დეკემბერში, გუდაურში პირველი ბრენდული სასტუმრო, Best Western Gudauri იხსნება

დეკემბერში, გუდაურში პირველი ბრენდული სასტუმრო, Best Western Gudauri იხსნება

access_time2019-11-07 14:00:05

საქრთველოში  Best Western Hotels & Resorts-ის ქსელში შემავალი მეშვიდე სასტუმრო მიმდინარე წლის დეკემბერში გუდაურში გაიხსნება. აღსანიშნავია , რომ Best Western Gudauri იქნება პირველი ბრენდული სასტუმრო გუდაურში, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც ქსელის, ასევე ყველა საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმროს მეპატრონემ გიორგი კვიწინაშვილმა განუცხადა. 


„Best Western Gudauri ეკონომ-კლასის სასტუმროა, რომელიც იდეალურადაა მორგებული აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის. სასტუმროს აქვს თავისი თხილამურების გაქირავების პუნქტი, გათვალისწინებულია ტრანსფერი სათხილამურო ტრასებამდე, სპა ცენტრი და ღია ჯაკუზების ვერანდა. ასევე იდეალური გარემო იქნება შექმნილი საქმიანი შეხვედრებისთვის, რადგანაც საქმიანი ტურიზმის განვითარება ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს. სასტუმროში წარმოდგენილია  ასევე ერთი რესტორანი 200 კაცზე, თავისი ბარით და საკონფერენციო დარბაზი 100 კაცზე.“ - ამბობს გიორგი კვიწინაშვილი.


Best Western Gudauri-ს პროექტის საინვესციტიო მოცულობა 5 მილიონ ლარს შეადგენს.სასტუმროს მშენებლობა  2018 წლის აგვისტოში დაიწყო და წელს დეკემბრის თვეში გაიხსნება. 


 



დღეისათვის Best Western Hotels & Resorts-ის  ქსელს (რომელიც თავის თავში აერთიანებს 100-ზე მეტი ქვეყნის 4700-ზე მეტ დამოუკიდებელ სასტუმროს) გააჩნია 16   სხვადასხვა სახეობის ბრენდი, რომლებიც ითვალისწინებს თითქმის ყველა კატეგორიის (მათ შორის ლაქშერი და ბუტიკ კატეგორია) და კონცეფციის სასტუმროებს. 


საქართველოში Best Western Hotels & Resorts-ის ოფიციალურმა  წარმომადგენელმა,  კომპანია Capitol HPS-ს დირექტორმა გოჩა ჯაიანმა „კომერსანტთან“ განმარტა, რომ Capitol HPS-ის მთავარი  მიზანია მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი აღნიშნული ქსელის განვითარებას საქართველოში, განსაკუთრებით კი მის რეგიონებში. ამასთან ერთად კომპანია აქტიურად არის ჩართული საქართველოში ტურიზმისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში.  კომპანიის Capitol HPS დაფუძნდა 2016 წელს და  „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“-ს შემადგენლობაში შედის, რომელშიც კომპანიის გარდა გაერთიანებულია ყაზახური ინვესტიციების მოზიდვით შექმნილი სხვადასხვა პროფილის (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, დეველოპმენტი, მენეჯმენტი, ტურიზმი და ა.შ.) კომპანიები.  


მისივე  პროგნოზით, Best Western Hotels & Resorts-ის ქსელში გაერთიანებული სასტუმროების რაოდენობა 2021 წლის ბოლომდე საქართველოში 12-ს, ნომრების ჯამური რაოდენობა კი დაახლოებით 750-ს მიაღწევს.

 

 მარიამ მორგოშია




„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში სადაც საუკეთესო, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი და უგემრიელესი ხილი მოდის, მაგრამ განსაკუთრებულია ხაშმის საფერავი, როგორც განუმეორებელი შავი ღვინო. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...

„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი
access_time2020-04-07 14:00:16
„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს,რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის. „ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს...


მსგავსი სიახლეები

up