გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადები, გერმანიის მოქალაქეებმა შესზღუდვები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით გაიზრდება.
„ზამთრის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიის მესამე ტალღას მივიღებთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
26 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. გერმანიაში 2 ნოემბრიდან ე.წ. რბილი ლოქდაუნის რეჟიმი მოქმედებს. რესტორნები, ბარები, თეატრები, ფიტნეს-კლუბები, საცურაო აუზები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები დაიხურა. ამასთანავე, საბავშვო ბაღები, სკოლები, საპარიკმახეროები და მაღაზიები (ჰიგიენისა და სოციალური დისტანცირების წესების დაცვის პირობით) მუშაობას განაგრძობენ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1 067 473 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 16 636 ადამიანი გარდაიცვალა.
imedinews.ge