოითხოვდა ამას, მანამდე ვაკეთებდით ასე.  ბუნებრივი „ჰენჯირებით“ ვახდენდით ფინანსური ინჟინერიის ოპერაციებს,რომლებიც საბოლოო ჯამში ლარის სესხის გაცემის შესაძლებლობას მოგვცემს. რაც შეეხება, ჩვენს ვალდებულებებს, ისინი უცხოურ ვალუტაშია. ჩვენი დამფინანსებლები საერთაშორისო ინსტიტუტები არიან. ისინი გვიწესებდნენ სტანდარტებს, მათ მივყვებოდით,რამაც ჩამოაყალიბა ნდობა ჩვენდამი. კრისტალის საკუთარი კაპიტალი 55 მილიონია, 200 მილიონზე მეტი მოზიდული გვაქვს და საკუთარ კაპიტალთან ერად, ვცდილობთ მოვიზიდოთ სახსრები. 

კრისტალი იყო რეგიონის ისტორიაში პირველი ემინენტი მიკროსაფინანსო,რომელმაც მიიღო ფიჩის რეიტინგის საკრედიტო რეიტინგი(?) B+, რომელიც ორი ნაბიჯით ჩამორჩებოდა სუვერენულ რეიტინგს. მომავალში ველით,რომ ჩვენი საქმიანობის კვალდაკვალ სარეიტინგო სააგენტოები სწორ შეფასებებს მოგვცემენ. რაც შეეხება ფასიან ქაღალდებს, ძირითადად ობლიგაციების მფლობელები კომერციული ბანკები არიან, რომლებიც იყენებენ ქაღალდებს,როგორც უზრუნველყოფის საშუალებებს. ჩვენ ,რაც უფრო ხშირად ვაკეთებთ ამას, მით უფრო მეტი ადამიანი იგებს ჩვენ შესახებ,“ - ამბობს არჩილ ბაკურაძე. მისი თქმის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე ბევრი ცვლილება მოხდა, რამაც ბაზრის ჩავარდნა გამოიწვია.





ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
access_time2020-06-02 13:30:49
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე - „მეწარმე ქალი - კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული განათლების...

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი
access_time2020-06-02 14:30:07
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფინანსისტი ექსკლუზიურად „კომერსანტთან პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკური პოტენციალის გადანაწილებაზე საუბრობს. ფინანსისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გლობალურ საინვესტიციო ბანკებში (Citigroup, Bank of America, Merrill Lynch, BCS Global Investment Bank) მედიაჰოლდინგს უყვება, თუ პორტ-პანდემიის პერიოდში რა მაკროეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად....

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება
access_time2020-06-02 13:30:16
სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა. „სავარაუდოდ სავალუტო ჯიხურების გახსნა 8 ივნისს იგეგმება, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარეგულირებელისგან გვაქვს მსგავსი ინფორმაცია. მოგვიწევს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა და იმ გაიდლაინების შესრულება რაც საფინანსო სექტორისთვისაა...

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა
access_time2020-06-02 13:01:44
ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „ლიდერფუდის“ ყოფილი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი დუმბაძის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის შემდგომ, სადაც მან გარკვეული ბრალდებები გააჟღერა „ლიდერფუდის“ ამჟამინდელი მფლობელის, მისი სიმამრის, დავით ზეიკიძის მიმართ, სააგენტო xnews.ge -მა ზეიკიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. დუმბაძემ, მათ შორის, თქვა, რომ მის ადვოკატს, პაატა სალიას, დავით ზეიკიძე პირადი საუბრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. ინტერვიუს...

„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა

„ეკომარტი“ -  ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა
access_time2020-06-02 11:55:59
დღეიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, ონლაინ სავაჭრო პორტალ www.ecomart.ge-ზე შეიძინონ ნატურალური პროდუქტები. ნებისმიერ შეკვეთას თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ. გარემოსადმი მეგობრული კონცეფციით შექმნილი მაღაზია საქართველოში წარმოებულ ხარისხიან და ეკოლოგიურ პროდუქციას უყრის თავს. ეკომრავალფეროვნება „ეკომარტის“ მთავარი უპირატესობაა. სასურსათო პროდუქტები, საკვები დანამატები,...


მსგავსი სიახლეები

up