ზამთრის სეზონს ზემო სვანეთი წელსაც წყლის, ელექტროენერგიის, გზების და ამბულატორიების პრობლემებით ხვდება

ზამთრის სეზონს ზემო სვანეთი წელსაც წყლის, ელექტროენერგიის, გზების და ამბულატორიების პრობლემებით ხვდება

access_time2018-12-06 15:30:00


22 დეკემბერს მესტიაში ზამთრის სეზონი ოფიციალურად იხსნება. როგორც მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმაკომერსანტსგანუცხადა, მთის კურორტი ტურისტებს მომზადებული ხვდება. დამსვენებლებს ჯამში 7 საბაგირო მოემსახურება. კერძოდ, მესტია-ჰაწვალის მიმართულებით სამი საბაგირო, ხოლო თეთნულდის მთაზე ოთხი საბაგირო იმოძრავებს. გარდა ამისა მესტიაში ბავშვებისთვის ორი საბაგიროა მოწყობილი. თუმცა მესტიის მერი აცხადებს, რომ რეგიონში არსებული საბაგიროები და სასრიალო ტრასები არასაკმარისია, ეს კი ტურისტების მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

 

კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, მომავალი წლისთვის საბაგიროების რაოდენობის ზრდა მესტიასა და მულახში მოხდება, თუმცა ამ ეტაპზე მათი ოდენობა უცნობია. ამასთან გარდა საბაგიროებისა, მესტიაში სასრიალო ტრასებიც მზადაა. ტრასებთან ერთაად ტურისტების მისაღებად მომზადებული და აღჭურვილია ყველა სასტუმრო.

 

„სვანეთში არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო თოვლი მოდის. მთის კურორტებიდან ერთადერთია, სადაც ხელოვნური გათოვლიანების საჭიროება არ დგას და თოვლის საფარიც 5 თვის განმავლობაში ხარისხიანია,“ - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.




 

კომერსანტი“ მესრიის მერს მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა ინფრასტურქტურული პრობლემებზეც ესაუბრა. 


როგორც კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა, ელექტროენერგიის პრობლემა, მესტიასა და მასში შემავალ სოფლებში, ფაქტობრივად, მოგვარებულია, მხოლოდ  ორი სოფელია - ჰეშკილი და ხალდეა, რომლებსაც დენი არ მიეწოდება.



„ხალდე და ჰეშკილი ტურისტულად მიმზიდველი ხდება და საქართველოს მთავრობამ ამ ორი სოფლის ელექტროფიკაცია მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინა და ორივე მათგანი ერთად მილიონ ლარამდე ჯდება,“ - აღნიშნა კახა ჟორჟოლიანმა.


 

„კომერსანტთან“ საუბრისას მესტიის მერი ზემო სვანეთის ყველაზე დიდ პრობლემად წყლის სისტემებს და შიდა გზებს ასახელებს. როგორც კახა ჟორჟოლიანი აცხადებს, სწორედ წყლის პრობლემა იწვევს მუნიციპალიტეტში შიდა გზების არარსებობას, რადგან  ჯერ წყლის სისტემების მოწესრიგება უნდა მოხდეს.

 

ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში160 სოფლიდან საიდანაც ერთ-ერთი დაბა მესტიაა, 145 სოფელში სოფლის პროგრამით წყლის სისტემები ინდივიდუალურად არის მოწყობილი. მერის განცხადებით, ინდივიდუალური წყალმომარაგების ნაცვლად მესტიაში ცენტრალური წყალმომარაგების სისტემები უნდა მოეწყოს და ამაზე „აზიის განვითარების ბანკთან“ მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, კახა ჟორჟოლიანი ზემო სვანეთში წყლის სისტემების მოწესრიგების ზუსტ დროს ვერ ასახელებს, მაგრამ აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარებას 145 მილიონ ლარზე მეტი სჭირდება.


რაც შეეხება შიდა გზების პრობლემას, საერთო ჯამში ზემო სვანეთში 800 კმ-ზე მეტი შიდა გზაა მოსაწესრიგებელი, რაც მილიონი ლარი ჯდება.


კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ზემო სვანეთში შიდა გზების პრობლემა დგას. მაგალითად, მესტიაში მერიას შიდა გზებზე 10 მილიონი ლარის პოექტი აქვს მომზადებული. კახა ჟორჟოლიანის თქმით, დაბა მესტიაში წყლის სისტემები მოწესრიგებულია და გზების დაგებაც თავისუფლადაა შესაძლებელი, რაც პერიოდულად მიმდინარეობს.


 

„კომერსანტი“ მერს ამბულატორიების შესახებაც ესაუბრა, რაც მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად პრობლემატურ საკითხად რჩება. კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, წლევანელ ზამთარს ზემო სვანეთი ერთი ცენტრალური საავადმყოფოთო და ორი სასწრაფო დახმარების მანქანით, ასევე სოფლის ექიმებით ხვდება. ჯამში ზემო სვანეთში 16 ამბულატორიაა, თუმცა აქედან გამართულად მხოლოდ 4 ამბულატორია მუშაობს.


ფიქრობთ თუ არა ახალი ამბუალტორიების დამატებას?


დამატებაზე არა, არსებულის გამართვაზე ვმუშაობთ, რათა მათ შესაბამისი აღჭურვილობა ჰქოდეთ. თუმცა სათხილამურო ზონებში ჰაწვალსა და თეთნულდზე დამატებითი თანამედროვე დამხმარე აღჭურვილობით სამედიცინო პერსონალი დგას.

 

რაც შეეხება  მესტიის მუნიციპალიტეტში, ზურულდზე „კავკასიის მთის ცენტრის“ მშენებლობას, როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, იგი 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება. „კავკასიის მთის ცენტრში“ კავკასიელი ალპინისტების მუზეუმი იქნება, სადაც მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია და ისტორია განთავსდება. 


„დაპროექტება დასრულებულია და ახლა სამშენებლო ადგილის გამოსყიდვაზე უნდა გადავიდეთ და მომავალ წლის გაზაფხულზე მშენებლობის ეტაპი დავიწყოთ,“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.


შეგახსენებთ, მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა „კავკასიის მთის ცენტრის“ შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის ივლისში, საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მესნერი, წლებია, იტალიის ალპებში მთის მუზეუმების ქსელს ავითარებს და „კავკასიის მთის ცენტრი“ სწორედ, ამ ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.


ცნობილი ალპინისტი, 2017 წელს გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ქართულ მთებს სივრცითი დაგეგმარების ექსპერტებთან დამთის კურორტების განვითარების კომპანიისწარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


რაინჰოლდ მესნერის თქმით, პროექტი დიდი შესაძლებლობაა, რომ საქართველო მოექცეს მსოფლიო ალპინიზმის ყურადღების ცენტრში, რისი პოტენციალიც ქვეყანას ნამდვილად გააჩნია.


მთავრობის ყოფილი მეთაურის შეფასებით, „კავკასიის მთის ცენტრიიქნება მნიშვნელოვანი ბიძგი მთამსვლელებისთვის და საქართველოში ამ მიმართულების სამომავლო განვითარებისთვის. როგორც კვირიკაშვილი აცხადებდა, ეს იქნება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში
access_time2019-06-26 18:30:58
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია. „ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში. როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება - ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება -  ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს
access_time2019-06-26 16:45:37
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასოციაციის რიგით მეექვსე ყრილობაზე მიღებული განცხადებით გამოეხმაურა. ასოციაციის მე-6 ყრილობა 25 ივნისს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვა მმართველი ორგანოების წევრები იქნენ...

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებას აფხაზეთში

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული  ურთიერთობების  გამწვავებას აფხაზეთში
access_time2019-06-26 20:00:15
რუსეთ და საქართველოს შორის მორიგი გამწვავება  დიდ ინტერესს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და ალბათ ფარისევლობა იქნება იმის თქმა, რომ ეს ამბავი ვინმეს ეწყინა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი შეიძლება შეფასდეს როგორც „დაიმსახურეს და მიიღეს“. - წერს ekhokavkaza.  (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად...

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში  ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“
access_time2019-06-26 16:00:06
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბევრი რამე შეიცვლება“- ასეთ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“ — სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი -ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე. როგორც პაპაშვილი განმარტავს, ასოციაცია...

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება
access_time2019-06-26 15:00:58
რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის ტრანზიტის ცენტრი. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სტეპან პაიასლიანის თქმით, ავიაკომპანიებს შორის უკვე დაიწყო შესაძლებელი ვარიანტების განხილვა. „მაგალითად, შეიძლება რუსეთიდან თვითმფრინავით ჩასვლა ერევანში, იქედან კი უფასო ავტობუსით თბილისამდე და პირიქით. ასევე...


მსგავსი სიახლეები

up