ზაზა გაბუნია: „საქართველოში ანაკლიის პორტი აშენდება“

ზაზა გაბუნია: „საქართველოში ანაკლიის პორტი აშენდება“

access_time2020-01-10 22:28:10

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და ყურადღება სახელმწიფოსა და კონსორციუმის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილა.


„საქართველოს ხელისუფლების ამოცანა იყო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი განეხორციელებია სწორედ კონსორციუმთან ერთად. ამისთვის სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი და თითქმის არაფერი გააკეთა კონსორციუმმა. ჩვენ ამ პროექტს განვუსაზღვრეთ კონსტიტუციური სტატუსი, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს ქონდა და ახლაც აქვს ღრმა ინტერესი და დიდი ძალისხმევა, რათა ეს პროექტი განხორციელებულიყო. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს - სახელმწიფომ 251 ჰა მიწა შეისყიდა და სახმელეთო სამუშაოებისთის გადასცა კონსორციუმს, ხოლო საზღვაო სამუშაოებისთის - 225 ჰა მიწა, 100 მლნ. სუბორდინირებული სესხი იქნა გამოყოფილი და ეს ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ.




სახელმწიფოს მომავალშიც ექნება ვალდებულებები ამ პროექტის მიმართ და სახელმწიფო მომავალშიც პირნათელი იქნება ამ ვალდებულებების შესრულების პროცესში. პროექტი აუცილებლად განხორციელდება და მე ამის საფუძველს მისი კონსტიტუციურობა მაძლევს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.



კომიტეტის თავმჯდომარემ კონსორციუმის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსორციუმს 400 მლნ. მობილიზების ვალდებულება ჰქონდა და მხოლოდ 75 მლნ-ს შეგროვება მოახერხა. მისივე შეფასებით, კონსორციუმის მიერ არ გატარდა ის ძალისხმევა, რაც ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ესაჭიროება
„სახელმწიფო იწყებს შესაბამის პროცედურებს რათა ტენდერზე გავიდეს პროექტი, შესაბამისად პერსპექტივა არის ფართო, დიდი. შესაძლებლობები საკმაოდ მაღალია. ევროკავშირმა ტრანსევროპულ სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრა ანაკლიის პორტი და ესეც მთავრობის და ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.





2021 წელს ევროკავშირში სპორტის სექტორში 1,37 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული

2021 წელს ევროკავშირში სპორტის სექტორში 1,37 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული
access_time2022-09-25 13:00:46
2021 წელს ევროკავშირში სპორტის სექტორში 1,37 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც მთლიანი დასაქმების 0,7%-ს წარმოადგენს. ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირში სპორტში მომუშავე ადამიანების რიცხვი გამოჯანმრთელდა COVID-19-ის პანდემიის დაბლოკვის სიმაღლის პერიოდში (1.37 მილიონი თანამშრომელი 2019 წელს; 1.31 2020 წელს) — აღიშნულის შესახებ EUROSTAT-ი...

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა
access_time2022-09-25 11:00:20
აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.    ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...


მსგავსი სიახლეები

up