რა გამოწვევის წინაშეა ზამთრის კურორტები

რა გამოწვევის წინაშეა ზამთრის კურორტები

access_time2021-10-17 10:00:12

საქართველოში მთის კურორტებზე, 2021-2022 წლების ზამთრის სეზონისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შევიდა. გუდაურში, ახალი ქარსაფარი ზოლი მოეწყო, რომლის დანიშნულებაა, შეამციროს ქარის ინტენსივობა სასრიალო გზების სიახლოვეს და უზრუნველყოს თოვლის საფარის შენარჩუნება.


სექტორს ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით იმედიანი განწყობა აქვს, მიზეზი ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში უკვე არსებული ჯავშნებია. მათი მოლოდინით, საშუალო დატვირთულობა იქნება 35%-ის ფარგლბში. 


სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიაში, HSC Group-ში, ამბობენ, რომ წინასწარი მოთხოვნა ზამთრის კურორტებზე მზარდია და შეიძლება ითქვას, 60%-მდეა შევსებული.


თუ დროულად არ გაიხსნა სათხილამურო ინფრასტრუქტურა და სეზონი, მაშინ ჯავშნებიც გაუქმდება და როგორც ეს 2020 წელს იყო, კურორტები ცარიელი შეხვდება ზამთარს. ჩვენს სასტუმროებს რეგიონების მიხედვით თუ დავყოფთ სვანეთში ზაფხულმა კარგად იმუშავა - 70%-მდე დატვირთვით, გუდაურში 55%-65%, თბილისში კი 90%-იანი დატვირთვით დავხურეთ სეზონი, - განმარტავს HSC Group-ის დირექტორი გიორგი დოლიძე.

იგივე პოზიცია აქვს მცირე და საოჯახო სასტუმროების მფლობელებსაც. ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი მანანა ცირამუა დარწმუნებულია, რომ თუ საბაგიროები ჩაირთვება, ამით მოქალაქეთა ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებს. მისი აზრით, სუფთა ჰაერი დაბალ ტემპეტატურაზე ინფექციის წყარო არ არის. საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციაში კი დეტალურად გვიხსნისნ, რატომ არაა საშიში თხილამურებით სრიალი ინფექციის გავრცელების მხრივ. 


ზამთრის კურორტზე სრიალი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო აქტივობაა პანდემიის პირობებში. მოთხილამურისა და სნოუბორდესრის (შემდგომში - „მოსრიალე“) სტანდარტული ეკიპირება შედგება:

  • სათხილამურო სათვალისაგან, რომელსაც ხმარობენ ექიმები კოვიდ პაციენტებთან ურთერთობისას;
  • ბაფისგან (იგივე პირთბილა, იგივე ე.წ. მრავალჯერადი პირბადე)
  • წყალგაუმტარი შარვლის ან კომბინიზონისგან, რომელიც მჭიდროდ ეკვრის სათხილამურო ან სნოუბორდის ბათინკს
  • წყალგაუმტარი ბათნკისაგან
  • ყალგაუმტარი ქურთუკისაგან, რომელიც ეფარება ზევიდან შარვალს ან კომბინიზონს,
  • წყალგაუმტარი ხელთათმანებისაგან
  • ჩაფხუტისაგან, რომელიც იცავს თავს

გარდა ამისა, სამთო-სათხილამურო სპორტით დაკავებული ადამიანები სრიალის პროცესში ერთმანეთისგან მინიმუმ 20მ დისტანციით მაინც იმყოფებიან, პრაქტიკულად ნულის ტოლია ამ დროს ვირუსის გავრცელების შანსები. აქვე აღნიშნულია, რომ რადგან საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არის ღია ტიპის საბაგიროები, მათი მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში ნაკადის რეგულირების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია უსაფრთხოდ სრიალი და საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ნების გამოჩენა და გადაჭრის გზებზე ფიქრი. პეტიციის ავტორთა თქმით, შემოსილი მოსრიალე გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც კარანტინში მომუშავე მედპერსონალი. ასე რომ წელს საბაგოროების ჩართვა და სათხილამურო სეზონის დაწყება არ უნდა დაგვიანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით მთელი ტურისტული სექტორი, - განუმარტეს კომერსანტს საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციაში. 


შეგახსენებთ, შარშან ზამთრის კურორტებმა 16 მილიონი ლარით იზარალეს.  



ცნობისთვის, 2021 წლის სეზონზე ზამთრის კურორტებმა უპრეცედენტოდ მცირე ოდენობის სტუმარი მიიღო. 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე ოთხი კურორტიდან (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) ყველაზე მეტ სტუმარს გუდაურმა უმასპინძლა. წელს გუდაურის სათხილამურო არეალს 83055 ვიზიტორი ესტუმრა. მეორე ადგილზეა ბაკურიანი, სადაც 35166 დამსვენებელმა დაისვენა, გოდერძის ეწვია 7262 სტუმარი, ხოლო მესტიას (თეთნულდი, ჰაწვალი) 8700 ვიზიტორი სტუმრობდა.


2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) 134183 ვიზიტორი დაფიქსირდა მთაზე, ხოლო გაყიდული ბელეთების რაოდენობამ (ყველა კატეგორია) 78462 შეადგინა.


2021 წლის სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი 8 მარტს გაიხსნა და აპრილის ბოლოს დაიხურა: გუდაურის შემთხვევაში 25 აპრილამდე გაგრძელდა, დანარჩენ კურორტებზე კი ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიხურა.



ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up