ზაზა წერეთელი - ტესტირების რაოდენობა გაიზარდა და შემთხვევების რაოდენობა ისევ ისეთია, როგორიც იყო მასობრივ ტესტირებამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები მუშაობს

ზაზა წერეთელი - ტესტირების რაოდენობა გაიზარდა და შემთხვევების რაოდენობა ისევ ისეთია, როგორიც იყო მასობრივ ტესტირებამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები მუშაობს

access_time2020-12-10 10:50:32

ტესტირების რაოდენობა გაიზარდა და შემთხვევების რაოდენობა ისევ ისეთია, როგორიც იყო მასობრივ ტესტირებამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები მუშაობს, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა, პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩევლის თქმით, შეზღუდვების პირველი შედეგები აჩვენებს, რომ დაიწყო პირველი ეფექტის გამოვლენა.

„შეზღუდვების ეფექტი გამოჩნდება დაახლოებით 14 დღიდან. ანუ ჩვენ ახლა მივუახლოვდებით 14-15 დღეს, რომ დავინახოთ თუ როგორი ეფექტი აქვს ამ შეზღუდვებს. პირველი შედეგები გვაჩვენებს, რომ მატება აღარ გვაქვს ისეთი ციცაბო, როგორც აქამდე იყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ შეზღუდვებმა დაიწყო პირველადი ეფექტის გამოვლენა. ყველას გვახსოვს, რომ შავი პარასკევის დროს უამრავი ადამიანი მიაწყდა მაღაზიებს და ვვარაუდობთ, რომ ამან შესაძლოა დაღი დაასვას ამ შეზღუდვებს, მაგრამ დინამიკა პოზიტიურია და ამის ეფექტი ჩანს და მკაფიოდ გამოჩნდება მოდევნო დღეებში“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

რაც შეეხება მასობრივ ტესტირებებს, ზაზა წერეთელი მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიებაა, განსაკურებით, შეზღუდვების პარალელურად.


„რაც შეეხება მასობრივ ტესტირებებს, ეს მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიებაა, განსაკურებით ახლა, შეზღუდვების პარალელურად, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ფართოდ მოვიცვათ მოსახლეობა და გავიგოთ, როგორი არის ინფიცირების მდგომარეობა საქართველოში. მასობრივი ტესტირებისას გამოვლენილი ადამიანების თვითიზოლაციაში გადაყვანა და კონტაქტების გარკვევა დაგვეხმარება იმაში, რომ შევამციროთ ამ ვირუსის გავრცელება. ალბათ კარგი იქნება, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ტესტების რაოდენობა და მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. კარგი იქნება, რომ შეფერხება არ იყოს ტესტირების პროცესში და ჩატარდეს ისე, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება მზად იყოს, მიიღოს მოსახლეობა და ჩაატაროს ტესტირება. შეზღუდვების ეფექტი ჩანს იქიდანაც, რომ ტესტირების რაოდენობა გაიზარდა და შემთხვევების რაოდენობა ისევ ისეთია, როგორიც იყო მასობრივ ტესტირებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები მუშაობს", - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

მისი თქმით, პრემიერისა და ჯანდაცვის ექსპერტების შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში და ასევე იმსჯელეს, თუ რა ხდება ევროპაში. ზაზა წერეთლის განცხადებით, აღნიშნული იქნა, რომ შობისა და ახალი წლის დღეებში ევროპის ბევრი ქვეყანა არა თუ ასუსტებს, პირიქით - ამკაცრებს შეზღუდვებს.

„იმის გამო, რომ ყველას ეშინია შობა და ახალი წელი ისეთი დღეებია, როდესაც მასობრივი შეკრება ხდება და ხალხი აღნიშნავს დღესასწაულს და, რომ არ მოხდეს ხალხის მასობრივი შეკრება და რომ არ მოხდეს ვირუსის სწრაფი გავრცელება. ამიტომ ძალიან ბევრ ქვეყანაში გადაწყვიტეს, რომ შეზღუდვები გაგრძელდება, შესაძლოა დაემატოს კიდევ შეზღუდვები. ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ თუ ადრე ფიქრობდნენ, რომ ისინი იანვრის ბოლოს შეწყვეტდნენ შეზღუდვებს, ახლა ფიქრობენ, რომ თებერვლამდეც კი შესაძლოა გაგრძელდეს“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up