ზაზა პაპუაშვილი გიორგი გახარიას - დიდი თხოვნა მაქვს, ავტორიტეტი შეინარჩუნოთ

ზაზა პაპუაშვილი გიორგი გახარიას - დიდი თხოვნა მაქვს, ავტორიტეტი შეინარჩუნოთ

access_time2019-09-08 11:25:31

ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ავტორიტეტი შეინარჩუნოთ - მე თქვენ კარგად გიცნობთ, თქვენს ნიჭირებაში, პატიოსნებაში, ვაჟკაცობასა და გულმხურვალებაში ეჭვი არ მეპარება, - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” წევრმა ზაზა პაპუაშვილმა მიმართა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, მას აოცებს თანამდებობებზე ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, თუ რატომ არიან ამ თანამდებობაზე და რა უნდა აკეთონ.

„ჩვენ რამდენიმე დღის უკან ვნახეთ, როგორი დიალოგი გქონდათ ოპოზიციასთან. მე არანაირი თემის გაცოცხლება არ მინდა - კარგია, ეს თქვენი თვალით რომ ნახეთ, უნდა დააფასოთ იმ დეპუტატების შრომა, რომლებიც ყოველდღე ასეთ სიბინძურეს უსმენენ. მათთან ბრძოლის ხერხი ერთადერთია - ეს არის არგუმენტები, ფაქტი, კანონი და მისი სრულად დაცვა. ასე რომ, მე იმ ადამიანების რიგში ვდგავარ, რომლებიც ამ ადამიანების პოლიტიკიდან წასვლას და პასუხისგებას ითხოვენ იმისთვის, რაც მათ ამ ქვეყანას დამართეს. არ მინდა, ამ ბრძოლაში ცალ-ცალკე დავრჩეთ. ზოგჯერ ცალკეული დეპუტატები ამ თემასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ თუ გვინდა ქვეყანაში იყოს მშვიდობა და რაიმე სხვა იდეებმა გაიხაროს, ქვეყანა არ იყოს დაძაბული, რადგან პოლარიზაციის დროს ნებისმიერი იდეა კვდება.

ქვეყნის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიკაციას, კადრებს, ნიჭიერებას, იმ საქმის სიყვარულს, რასაც აკეთებენ.


ზოგჯერ მე მაოცებს და მაოგნებს იმ ადამიანების გარკვეულ თანამდებობებზე ყოფნა, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რატომ არიან ამ თანამდებობაზე ან რა უნდა გააკეთონ. მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლება სუფთა ადამიანებისგან შედგება და ის არ იტყუება.

ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ეს ავტორიტეტი შეინარჩუნოთ. მე თქვენ ძალიან კარგად გიცნობთ - თქვენს ნიჭიერებაში, პატიოსნებაში, ვაჟკაცობაში და გულმხურვალებაში ეჭვი არ მეპარება”, - მიმართა გიორგი გახარიას ზაზა პაპუაშვილმა.

IPN





კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ
access_time2020-01-25 15:00:06
“სამი წლის წინ ვცხოვრობდით ჩვენთვის მშვიდად, რაც მოგვყავდა...

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა
access_time2020-01-25 13:30:14
  ახალმა კორონავირუსმა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, შეამცირა ინვესტორების ენთუზიაზმი ჩინური საფონდო ბაზრისადმი, რომელიც ბოლო თვეებში სწრაფად იზრდებოდა.   დანაკარგებს ძირითადად ითვლიან სამომხმარებლო ბაზრის მოთამაშეები, ტუროპერატორები, და ავიაკომპანიები.   საფონდო ინდექსი FTSE China A50, რომელიც ასახავს ჩინეთის 50 უმსხვილესი კომპანიის კაპიტალიზაციას, 22 იანვარს შემცირდა 1,7%-ით, რაც არის ბოლო 6 თვის ყველაზე ძლიერი...

საქორწილო ტურიზმი საქართველოში და ყველაზე პოპულარული ლოკაცია უცხოელებისთვის

საქორწილო ტურიზმი საქართველოში და ყველაზე პოპულარული ლოკაცია უცხოელებისთვის
access_time2020-01-25 12:00:29
როგორია საქორწილო ტურიზმი საქართველოში და რა ლოკაციაა ყველაზე პოპულარული უცხოელებისთვის ? - ამ თემაზე ისაუბრეს რადიო კომერსანტზე Malibu Flowers • მალიბუს ყვავილები-ს დამფუძნებლებმა მარიამ კლდიაშვილმა და ლიკა ჯიღაურმა. „ჩვენი კომპანია მოიცავს ქორწილის,როგორც ორგანიზებას, ისე გაფორმებას. ვმუშაობთ დეკორაციაზე, ყვავილებსა და სხვადასხვა დეკორაციაზე,რომლებსაც ჩვენ ვაწყობთ. ასევე ვგეგმავთ და ვაფორმებთ კორპორატიულ ღონისძიებას, ივენთებს,...


მსგავსი სიახლეები

up