ზაზა ფაჩულია - ზაფხულში გადაწყდება, სად ვითამაშებ

ზაზა ფაჩულია - ზაფხულში გადაწყდება, სად ვითამაშებ

access_time2019-05-26 17:50:14

საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავისადმი მიძღვნილ სპეციალურ სატელევიზიო პროგრამაში საქართველოს პირველ არხთან ზაზა ფაჩულიამ თავის მომავალზე ილაპარაკა.

ზაზა ფაჩულაისდეტროიტ პისტონზთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ამბობს, რომ მისი საკითხი მალე გაირკვევა.

„ამერიკაში 16 წელი ვითამაშე და მინდა, კიდევ ერთი წელი დავამატო. მაგრამ ეს ის დროა, როდესაც ოჯახთან ერთად უნდა დაისვენო და ისიამოვნო, რაც ყველაზე მეტად მაკლია. სატრანსფერო „ფანჯარა“ პირველ ივლისს გაიხსნება და ჩემს მომავალი კლუბის საკითხს შემოთავაზებების მიხედვით გადავწყვეტ“, – ამბობს ფაჩულია.


როდესაც „გოლდენ სტეიტში“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა, ქართველმა კალათბურთელმა საქართველოს დროშა აღმართა – ზაზამ ეს ისტორია და საქართველოს ნაკრებში გამოსვლაც გაიხსენა:

„ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს დღევანდელ დღეს მივულოცავ. როდესაც ამერიკაში ჩავედი, ბევრს ეგონა, რომ ჯორჯია იყო ამერიკის შტატი. ხშირი შემთხვევა იყო, რომ ჩაძიებიან და ამიხსნია, რომ საქართველო ძველი ქვეყანაა დიდი ისტორიით. 16 წლის განმავლობაში რაღაც შედეგს მივაღწიე, მაგრამ ამ კუთხით მუშაობა უნდა გავაგრძელო. საქართველოს ნაკრებში 17 წელი ვითამაშე და ჰიმნზე ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა მქონდა. განსაკუთრებით თბილისის სპორტის სასახლეში რომ ვთამაშობდი. ფუფუნებაში ვიყავი იმ მხრივ, რომ გულშემატკივარი სულ დადიოდა და ბედნიერები ვიყავით. მადლობელი ვარ, რა მოგონებებიც ამ 17 წელიწადში დამრჩა. ეს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება“.


1არხი




„წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა“ - მაკა ასათიანი

„წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა“ - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
access_time2020-07-01 16:45:56
უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელმა ანდრაშ რადომ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ბაზის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ქუთაისის ბაზის ფუნქციონირება, ჩვენ არ ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას. ამ დროისთვის სამომავლო გეგმების დაკონკრეტება რთული იქნება.  შევხედავთ გლობალურ სიტუაციას და ამის მერე მივიღებთ...

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი
access_time2020-07-02 10:00:33
„საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით საკითხი დგას ისე, რომ წამგებიანია და ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, რაც ასე არ არის, ბიუჯეტი არაფერს არ აძლევს, უნდა მოხდეს რეორგანიზება და სამართლებრივად სწორი ფორმა მიიღოს. დღეს არის არამოქნილი, რადგან სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრები არიან და გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ამიტომ გაუგებარი სიტუაციაა. ეს თუ არ გამოჯანსაღდა, ფონდი ვერც პროექტებს ვერ გააჯანსაღებს. ასე ხელაღებით იმის თქმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ უნდა გავაუქმოთ და არ არის საჭირო ორგანიზაცია,...

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-01 15:10:06
2020 წლის 1 ივლისიდან, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში აგროდიზელის ფასმა 1,36 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ქსელში, სავარაუდოდ, 10 ივლისამდე შენარჩუნდება. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ განმარტავს, რომ აგროდიზელის ფასის 20 თეთრით გაძვირების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდაა. კერძოდ, 2020 წლის ივნისის საშუალო საერთაშორისო ფასი ბაზარზე (პლაცი) არის 77%-ით მეტი 2020 წლის აპრილის საშუალო ფასთან შედარებით და 40% მეტი, ვიდრე 2020 წლის...

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-07-01 17:25:50
დღეიდან კომერციულ ბანკებში დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა. სააგენტოს სადაზღვევო პრემიას ბანკები უხდიან. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა დაუდგება, პროცესში დეპოზიტების სააგენტო ჩაერთვება, რომლის ვალდებულებაა, მოქალაქეს საკუთარ დეპოზიტზე არსებული თანხა 20 დღის ვადაში აუნაზღაუროს. ამ შემთხვევაში, დეპოზიტი გულისხმობს ნებისმიერ პოზიტიურ ბალანსს, რაც ანგარიშზე აქვს მოქალაქეს, ეს შეიძლება, იყოს ვადიანი ანაბარი,...


მსგავსი სიახლეები

up