„ზამთრის ტურიზმი ბევრად ძვირია, ქართველი ამ სეზონზე დასვენებას ვერ შეძლებს“

„ზამთრის ტურიზმი ბევრად ძვირია, ქართველი ამ სეზონზე დასვენებას ვერ შეძლებს“

access_time2020-11-17 14:30:14

„ზამთრის ტურიზმი ბევრად ძვირია, ამიტომ ზამთარში ჩვენი მოქალაქე კურორტებზე  ვერ შეძლებს დასვენებას,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა ისაუბრა.


მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ კურორტის გახსნა ამ პირობებში უსაფრთხო არ არის  და ამის მაგალითად ბათუმი მოჰყავთ. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ზამთრის კურორტები აუცილებლად უნდა გაიხსნას, რადგან ისედაც საზღვრებ ჩაკეტილ მოსახლეობას შიდა ტურიზმი და სპოტული აქტივობები აუცილებლად სჭირდება. გარდა მაგისა, ფინანსურად ზამთრის კურორტების მოსახლეობა სწორედ ამ სეზონზეა დამოკიდებული. თუმცა ვატო ასათაშვილი სეზონის გახსნაში ფინანსურ სარგებელს ვერ ხედავს.



„დღეს მთავარი პრობლემაა ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა. ტურიზმზე საუბარი ზედმეტიც კია, ქვეყნის შიგნით შემოსავლები არ გვაქვს. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა უკავშირდება არასწორ გათვლებს და ბაქი-ბუქს მთავრობის მხრიდან, რომ საერთაშორისო ბაზრებისთვის ჩვენი ქვეყანა გაიხსნებოდა. ამისთვის სარეკლამო კამპანიებიც კი ჩაატარა ხელისუფლებამ. ვერაფერში გამოვიყენეთ მწვანე ზონის სტატუსი, ისე შევედით მეორე ტალღაში. ფიზიკურად გაზაფხულის სეზონმა ვერ იმუშავა, შიდა ტურიზმით შემოსულმა თანხებმა ბიზნესის საოპერაციო ხარჯებიც ვერ დაფარა.

ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ ზამთრის საკურორტო სეზონი საერთოდ ვერ იმუშავებს. ყველაზე ოპტიმისტურად 2021 წლის ზაფხულის მოლოდინი მაქვს, მაგრამ  ეს მაჩვენებელი ბოლო 2-3 წლის მაჩვენებელს ვერ დაეწევაცოტა რაოდენობით შეიძლება იყოს დამსვენებელი მთის კურორტებზე, მაგრამ მინიმალური დანახარჯებით. ისიც არ ვიცით როგორი რეგულაციებით იქნება დასვენების პროცესი, შეიძლება თუ არა საბაგიროებზე დაჯდომა, მაგრმ ფაქტი ერთია, ზამთრის სეზონი - იქნება მკვდარი,“ - ამბობს ვატო ასათაშვილი.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up