ზედმეტი მაღალსართულიანი სახლები - როგორ ანგრევენ მოძველებულ მასივებს მსოფლიოს დიდი ქალაქებში

ზედმეტი მაღალსართულიანი სახლები - როგორ ანგრევენ მოძველებულ მასივებს მსოფლიოს დიდი ქალაქებში

person access_time2017-06-04 20:00:03

ამერიკიდან ავსტრალიამდე თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნები დიდ ქალაქებში მაღალსართულიან, გამოუსადეგარ შენობებს ანგრევენ. ზოგიერთ ქვეყანაში მასობრივი დემონტაჟი უკვე ზაფხულში დაიწყება.

 


იტალია, ნეაპოლი, რაიონი Vele di Scampia

 

ქალაქ ნეაპოლის საცხოვრებელი კომპლექსი Vele di Scampia გახდა ევროპული გეტო-კვარტლის სიმბოლო მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ნახა კრიმინალური სერიალი „გომორა" ნეაპოლიტანური მაფია „კამორას" შესახებ, რომელიც აერთიანებს ასობით მცირე შეიარაღებულ ჯგუფს. „კამორამ" აირჩია Vele di Scampia თავის ძირითად ბაზად იმის გამო, რომ ეს რაიონი გახდა სუტენიორების და ნარკოვაჭარების თავშესაფარი.

 

Vele di Scampia თანდათანობით ცარიელდებოდა, თუმცა 1980 წლის მიწისძვრამ დაანგრია ბევრი შენობა ნეაპლოში, მაგრამ, გეტო არ დაზარალდა, ამიტომაც იქ შესახლდნენ უსახკაროდ დარჩენილი დაზარალებულები. 1987 წლამდე რაიონში არ იყო პოლიციის განყოფილებაც კი. ბოლო 20 წლის განმავლობაში Vele di Scampia საბოლოოდ გაპარტახდა და დაკარგა განვითარების ყოველგვარი პერსპექტივა. 2017 წლის მარტში ნეაპოლის მერიამ მიიღო Vele di Scampia-ს დანგრევის გადაწყვეტილება. რაიონის განახლებაზე დაიხარჯება 3,9 მლრდ ევრო, მათ შორის 500 მლნ უკვე 2017 წელს. შენობების დანგრევა დაიწყებაა ზაფხულში. საგულისხმოა, რომ კვარტლის ერთ-ერთი კორპუსი შენარჩუნდება და იქ გადავა ნეაპოლის მერია.

 

 

 

აშშ, ჩიკაგო, Clarence Darrow, Stateway Gardens, Robert Taylor Homes


 

მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ჩიკაგოში დაიწყო ღარიბი მოქალაქეებისთვის სოციალური საცხოვრებლის სწრაფი მშენებლობა. ასეთ ტიპიურს მრავალსართულიან სახლებს ეძახდენ projects. თუმცა, კარგი ჩანაფიქრი გააფუჭა რასიზმმა. აღმოჩნდა, რომ ღარიბებს შორის ძალიან ბევრი შავკანიანია, შესაბამისად, თეთრკანიანებს არ სურდათ ცხოვრება ახალაშენებულ კვარტლებში. ასე დაიწყო თეთრების გაქცევა ამ რაიონებიდან, ამის შემდეგ შეიცვალა ახალი კვარტლების რეპუტაციაც - იქ აყვავდა კრიმინალი, ნარკოვაჭრობა და ბანდების თარეში.

 

ამ დროისთვის ჩიკაგოში უკვე დაანგრიეს რამდენიმე ასეთი კვარტალი - Clarence Darrow, Harold L. Ickes Homes, Stateway Gardens. დანგრეულ რაიონებს შორის ერთ-ერთი - Robert Taylor Homes, ატარებს აფროამერიკელი აქტივისტის რობერტ ტეილორის სახელს. ირონია იმაშია, რომ ტეილორი თავიდანვე იყო ღარიბებისთვის სოციალური სახლების აშენების წინააღმდეგი - ის პროგნოზირებდა, რომ ასეთი რაიონები მალე გადაიქცევოდნენ კრიმინალურ გეტოებად, რაც საბოლოო ჯამში მოხდა კიდეც.

 

 

 


 


ავსტრალია, მელბურნი

 

2017 წელს 4-მილიონიანი მეგაპოლისის ადმინისტრაციამ დაიწყო ტიპიური საცხოვრებელი კორპუსების დანგრევის პროცესი. გააზრებული საქალაქო ინფრასტრუქტურის და აქტიური გამწვანების შედეგად, მელბურმნა დაიკავა პირველი ადგილი The Economist-ის მიერ შედგენილ საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქების რეიტინგში. ამა წლის მაისში მელბურნის მერიამ დაანონსა უახლოეს პერიოდში 8 კორპუსის დანგრევა.

 

რენოვაციის გეგმაზე გამოიყოფა 185 მლნ დოლარი. პროგრამის რეალიზაცია დაიწყება 2017 წელს და ის შეეხება 8 კვარტალს - Northcote, Brunswick West, Heidelberg West, North Melbourne, Clifton Hill, Flemington, Prahran და Preston. შენობების დანგრევა განხორციელდება მერიის ხარჯზე, შემდეგ კი გამოთავისუფლებული ტერიტორიები გადაეცემათ დეველოპერებს, რომლებიც ააშენებენ მრავალსართულიან, მაგრამ ხარისხიან და თანამედროვე სახლებს.

 

 

 

 

აშშ, სენტ-ლუისი, Pruitt-Igoe

 


ქალაქგანვითარების შეცდომების და შენობების მასიური დანგრევის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ითვლება ქალაქი სენტ-ლუისი. ეს ისტორია გახდა ცნობილი მსოფლიოსთვის იმის გამო, რომ 1972 წელს ამერიკული ტელევიზიების პირდაპირ ეთერში დაანგრიეს 33 მრავალსართულიანი კორპუსი რაიონ Pruitt-Igoe - ში. ეს კორპუსები აშენდა დანგრევამდე მხოლოდ 16 წლით ადრე - 1954 წელს. Pruitt-Igoe-ს უნდა შეეთავაზებინა სენტ-ლუისის მაცხოვრებლებისთვის კომფორტული და იაფი საცხოვრებელი ფართი. 40-იან წლებში ქალაქი დატოვა საშუალო ფენის დიდმა ნაწილმა, ღარიბები კი დასახლდნენ ბარაკებში.

 

 

ახალი პროექტის მიზანი იყო ქალაქის სწრაფი გაღარიბების შეჩერება და მასში სიცოცხლის დაბრუნება. კონცეფციის დასამუშავებლად ქალაქის ხელისუფლებამ დაიქირავა იაპონელი არქიტექტორი მინორუ იამასაკი, რომელმაც დააპროექტა ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი და პიკასოს კოშკი მადრიდში. იამასაკიმ გააკეთა ყველაფერი, რაც მას სთხოვეს - ტიპიური 11-სართულიანი კორპუსების წინ აშენდა ტერასები, საზოგადოებრივი ზომები და საბავშვო მოედნები. თუმცა არქიტექტორის შრომას მოუღო ბოლო ისევ რასობრივმა სეგრეგაციამ. თეთრკანიანები არ სახლდებოდნენ „რაიონში შავებისთვის", ხოლო შავკანიან მოსახლეობაში, რომელმაც დაიკავა Pruitt-Igoe-ს ბინები, ბევრი კრიმინალი ცხოვრობდა - კორპუსები მალევე გაიძარცვა და გაპარტახდა, საბავშვო მოედნები და საზოგადოებრივი ზონები დაიკავეს ბანდების წევრებმა და ნარკომანებმა. ბოლოსდაბოლოს ადგილობრივმა მერიამ აღიარა თავისი შეცდომა. 70-ან წლებში რაიონი დაანგიეს პირდაპირ ეთერში.

 

 

 

 

ბრიტანეთი, ლონდონი, Freemasons Estate

 


1940-იან წლებში ბრიტანეთში მომწიფდა კრიზისი უძრავი ქონების ბაზარზე. ომით დანგრეულ ქვეყანაში გაჩნდა საცხოვრებელი ფართის მწვავე კრიზისი, ამიტომაც მთელი ბრიტანეთის მასშტაბებში დაიწყო მრავასართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ღარიბი მოსახლეობისთვის. ხელისუფლებამ მოახდინა ამ პროექტების რეალიზაციის სტიმულირება სუბსიდიების მეშვეობით - თუ რეგიონი თავის ხარჯით ააშენებდა 5 სართულს, დანარჩენ სართულების მშენებლობას აფინანსებდა მთავრობა.

 

ამან შეუწყო ხელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალსართულიანი ტიპიური პანელური კორპუსების მშენებლობას, თანაც, ეს იყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, ამიტომაც პოლიტიკოსებმა ენთუზიაზმით აიტაცეს ეს პროექტები. ლონდონის აღმოსავლეთით, რაიონ ნიუჰემში გაჩნდა საცხოვრებელი მასივი Freemasons Estate, რომელიც ამ დროისთვის უკვე დანგრეულია. ამის მიზეზი გახდა დიდი ხანძარი 1968 წელს. ცეცხლი წაეკიდა პანელურ სახლს Ronan Point, სადაც აალდა კედლები.

 

აღმოჩნდა, რომ ეკონომიის მიზნით პანელის კონსტრუქციაში გამოიყენებოდა ქაღალდი და მუყაო, თვითონ პანელები მზადდებოდა ქარხანაში, ხოლო ადგილზე მათ უბრალოდ ამაგრებდნენ არა ცემენტით, როგორც საჭიროა, არამედ რკინის ბოლტებით. გამოძიებამ აჩვენა, რომ პანელებს შორის ნაპრალებიდან სახლში შემოდიოდა წვიმის წყალი, ხოლო ბოლტებზე დიდმა ზეწოლამ გარდაუვალი გახადა კედლების გაზიანება. ხანძრის შემდეგ ქალაქის ხელისუფლებამ შეეცადა Ronan Point-ის შეკეთება, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ, 1986 წელს შენობა დაანგრიეს.

 

მოგვიანებით იგივე ბედი გაიზირეს Freemasons Estate-ის სხვა შენობებმა - Ault Point, Baulkham Point, Dobson Point, Gannon Point, Hume Point, Merrit Point, John Sopp Point და Abrahams Point-მა. ამის შედმეგ მთელი ბრიტანეთი მოიცვა მრავალსართულიანი პანელური კორპუსების დაგნერვის პროცესმა. Ronan Point -ის ხანძრმა შეაშინა ბრიტანელები და მათ საბოლოოდ თქვეს უარი ამ ტიპის სახლების მშენებლობაზე, ამჟამად უპირატესობას ანიჭებენ მცირესართულიან მშენებლობებს.

 

ეს დღესაც თვალნათლივ ჩანს - ლონდონში თითქმის არ არსებობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები. ქალაქის ცენტრში აშენებული პრესტიჟული ცათამბჯენების გარდა, თითქმის მთელი დანარჩენი ქალაქი შედგება 2-3-სართულიანი სახლებისგან.

 

იაფფასიანი მრავალსართულიანი კორპუსების მასობრივ დანგრევას ხელს ასევე უწყობს ძლიერი ეკონომიკა და აქედან გამომდინარე ამ ტიპის საცხოვრებელზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა - ამ ეტაპზე ბრიტანელებს უკვე შეუძლიათ აირჩიონ საცხოვრებლად უფრო კომფორტული და თანამდეროვე ბინები და კერძო სახლები.

 




რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა
access_time2019-07-18 12:06:43
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს. რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს...

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია
access_time2019-07-18 12:00:27
აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2019 და 2020 წლებში განვითარებადი აზია შეინარჩუნებს მძლავრ, მაგრამ შენელებისკენ მიდრეკილ ზრდას, რადგან გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ფიქსირდება ხელსაყრელი შიდა მოთხოვნა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ADB 2019 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნებისათვის...

“HUB Georgia მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“

“HUB Georgia  მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“
access_time2019-07-18 10:00:00
 „კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის უტიფარი განცხადება, რომელიც ულტიმატუმის ენით ესაუბრება დამოუკიდებელი სახელმწიფოს.  ფრენების აღდგენის სანაცვლოდ, ის საქართველოს მთავრობისგან გაურკვეველ დათმობებზე წასვლას და კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ეს, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე, რუსეთის პოლიტიკური გავლენების საერთაშორისო საზოგადოებისთვის დემონსტრირება, — აცხადებს...

ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების...

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ
access_time2019-07-17 19:30:46
აშშ-ს ხელისუფლების უკმაყოფილება Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის - ლიბრას - გამო,  ახალ დონეზე ავიდა- ამჯერად მის წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა. მისი თქმით,...


მსგავსი სიახლეები

up