ზაზა გაბუნია: კომიტეტის სხდომაზე თბილისისა და რეგიონებისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მივიღეთ გადაწყვეტილებები

ზაზა გაბუნია: კომიტეტის სხდომაზე თბილისისა და რეგიონებისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მივიღეთ გადაწყვეტილებები

access_time2018-11-08 20:02:12

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, სასესხო შეთანხმებებთან დაკავშირებულ ექვს სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელეს.



როგორც ზაზა გაბუნიამ განაცხადა, „რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ იქნა გადაწყვეტილებები მიღებული. რიკოთზე ხევი უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები, სადაც გვირაბები და ხიდები აშენდება. თბილისში „ვეფხვისა და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რაც ქალაქში მოძრაობის განტვირთვისთვის მნიშვნელოვანია. მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები და 300 კილომეტრამდე საგზაო სამუშაოები რეგიონებში“.


საკითხები სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა და კომიტეტის წევრებს სარატიფიკაციო დოკუმენტებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო.


მომხსენებლის განცხადებით, მთავრობამ რატიფიკაციისთვის წარმოადგინა „2014 წლის 9 ივლისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი)“ პირველი ცვლილება“. მისი თქმით, 2014 წლის 9 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი იყო 75 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც ჯამში უნდა მიმართულიყო საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციისთვის - ჯამში ეს არის 200 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია.


გიორგი კაკაურიძის განცხადებით, განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოიქმნა ეკონომია, დაახლოებით 17 მლნ დოლარი, რაც დამატებითი გზების რეაბილიტაციის შესაძლებლობას იძლევა, საუბარია დაახლოებით დამატებით 69 კმ გზის რეაბილიტაციაზე და სწორედ ამ მიზნით შედის ცვლილება თავდაპირველ ხელშეკრულებაში და ამასთანავე ხდება ვადის გაგრძელება. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადა, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 30 სექტემბერამდე, გადადებულია 2020 წლის 30 ივნისამდე. ეკონომიის ჩათვლით, რეაბილიტაცია ჯამში 269 კმ-ს ჩაუტარდება.



მომხსენებლის განცხადებით, შემდეგი ოთხი სარატიფიკაციო დოკუმენტი ერთი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებშია მოქცეული - ეს არის 2010 წლის 21 ივნისს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება 300 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უნდა მიმართულიყო საქართველოს რეგიონებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ პროექტის ფარგლებში გაფორმდა 5 სასესხო ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებდა მეტროს სადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობას, თბილისი-რუსთავის გზის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობას, მესტიის გზის რეაბილიტაციას, ბათუმში ნაპირდაცვითი სამუშაოებს, თბილისის მეტროში უსაფრთხოების კუთხით ელექტროგაყვანილობის სრულ რეაბილიტაციას. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც, ეკონომიის საფუძველზე ხდება ხელშეკრულებების ვადების გადაწევა 2020 წლის 18 ივლისამდე, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები არსებული ეკონომიის - ჯამში 35 მლნ დოლარის შემდგომი გამოყენების თაობაზე.


რაც შეეხება მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი)“, იგი ხევი-უბისას მონაკვეთის დაფინანსებას ეხება. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, იმის გამო, რომ სესხის თავდაპირველი მოცულობა შემცირდა, შესაბამისად მცირდება აღნიშნული სესხის თანადაფინანსებისთვის საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოყოფილი თანხაც, რომელიც დაახლოებით 129,5 მილიონი აშშ დოლარი იქნება.


სესხის ფინანსური პირობებია: სესხის მოცულობა: 255,297,000 ევრო, სესხის ხანგრძლივობა: 26 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 11 წელი), წლიური საპროცენტო განაკვეთი: ცვლადი EURIBOR + 0,7%, 2018წ 4 ივლისის მდგომარეობით EURIBOR-ი შეადგენდა - 2.6996-ს.


სხდომის დასასრულს გაიმართა კენჭისყრა, კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.









"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up