დავოსის ეკონომიკურ ფორუმს  აშშ-თან დაძაბულობის გამო ზარიფი არ დაესწრება

დავოსის ეკონომიკურ ფორუმს აშშ-თან დაძაბულობის გამო ზარიფი არ დაესწრება

access_time2020-01-20 16:30:52

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი არ დაესწრება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც შვეიცარიაში, დავოსში იწყება 21 იანვარს. ამის თაობაზე ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ განაცხადა პრესკონფერენციაზე 20 იანვარს.ყოველწლიური შეხვედრა მიმდინარეობს ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დავოსში ჩასვლა დაგეგმილია.


მუსავის თქმით, ზარიფი დავოსში პირადად იყო მიწვეული და ოთხდღიან შეხვედრას უნდა დასწრებოდა.


„მათ შეცვალეს თავდაპირველი პროგრამა, რომელიც მისთვის ჰქონდათ, და რომელიც შეთანხმებული იყო და სხვა რაღაც მოიფიქრეს“, თქვა მუსავიმ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ვიზიტი აღარ შედგება, განაცხადა მან.



ურთიერთობა ირანსა და აშშ-ს შორის დაიძაბა მას მერე, რაც ტრამპმა აშშ-ს დაატოვებინა 2015 წლის ბირთული შეთანხმება და ირანს ახალი სანქციები დაუწესა.


ორი ქვეყანა ომის პირას აღმოჩნდა მას მერე, რაც აშშ-მა საჰაერო თავდასხმის გზით მოკლა ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, ყასემ სოლეიმანი. ირანმა 8 იანვარს რაკეტები დაუშინა ერაყის სამხედრო ბაზას, სადაც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებული.


რამდენიმე საათში ირანის შეიარაღებულმა ძალებმა უნებლიეთ ჩამოაგდეს უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელში მყოფი ყველა, 176, ადამიანი დაიღუპა. თავიდან ირანი აცხადებდა, რომ კატასტროფა შემთხვევით მოხდა.


რადიო „თავისუფლება“





სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ
access_time2020-09-30 18:55:13
ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილთანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით...

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-09-30 18:05:31
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
access_time2020-09-30 16:00:57
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ...

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე
access_time2020-09-30 15:00:44
შრომის ინსპექციამ, Covid 19-ის საპრევენციოდ არსებული პროტოკოლის დარღვევის გამო ჯარიმასთან ერთად საქმიანობა 5 ობიექტს შეუჩერა. ამასთან, ინსპექციამ 100-მდე ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა. ბექა ფერაძე იმ კრიტიკულ შეუსაბამობებზე საუბრობს, რის გამოც, ინსპექციამ გაზრდილი მანდატის პირობებში, ობიექტის მიმართ ჯარიმის უმაღლესი ფორმა...

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს
access_time2020-09-30 13:30:28
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2537 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2200 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა...


მსგავსი სიახლეები

up