პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი ქვეყანაში ჰაერის მდგომარეობის შესახებ დასკვნას მოამზადებს. მანამდე კი პარლამენტში ყველა იმ გარემოს დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას მოუსმენენ, რომელთაც ჰაერში ტყვიის და მავენე ნივთიერებების კონცენტრაციაზე კვლევები ჩაატარეს. „კომერსანტი“ ამ თემაზე და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მიზეზებზე პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ხუციშვილს ესაუბრა.
ზაზა ხუციშვილი „კომერსანტან“საუბარში ამბობს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო გაუმართავი ავტოტრანსპორტია, თუმცა რაც ქვეყანა საწვავის „ევრო 5“ -ის სტანდარტზე გადავიდა, მას შემდეგ ვითარება მცირედით შეიცვალა, ამასთან მიშვნელოვანია ავტომობილების ტექდათვალიერების საკითხიც:
„მოქალაქეების სისხლში ტყვიის შემცველობის ზრდის გამომწვევი სხვადასხვა წყარო იკვეთება. მათ შორის იაფფასიანი პარფიუმერია, კოსმეტიკის საშუალებები და სათამაშოები. გარდა ამისა, ჰაერის დაბინძურების მიზეზია მტვერი, როგორც სამშენებლო, ისე ბუნებრივი. თბილისში არის ბევრი ნაშალი კლდე და ქარის დროს მტვერი ვრცელდება. ამასთან ცემენტის მზიდების და ავტომობილების მდგომარეობა უნდა იყოს დამაკმაყოფილები და პროდუქციის გადაზიდვის დროს ჰაერში ეს ნაწილაკები არ უნდა ხვდებოდეს,“— ამბობს ზაზა ხუციშვილი.
„კომარსანტის“ კითხვაზე, როდესაც თბილისის ჰაერში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, რატომ დააპაუზა პარლამენტმა რამდენჯერმე ავტომობილების „ტექდათვალიერება“, რატომ ვერ მოახერხა 6 წლის მანძილზე მმართველმა პარტიამ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, იმისათვის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს უხაერისხო პარფიუმერიისა თუ სათამაშოების შემოტანა, ასევე რატომ ვერ ხერხდება რეგულაციების შემოღება, რომელიც აკრძალავს აზბესტის შემცველობის პროდუქციის შემოტანას, მით უმეტეს, რომ ამ საკითხების მოგვარების ვალდებულება ხელისუფლებამ ევროკავშირთან 2014 წელს დადებული ასოცირების ხელშეკრულებით აიღო? ზაზა ხუციშვილი ასე პასუხობს:
„დაახლოებით 12 წლის განმავლობაში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება არ იყო სავალდებულო. მოხდა ისე, რომ მძღოლებმა მანქანებიდან კატალიზატორებიც კი მოხსნეს. დღესდღეობით ჩვენ არ გვინდა მოსახლეობა მძიმე დღეში ჩავაგდოთ და დიდი ხარჯი ერთბაშად გაწიონ. გარდა ამისა სხვადასხვა მიმართულებით უნდა იყოს კონტროლი, მარტო გამონაბოლქვი არ არის პრობლემა. ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ ერთანად მოერიოს ტექდათვალიერების პრობლემის გადაჭრას. აქამდე ტენიკური სადგურები პრაქტიკულად გაუქმებული იყო. უკვე 1 ოქტომბრიდან სავალდებულო ხდება 3 ათასი კუბური სანტიმეტრი ძრავის მოცულობის ავტომობილების ტექდატვალიერება.“
როგორც ზაზა ხუციშვილი განმარტავს ტექდათვალიერების შემოღებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდებოდა და ეს პროცესი დროში გაიწელა.
„ეს
ყველაფერი არის ხარჯებთან დაკავშირებული - ეხება როგორც საწვავს, ხუნდებს და ა.შ.. ადამიანის ჯანმრთელობიდან გამომდიარე, მივდივართ იქამდე, რომ გარემოსდაცვის პრობლემები ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანი გახდა. წლების წინ ფასების გამო ეს იყო უგულებელყოფილი , ეხლა ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ამის უფლება არ
გვაქვს. აზბესტი არა მხოლოდ მანქანის ხუნდებშია, არამედ ნახევარი საქართვლო შიფერით არის
გადახურული, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ევროპამ ამაზე უარი დიდი ხნის წინ
თქვა. რაც შეეხება სათამაშოების და პარფიუმერიის შესახებ კანონპროექტს,მაგ საკითხზე ინფორმაცია არ მაქვს.“
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს „კომერსანტი“ ასევე დაუსვა კითხვას - ვინ არის პასუხისმგებელი ჰაერის დაბინძურების მასშტაბის ზრდაზე და მოქალაქეების სისხლში ტყვიის კონცენტრირების მაჩვენებლის მატებზე?
პზაზა ხუციშვილი ამობობს, რომ მალე კომიტეტში იქნება მოსმენა და იქ იქნება მოცემული რა სახის პროდუქცია რა დოზით ახდენს გავლენას ჰაერის დაბინძურებაზე:
„ეს უნდა ვიცოდეთ მანამ, ვიდრე მივიღებთ რამე რეგულაციას. სწორედ ამიტომ ჩატარდა საკომიტეტო მოკვლევა.
ნინო ნატროშვილი