რა გააკეთა ზაზა პაპუაშვილმა 2 წლის განმავლობაში სიღარიბის დასაძლევად? - „მე ძირითადად თეატრების შესახებ კანონებზე ვიმუშავე“

რა გააკეთა ზაზა პაპუაშვილმა 2 წლის განმავლობაში სიღარიბის დასაძლევად? - „მე ძირითადად თეატრების შესახებ კანონებზე ვიმუშავე“

access_time2018-10-12 20:00:31


2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების მთავარი ლოზუნგი - კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება იყო. 2 წლის შემდეგ „Unicef“- ი აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც 2015 წელთან შედარებით 2017 წელს, უკიდურესი სიღარიბე 2,9%-ით გაიზარდა, ხოლო ზოგადი სიღარიბე 3,3%-ით.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა გააკეთა მმართველი პარტიის თითოეულმა დეპუტატმა მთავარი დანაპირების — კეთილდღეობის და სწრაფი განვითრების შესასრულებლად, რის გამოც ორი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ საკუთარ სიტყვას და საქმეს დეპუტატების სავარძლებიდან და რას ეუბნებიან ამომრჩევლებს, რომლებსაც სიღარიბის დონე სწორედ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში გაეზარდათ. „კომერსანტის“ რესპონდენტი ამჯერად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ზაზა პაპუაშვილია.


- ბატონო ზაზა, პირადად თქვენ, როგორც ერთმა დეპუტატმა, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ 2016 წელს მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები - კეთილდღეობისა და სწრაფი განვითრების შესახებ შეგესრულებინათ?


- პირადად მე რა გავაკეთე როგორც დეპუტატმა? როგორ ფიქრობთ, ეს კითხვა სწორად არის დასმული? რას გულისხმობთ ჩემი პირადი ხარჯით რა გავაკეთე თუ საკანონმდებლო დონეზე რა გავაკეთე თუ რა?


- თქვე ხომ ხართ პასუხისმგებელი საკუთარ ამომრჩეველთან? ხვდებოდით თუ არა ამომრჩეველს და როგორ რეაგირებთ მათ მიერ დასახელებულ პრობლემებზე, რომელიც ძირითადად სწორედ გაჭირვებას და სიღარიბეს უკავშირდება?


- ვხვდებოდი და ვიღებ კიდევაც, მათ ძირითადად ყოფითი პრობლემები აწუხებთ. მერია და გამგეობა ამას თავს ართმევს. ძირითადად ეს არის ოპერაციების დაფინანსება, მედიკამენტების შეძენა. საყოფაცხოვრებო პრობლემები: ლიფტი, სადარბაზო, სახურავი, ეზოს მოწყობა, რა დროსაც მე შუამდგომლობას მთხოვენ. პრინციპში საშუამდგომლო არც არაფერია, რადგან გამგებელს საშუალება თუ აქვს ყველაფერს აკეთებს.


- გეთანხმებით, ეს მერიის და გამგეობის პრეროგატივაა, თქვენ კანონმდებელი ხართ, ამიტომაც გეკითხებით, ორი წლის განმავლობაში თქვენს მიერ პარლამეტში მოხდა თუ არა კონკრეტული კანონის ინიცირება, რომელიც მოსახელობის კეთილდღეობას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას შეუწყობდა ხელს?


- მე ძირითადად თეატრების შესახებ კანონებზე ვიმუშავე. თუმცა, პარალელურად ბევრ კანონპროექტზეც ვიმუშავე, ისეთ კანონზე, რომელსაც სჭირდებოდა კარგი დაცვა, მოვლა და გატანა. იქაც არის გარკვეული ბრძოლის პატარ-პატარა ველები, ბევრ ასეთ საქმეებში თანამონაწილე ვყოფილვარ. რა ვიცი, ვცდილობ კანონები, რომელიც შეცლის ჩვენს ყოფას მარტო მხარი კი არ დავუჭირო, არამდე ჩემი იდეებიც იყოს იქ გათვალისწინებული.



- როგორ ფიქრობთ, რატომ გაიზარდა სიღარიბე ქვეყანაში?


- არ ვიცი თქვენ რა მონაცემებს ეყრდნობით?


- „Unicef“- კვლევაზე გესაუბრებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი აღშფოთდა და როგორც თქვენ თანაპარტიელები ამბობენ, რომ წინა მთავრობა გადაჰყვა.


- იცით რა ის, რომ ყველას გვინდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება ... იცით რა, ერთი თხოვნა მაქვს, ბრალდებით ნუ მელაპარაკებით.


- ბატონო ზაზა თქვენი პოზიცია გვაინტერესებს ბრალდებებს არ გიყენებთ.


- სიღარიბის გაზრდა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. აქ თავის მართლებაზე არ არის საუბარი, მეც თქვენთან ერთად მინდა, რომ ცხოვრება უკეთესი გახდეს. რაღაც თემებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა მეც მქონდა...


- კონკრეტულად რასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ კითხვები?


- მინდა, რომ გარკვეულ ადგილებში თანამდებების პირები მეტად კვალიფიცირებულები იყვნენ. ადამინებს, რომელებსაც ნდობას ვუცხადებთ, ისინი სხვა გზებს მიმართავენ ხოლმე. ზოგი შანტაჟის გზას ადგას, ზოგი რაღაცეებს ვერ ართმევს თავს.


- როგორ ფიქრობთ, რომელ დარგში გვაქვს კვალიფიციური კადრების პრობლემა და არის თუ არა ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული კორუფცია?


- ჩაკითხვებით, რომ გამომყვეთ მე და თქვენ თვენახევარი უნდა ვისაუბროთ. ვერაფერი ვერ უნდა თქვა ამ ჟურნალისტებთან, თუ არ ჩაგიქუცმაცდნენ . პრინციპებზე ვლაპარაკობ. სამი წუთი გვაქვს, მეტს ვეღარ დაგელაპარაკებით. ზოგჯერ ადამიანებს ნდობას ვუცხადებთ, ისინი კი ჩვენს მოლოდინებს არ ამართლებენ. ვისურვებდი, რომ ყველა ადგილზე იყოს ისეთი კვალიფიციური ადამიანი და გულშემატკივარი, ვისთან დაკავშირებითაც კითხვები არ გაჩნდება. ქვეყანაში არის დასაქმების პრობლემა, სახელმწიფოს რისი საშუალებაც აქვს მაქსიმალურად აქეთებს. თუმცა, კმაყოფილი არავინაა. მე ამას ვუყურებ როგორც პროცესს, ვიმეორებ ამით კმაყოფილები არ ვართ და მეტი უნდა გავაკეთოთ.


- თქვენ თუ ეთანხმებით თქვენს კოლეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის განახლების ერთ-ერთი მიზეზი „Unicef“  ის კვლევა გახდა?


- რას გადაყვა კონკრეტულად მთავრობა და რაზე იყო საუბარი ამის თქმისგან თავს შევიკავებ. ცვლილებები სასიკეთოდ ხდება. მე ყველა ცვლილებას მივესალმები. რაღაც ეტაპამდე შენი სამუშაო გაწიე და უკვე ცვლილების დრო მოვიდა. მეც დავეთანხმე ამ ცვლილებებს იმ იმედით, რომ ბევრი საქმე უკეთესად გაკეთდება.


ბაჩო ადამია






ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება
access_time2018-12-14 21:10:31
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის...

“ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული

 “ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული
access_time2018-12-14 19:00:20
ნოემბრის ბოლოს უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რუსული ბანკის „ВТБ“-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანია  „ВТБ Украина“ გაკოტრებულად გამოაცხადა.  ანაბრების დაზღვევის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უკვე დასრულდა გაკოტრებული ბანკის აქტივების და ვალდებულების გადაცემაზე  განაცხადების მიღება. ამჟამად ВТБ Украина-ს შეძენისთვის იბრძვის 3 უმსხვილესი უკრაინული ფინანსური ინსტიტუტი - წერს რუსული გამოცემა kommersant.ru „ფონდა უარი...

ს.ს მისო „კრისტალი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელია

ს.ს მისო „კრისტალი“  საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის  კონკურსის  ‘Meliora 2018’- ის  გრან პრის  მფლობელია
access_time2018-12-14 17:08:50
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელი ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა. კომპანიას ჯილდო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტები 13 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა. კონკურსში მონაწილეობას 91 კომპანია იღებდა, ფინალურ ეტაპზე კი 41 კომპანია მათ მიერ განხორციელებული 76 პროექტით გადავიდა....

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში
access_time2018-12-14 16:00:32
„არდი დაზღვევა“ ქსელის გაფართოებას გორში დაზღვევის სახლის გახსნით განაგრძობს. როგორც ცნობილია, GAZELLE FINANCE GEORGIA-მ სადაზღვევო კომპანია „არდიში” ინვესტიცია განახორციელა. სწორედ ამან დააჩქარა საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოების პროცესი. ქუთაისის სერვის ცენტრის განახლების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ გორში პირველი ფილიალი გახსნა. ამიერიდან, გორელები შეძლებენ მიიღონ სრული სადაზღვევო მომსახურება ერთ, კომფორტულ სივრცეში. „არდის“...

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში
access_time2018-12-14 14:30:00
სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის საწარმოები მრავლად არის წარმოდგენილი, მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური მდგომარეობა არ შეინიშნება. ბაზარზე 43 მსხვილი, 281 საშუალო და 6 620 მცირე ზომის აქტიური საწარმოა. თუმცა, მსხვილ საწარმოებში შრომის ანაზღაურება 2-ჯერ მეტია, ვიდრე მცირე საწარმოებში, როცა დასაქმებულთა 43% მცირე საწარმოებზე მოდის, — ასეთია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შეფასება მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე...


მსგავსი სიახლეები

up