Zara VS H&M - რატომ იზრდება Zara-ს გაყიდვები და მცირდება H&M-ს?

Zara VS H&M - რატომ იზრდება Zara-ს გაყიდვები და მცირდება H&M-ს?

access_time2018-07-11 17:01:39

„დიდი განსხვავება Zara-სა და H&M-ს შორის არის პასუხი იმისა, თუ რატომ იზრდება ერთი კომპანია მუდმივად, ხოლო მეორეს შემოსავლები დღითიდრე მცირდება“ - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას გამოცემა businesinsider-ი და მკვითხველს სთავაზობს ანალიზს, თუ რატომ ხდება ასე. გამოცემის ინფორმაციით, Zara-ს აქვს უნიკალური სტრატეგია კონკურენცია გაუწიოს ახალ ე.წ. fast-fashion ონლაინ მოთამაშეებს, როგორებიცაა ASOS და Boohoo, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ძალიან სწრაფად დანერგონ საკუთარ პროდუქციაში მოდელები და ტენდენციები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი ბრენდების მიერ პოდიუმზე იყო წარმოდგენილი. ეს კი ნიშნავს მომხმარებელს მისცე ძალიან დიდი

არჩევანი უამრავ ახალ პროდუქციას შორის პრაქტიკულად ყოველდღიურად და ამ გზით გაუწიო კონკურენცია ცნობილ ბრენდებს.

 

როგორც გამოცემა წერს, სოციალურმა მედიამ შექმნა თაობა, რომელიც „დამოკიდებულია“ სიახლეზე. „მათ უდნათ ახალი და მათ უნდათ ეს ახლავე“, - აცხადებს მოდის სფეროს ერთ-ერთი ექსპერტი გამოცემასთან ინტერვიუში.

 

მასალში ვკითხულობთ, რომ Zara-მ ამ სტრატეგიას კარგად აუწყო ფეხი და მისი მაღაზია კვირიდან კვირამდე ახალი კოლექციით ახლდება. როგორც ჩანს, ეს მუშაობს კიდეც - მისმა მშობელმა კომპანია Inditex-მა 2017 წელს შემოსავლების 7%-იან ზრდაზე გამოაცხადა და ზრდის ტემპი ნარჩუნდება მიმდინარე წელსაც.


 

ამასობაში კი რა ხდება მის უმთავრეს კონკურენტ H&M-ში? ის ბოლო თვეების განმავლობაში იბრძვის, მაგრამ მისმა პირველმა კვარტალურმა შემოსავალმა 2018-ში 62%-ით იკლო, მეორე კვარტალში კი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

 

როგორც გამოცემასთან მოდის კრიტიკოსი აცხადებს, სიახლის მყისიერი დანერგვა Zara-ში ვიზუალურად შესამჩნევი ხდება ყველა მიმართულებით, კომპანია ხშირად ცვლის მის ვიტრინებზე მანეკენებს და ამასთან, კარგად მუშაობს საიტზეც, სადაც საიტის ვიზიტორს სთავაზობს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კოლაჟებს, რომელიც მყიდველს უღვიძებს მათი შეძენის სურვილს და მაღაზიაში სწრაფად ვიზიტის სურვილს. მისივე განცხადებით, როცა Zara აცხადებს ფასდაკლებას, მას მაღაზიაში არ შეაქვს დიდი რაოდენობით ახალი მოდელები და როცა შეაქვს ახალი მოდელები, მათზე დიდ ფასდაკლებას არ აცხდებს.

 

H&M ამ მიდგომის მსხვერპლია. ერთ დროს fast-fashion-ის მეფედ გამოცხადებული კომპანიის გაყიდვები დიდი წნეხის ქვეშაა ონლაინ მოთამაშეების მხრდიან. შედეგად კი კომპანიას შეექმნა ინვენტარიზაციის კრიზისი, რომლის გაუყიდავი ტანსაცმლის მოცულობამ 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მათ შორის არის როგორც ჩამოფასებული, ასევე სრულიად ახალი პროდუქცია.

bpn


თეგები:
Zara H&M



ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
access_time2018-11-14 18:55:47
ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 ხმით მიიღო. წინააღმდეგ 97 ევროპარლამენტარი წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში დადებითადაა შეფასებული ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს განაგრძოს სტაბილურობის, შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესების...

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია
access_time2018-11-14 19:11:19
იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს ეხმიანება და სრულად ეთანხმება დოკუმენტში ხაზგასმულ ყველა პრობლემასა თუ რეკომედანციას. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება და ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად არ პასუხობს. ქვეყანაში არსებული მწვავე მდგომარეობის ერთ-ერთ სათავეს კი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოში ხედავს. მეტიც, იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი...

ლაშა ქორიძე: საქართველო გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

ლაშა ქორიძე: საქართველო  გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა
access_time2018-11-14 18:00:04
 ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის სრულფასოვან მუშაობას, - ასეთია ვარლეი პარსონს/ადვიზიანის და არგუს მედია ლიმითედის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის პროდუქციაზე უწყვეტი მოთხოვნა იქნება. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე კომპანია „ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი” (SRPC) 3 მილიარდიანი...

ნავთობის ფასი 7%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი ვარდნა გასული 3 წლის განმავლობაში

ნავთობის ფასი 7%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი ვარდნა გასული 3 წლის განმავლობაში
access_time2018-11-14 15:46:18
ნავთობის ღირებულება 7%-ით, $55.69-მდე შემცირდა, რაც 2015 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა. ასევე ნიშანდობლივია, რომ 1983 წლის შემდეგ პირველად, როდესაც შავი ოქროს ფასი ზედიზედ 12 დღის განმავლობაში უფასურდება. ოქტომბრის დასაწყისში 1 ბარელი ნავთობის ფასმა $76-ს მიაღწია, რასაც ვარდნა მოჰყვა. ანალიტიკოსების შეფასებით, ვარდნის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მიზეზი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია, რომელიც 4 ნოემბრიდან...

საბანკო სექტორისთვის რეგულაციები 1-ელ იანვრამდე გადაიდო

 საბანკო სექტორისთვის რეგულაციები 1-ელ იანვრამდე გადაიდო
access_time2018-11-14 16:01:02
ახალი რეგულაციები, რომელიც კომერციული ბანკებისთვის ხვალიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადაიდო და მთლიანი საფინანსო სექტორისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ. შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან უნდა შესულიყო ძალაში, მხოლოდ საბანკო სექტორზე ვრცელდებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით კი, ისინი არასაბანკო ორგანიზაციების რეგულაციებთან ერთად, მომავალი წლის პირველი იანვრიდან...


მსგავსი სიახლეები

up