ზამთრის სეზონზე ბაკურიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დამატებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ზამთრის სეზონზე ბაკურიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დამატებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

access_time2020-08-10 13:00:00

ბაკურიანში ზამთრის სეზონზე სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, ორი პროექტით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.



უკვე შესრულებულ სამუშაოებს და კურორტზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია.



,,ბაკურიანში ჩვენ გვყავს ორი კონტრაქტორი, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქციური დავალება აქვს. ეს არის ჭაბურღილების დამატება- დაახლოებით 5 ჭაბურღილს ვამატებთ, ხოლო მეორე კონტრაქტორი ძველი სათავე ნაგებობების რეაბილიტაციასა და ახლის მშენებლობას ახორციელებს. ასევე, ზემოთ მდებარე ხევებიდან ამ სათავე ნაგებობაში იკრიბება წყალი, რომელიც აქამდე იკარგებოდა. სამუშაოებს დაახლოებით ოქტომბერში დავასრულებთ, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დღეს არსებული დებიტი, რაც გვაქვს ბაკურიანში, იმის გათვალისწინებით, რომ აქ მიმდინარეობს აქტიური განაშენიანება და გათოვლიანების დამატებითი სისტემები მონტაჟდება, ეს პროექტები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სრულად უზრუნველვყოთ კურორტის მოთხოვნები. ანალოგიური სამუშაოები გვაქვს გუდაურში, სადაც ორი კონტრაქტორი გვყავს და იქაც ვამატებთ ჭაბურღილებს. ასევე, ხორციელდება ძველი სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია, დამატებით გვაქვს ხელოვნური ტბა და ჯამში ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გუდაურში სასტუმროები და ასევე, ხელოვნური გათოვლიანება სრულად იქნება უზრუნველყოფილი წყალმომარაგებით. საკურორტო ზონებში სწრაფად იზრდება განაშენიანება, ემატება სასტუმროები, კომერციული ობიექტები, იზრდება დამსვენებელთა რაოდენობა, რაც მოითხოვს უფრო მეტი წყლის მოხმარებას. შესაბამისად, საჭიროა დღეს არსებული წყლის სისტემა უფრო მეტად გამართული იყოს და მეტი რესურსი ჰქონდეს, რომ ამ მზარდ მოთხოვნას გაუძლოს ‘’-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა ბაკურიანში მიმდინარე სამუშაეობის დათვალიერების შემდეგ.




ამ დროისთვის, ბაკურიანს წყალი უწყვეტად მიეწოდება. თუმცა, მშრალმა კლიმატმა, ინფრასტრუქტურული ობიექტების, დამსვენებლებისა და ტურისტების მკვეთრმა ზრდამ გასული ზამთრის სეზონზე წყლის დებიტის სიმცირე გამოიწვია და კურორტს წყალმომარაგების მიწოდება შეუზღუდა.



სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ამ დროისთვის, წყალმომარაგება–წყალარინების 5 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს: აბასთუმნის წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, კურორტ აბასთუმნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობა. ქალაქ ვალეს და დაბა ადიგენის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება – 23,018,818 ლარია.




თეგები:
ბაკურიანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up