ზაზა მამულაშვილი Frontera Resources-ის დირექტორის თანამდებობიდან და ბორდის წევრობიდან მოხსნეს

ზაზა მამულაშვილი Frontera Resources-ის დირექტორის თანამდებობიდან და ბორდის წევრობიდან მოხსნეს

access_time2021-02-17 11:00:05

2020 წლის აგვისტოდან ზაზა მამულაშვილი Frontera Resources Georgia-ს დირექტორისა და დირექტორთა საბჭოს პოზიციაზე აღარ იმყოფება. ამასთან დაკავშირებით კი, რამდენიმე სასამართლო პროცესიც გაიმართა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ინფორმაციას, კომპანიის აქციონერები ავრცელებენ. როგორც ცნობილია, მათ სათავო ოფისიდან მიიღეს ოფიციალური მეილი, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ ამჟამად მენეჯმენტთან დაკავშირებული რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს. აქციონერები კომერსანტთან განმარტავენ, რომ მათთვის სრული ინფორმაციის მიღება ამ ეტაპზე ძალიან რთულია და ფაქტობრივად პროცესები ჩრდილში მიმდინარეობს, რის გამოც თითოეული მათგანი შეშფოთებულია და არ იციან თუ რა ელით მათ ინვესტიციებს.


„აქციონერები ძალიან  აღელვებულები არიან, რადგან არ ვიცით ვკარგავთ თუ არა ჩვენს ინვესტიციებს. ზაზა მამულაშვილსა და ფრონტერას ყველაზე დიდი აქციონერის სტივ ნიკანდროსის ურთიერთობა ყველაზე დიდი შფოთვის საგანია. ნიკანდროსი ჯერ კიდევ ბორდის წევრია და მანამდე დირექტორის პოზიციას იკავებდა,“ - განმარტავს ფრონტერას ერთერთი აქციონერი სტიუარტ მილარდი.


„არავის აქვს სრული ინფორმაცია თუ რა ხდება ამჟამად , ყველა საკუთარ მოსაზრებას ეფუძნება და იმ ცნობებს, რაც პრესაში ვრცელდება. თითქოს გამოცნობანას ვთამაშობთ. ალბათ სანამ სასამართლო არ დასრულდება, არ სურთ საქმის ჩახლართვა ბევრი ინფორმაციის გავრცელებით. აგვისტოდან საქართველოს ფრონტერას საქმიანობაში ზაზა მამულაშვილი აღარ არის, მხოლოდ ეს ვიცით, სხვა მხრივ მდუმარებაა“ - ამბობს კიდევ ერთი აქციონერი დეივ ჰაფსი.


Frontera Resources-მა ყოფილ გენერალურ დირექტორთან ზაზა მამულაშვილთან თანამშრომლობა შეწყვიტა და ის დირექტორთა საბჭოდან გაირიცხა. კომპანიამ ამავდროულად შეიტანა სარჩელი მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. კომპანია აპირებს ასევე გაასაჩივროს ზაზა მამულაშვილისგან დაუმსახურებელი საპასუხო სარჩელი, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ შეიტანა, და ქართული და ამერიკის კანონების ყველა სიმკაცრით შეეცდება მათ აღსრულებას. ფრონტერა ამჟამად ბიზნეს-გეგმის შემუშავების პროცესშია, საქმე ეხება ასევე ახალი მენეჯერული გუნდის ჩამოყალიბებას. დამატებით საინტერესო დეტალებს უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ,“ -  ნათქვამია გავრცელებულ მეილში, რომელიც ფრონტერას აქციონერებმა ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ სათავო ოფისიდან მიიღეს.


„კომერსანტმა“  ინფორმაცია თავად ფრონტერას ყოფილ დირექტორთან გადაამოწმა. ზაზა მამულაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მენეჯერულ საქმიანობაში ჩართული აღარ არის, ის კვლავ რჩება ფრონტერას ყველაზე დიდ აქციონერად და კრედიტორად.

 

„ახლა რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს. მე Frontera resources -ის ყველაზე დიდი აქციონერი და ყველაზე დიდი კრედიტორი ვარ, მაგრამ  ფრონტერას ყოველდღიურ მენეჯმენტში აღარ ვარ ჩართული. ანუ, როგორც კომპანიის ოფიცერი აღარ ვარ. რამდენიმე ათასი აქციონერია სულ ჯამში. ეს ყველაფერი სამუშაო პროცესებზე არანაირად არ აისახება, საქართველოს მიღმა ხდება. რაღაც კომპანიები ემატება , ზოგი  აკლდება, ზოგის ლიკვიდაცია და გაერთიანება მოხდება. ეს ჯგუფი ძალიან ბევრ კომპანიას მოიცავდა. საქართველოში არაფერი  იცვლება, ფრონტერას აქვს სახელმწიფოსთან ხელშეკრულება და ჩვეულებრივ ვითარდება პროცესები, როგორც ადრე. რაღაც ნაწილში ჩამოვცილდი საქმეებს და რაღაც ნაწილში ვრჩები. ისეთ ნაწილში რასაც აქტივი არ აქვს, არ ვარ ჩართული, სადაც არის აქტივები იქ  კვლავინდებურად ვმონაწილეობ. სამუშაოები 24 საათის რეჟიმში გრძელდება ყველგან იქ, სადაც ბოლო 23 წლის მანძილზე კომპანია მოიპოვებს ნავთობს.


სამომავლოდ ვცდილობთ, რომ გავაფართოვოთ და დავამატოთ ახალი მიმართულება „მწვანე ენერგეტიკის“ განხრით. დაახლოებით 150 მილიონიანი პროექტია და 2-3 თვეში გავაკეთებთ განაცხადს,“- განმარტავს ზაზა მამულაშვილი.

 

“ფრონტერა” საქართველოში 1997 წლის შემდეგ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობს. ქართულ საზოგადოებას კომპანია მოულოდნელი განცხადებით ახსოვს. „ფრონტერა“ ამტკიცებს, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის იმდენად დიდი მარაგები აქვს, რომ ენერგორესურსების ექსპორტის დაწყებაც კი შეუძლია.

„ფრონტერას“ ვერსიით, 1997 წლიდან საქართველოში განხორციელებულიინვესტიციის მოცულობა 580 მილიონ დოლარს აღწევს, სახელმწიფო კი ამტკიცებს, რომ თანხა რამდენიმე ასეული მილიონით ნაკლებია.

2019 წლის ზამთარში კომპანიის ქართველი თანამშრომლები გაიფიცნენ 11 თვის განმავლობაში ხელფასის გადაუხდელობის გამო. საბოლოოდ, მათი ხელფასები საქართველოს ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ გაისტუმრა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up