„gino paradise“ პირველ ივნისამდე  2,5 მილიონიან ზარალზე გავა

„gino paradise“ პირველ ივნისამდე 2,5 მილიონიან ზარალზე გავა

access_time2020-05-13 17:00:59

„ზარალი, რომელსაც „gino paradise“ პირველ ივნისამდე, მრავალფუნქციური კომპლექსი დახურვით მიიღებს დაახლოებით 2,5 მლნ ლარს შეადგენს“, - ამის შესახებ კომერსანტს gino ჰოლდინგის მფლობელმა და მმართველმა ნოდარ გიორგაძემ განუცხადა. 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მრავალფუნქციური კომპლექსი სტუმრებს ვეღარ იღებს. ოთხი სეზონის კურორტის 250-ზე მეტი თანამშრომელი ახლა აკვაპარკის გახსნის მოლოდინშია. ნოდარ გიორგაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ კომპანია რთულ სიტუაციაში, შემოსვლის გარეშე დატოვა.

 

„რაც მსოფლიოში ხდება უზარმაზარი ტრაგედიაა არა რომელიმე ქვეყნის, არამედ მსოფლიოსი და ამას განვიცდით ყველა. რეალურად პროცესები უკვე აისახა თითოეული ადამიანის ფინანსურ მდგომარეობაზე. საქართველოში „gino paradise“-ში დასაქმებულია 250 ადამიანია, ირიბად ჩვენ გვყავს დამატებით 200 ადამიანამდე დასაქმებული. საქმიანობაზე კორონავირუსმა რა თქმა უნდა გარკვეული ზეგავლენა იქონია, მაგრამ შევეცადეთ არც ერთი ადამიანი არ გაგვეშვა სახლში, ყველა დარჩა კომპანიაში და ღებულობს განახევრებულ ანაზღაურებას. ეკონომიკურად და ფინანსურად ძალიან ძნელია ამდენი ადამიანი იყოლიო, პლუს ამ საწარმოებს ყველას თავისი ხარჯი აქვს ენერგიის კუთხით, წყალი, გაზი, ელექტროენერგია, მოვლა პატრონობა, დაცვა და ა.შ. ეს ყველაფერი ერთმანეთს, რომ ემატება და შემოსავალი არსაიდან არ არის რა თქმა უნდა ძნელია“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.

 

ქართულ-სლოვაკური კომპანიის „ჯინო ჰოლდინგის“ ინვესტორი აცხადებს, რომ ოპტიმისტია. ბიზნესმენს სჯერა, რომ მდგომარეობა უახლოეს პერიოდში გამოსწორდება და ეკონომიკა აღდგენას თანდათან დაიწყებს, თუმცა ეჭვობს, რომ ეს წელს მოხდება. ნოდარ გიორგაძეს აქვს მოლოდინი, რომ 2020 წლის ზაფხულის სეზონი „gino paradise“-ში არ ჩავარდება.


 

„ყოველთვის ვიყავი და ვარ ოპტიმისტი, მაგრამ ბოლო პერიოდში პრობლემები შემექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ მეტი ინფორმაცია მაქვს და ინფორმირებული ოპტიმისტი რთულად უყურებს საკითხებს. თუ მოგვცემენ მუშაობის საშუალებას და საზოგადოება დამშვიდდება, მჯერა, რომ სეზონი არ ჩავარდება. ჩემს თანამშრომლებს ყველას ვეუბნები, რომ პირველი ივნისიდან აუცილებლად გავლენ სამსახურში, მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ნუ ჩავარდებიან პანიკაში. რა თქმა უნდა კოვიდ-19 მძიმე ვირუსია, მარტივად მას თავს ვერ დავაღწევთ, გარკვეული პერიოდულობით ისევ გამოჩნდება კიდევ , მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, სხვანაირად ვერ ვიარსებებთ, შევძლებთ მთელი ცხოვრება მეტროსა და ავტობუსში 2 მეტრის დისტანციით იყოს ხალხი? ყველას ვეუბნები სიფრთხილე გამოიჩინოს, მანამ ვაქცინა არ შეიქმნება, მაგრამ შიშით ნუ იცხოვრებენ, ყველაფერი დალაგება, მთავრია ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ ნდობა და სიყვარული არ დაკარგონ“, - აცხადებს ნოდარ გიორგაძე.

 

შეგახსენებთ, რომ „ჯინო ფერედაისის“ აკვაპარკი წარმოადგენს  აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ, ხოლო ამიერკავკასიაში – ერთადერთ, მასშტაბურ წყლის ცენტრს უამრავი ატრაქციონით, 31 მეტრიანი ტობოგანით და დახურული და ღია აუზებით.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up