ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ანგარიშვალდებულ პირთა წრე ფართოვდება - რა წერია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონპროექტში

ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ანგარიშვალდებულ პირთა წრე ფართოვდება - რა წერია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონპროექტში

access_time2022-11-30 12:50:54

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა.


მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის წევრებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ წარუდგინა.


მომხსენებლის განმარტებით, განსახილველ კანონპროექტთა პაკეტი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას უკავშირდება, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.


კანონპროექტის თანახმად, კანონში გაჩნდება პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს სამართლებრივი აქტები.


„კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ანგარიშვალდებულ პირთა წრე და მასში მოექცევა პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი და საბუღალტრო ფირმა (არასერტიფიცირებული ბუღალტრები). აღნიშნული ცვლილებით, შესაძლებელი გახდება სამსახურის მიერ დადგენილი წესით პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების რეესტრის წარმოება, შედეგად მოხდება ბუღალტრული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიკაცია, რაც წარმოადგენს AML/CFT ზედამხედველობის წინაპირობას“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.



მისივე თქმით, Moneyval-ის მიერ ჩატარებული მეხუთე რაუნდის შეფასების ფარგლებში, სამსახურთან მიმართებით გამოვლენილი კიდევ ერთ ნაკლოვანებაა, ნათელი საზედამხედველო ჩარჩოს არარსებობა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.


„აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, რომ სამსახური წარმოადგენს საზედამხედველო ორგანოს ანგარიშვალდებული პირებისათვის, ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე სამართლებრივი აქტების გამოსაცემად სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს კანონში“, - განაცხადა მომხსენებელმა.


როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, მოქმედი კანონის თანახმად, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ხარისხის კონტროლის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) ჩაანაცვლა ახალმა, ასვე საერთაშორისო, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტმა (ISQM).


„საერთაშორისო სტანდარტის ახალი რედაქცია უკვე ცნობილია აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი პირებისთვის, ეტაპობრივად მიმდინარეობს აღნიშნულ მოთხოვნებზე გადასვლა და დანერგვა. შესაბამისად, კანონის მთელ რედაქციაში ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) იცვლება ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტით (ISQM)“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.


„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილების თანახმად, ანგარიშვალდებულ პირთა ჩამონათვალს პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი და საბუღალტრო ფირმა ემატება.


ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ კანონპროექტში, რომლის მიხედვით, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) იცვლება მითითებით ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტით (ISQM).


კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up