GPS-ის მწარმოებელი კომპანიის, TomTom-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშინელი პიკის საათის ტიტულს ბანგკოკი ზედიზედ მეორე წელია არ თმობს. TomTom-მა 48 ქვეყანაში არსებული 390 ქალაქის მონაცემები შეისწავლა და ტოპ 15 ქალაქის სია შეადგინა.
1. ბანგკოკი, ტაილანდი
2. მეხიკო, მექსიკა
3. ბუქარესტი, რუმინეთი
4. ჯაკარტა, ინდონეზია
5. მოსკოვი, რუსეთი
6. ჩუნცინი, ჩინეთი
7. სტამბული, თურქეთი
8. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი
9. ჟუჰაი, ჩინეთი
10. სანტიაგო, ჩილე
11. გვანჯუ, ჩინეთი
12. შიცზიაჩჟუანი, ჩინეთი
13. შენჯენი, ჩინეთი
14. ლოს-ანჯელესი, ამერიკა
15. პეკინი, ჩინეთი
TomTom-ის საგზაო მოძრაობის ექსპერტის, ნიკ კონის განცხადებით, ტაილანდი, ისევე როგორც სხვა დიდი ქალაქები, თავისი წარმატების მსხვერპლად იქცნენ. ეკონომიკის ზრდა მოსახლეობისა და ავტმობილების რაოდენობის ზრდას ავტომატურად იწვევს.
სიაში მეხიკო მეორე ადგილს იკავებს, თუმცა TomTom-ის მიხედვით, დღის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი საცობი სწორედ მექსიკის დედაქალაქშია. „მოძრაობა მეხიკოში მთელი დღის განმავლობაში გადატვირთულია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს მეტროს სისტემა გააჩნია, მეტროთი სარგებლობა ვერ ხერხდება ქალაქის იმ ნაწილებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მზარდია," აღნიშნა კონმა.
ავტორი: CNNMoney