ზალკალიანი: რუსეთთან ფრენები რაც უფრო სწრაფად აღდგება, მით უკეთესი

ზალკალიანი: რუსეთთან ფრენები რაც უფრო სწრაფად აღდგება, მით უკეთესი

access_time2019-10-10 12:48:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, რუსეთთან ფრენების სწრაფად აღდგენა ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება.


"რაც უფრო სწრაფად აღდგება, მით უკეთესი საქართველოსთვის, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის. მე ეს პოზიცია დავაფიქსირე ნიუ-იორკში შეხვედრის დროს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, არც ერთი რუსი მოქალაქის მიმართ არც ყოფილა ძალადობის, არათუ შეურაცხყოფის შემთხვევა,"-თქვა ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ.


მინისტრის თქმით, ფრენების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის ტურიზმისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.


"ეს არის ორმხრივად ხელსაყრელი და ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ბარიერი ურთიერთობებში. სადაც ადვილად შეიძლება ბარიერის მოხსნა, უნდა იყოს მოხსნილი,"-თქვა ზალკალიანმა.



ცნობისთვის, რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა 7 ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლოა უახლოეს მომავალში აღდგეს. მისივე თქმით, რუსული მხარე საბოლოოდ და კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს, რომ ქართული აეროპორტები უსაფრთხოა. ასევე იმაში, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრებათ.


ცნობისთვის, 25 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი აზრით საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს. განცხადების მეორე დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ნიუ-იორკში ერთმანეთს შეხვდნენ.


ოპოზიცია ამბობს, რომ ფრენების აკრძალვამ საქართველოს ზიანი ვერ მიაყენა, სწორედ ამიტომ დაიწყო რუსეთმა მის აღდგენაზე საუბარი. "ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის ცნობით, ეს იმის დამსახურებაა, რომ ევროკავშირიდან ტურისტების ნაკადი გაიზარდა.


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში.


ტაბულა





ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

საბანკო რეგულაციების შერბილება 1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს

საბანკო რეგულაციების შერბილება  1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს
access_time2020-02-26 16:30:38
2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. „შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ იმ ცვლილებების...

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა
access_time2020-02-26 15:30:18
2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება 12 კომპანიას გადაუვადდა. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯამში, 63 584 136 ლარის სანივესტიციო ვალდებულება გადავადდა.დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულება შპს „იტონგკავკასუსს“ აქვს. მას საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ინვესტიციის განხორციელება ევალება. საუბარია, ჯამში, 30 000 000 ლარის ინვესტიციაზე. რაც შეეხება სხვა...

HUB Georgia გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“

HUB Georgia  გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“
access_time2020-02-26 14:30:44
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა, რომ „დღეს საქართველო სატრანზიტო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით - ღია, კონკურენტული ბაზარი“. გიორგი გახარიას HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე  „კომერსანტთან“ პასუხობს. „პრემიერი სატრანზიტო პოტენციალის...

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება
access_time2020-02-26 13:30:55
2019 წლის ბოლოს „Marriott International“–სა და საქართველოს კერძო კომპანიებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა,რომლის თანახმადაც,2022 წელს ქალაქ ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება. პროექტის ინვესტორი კომპანია „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“-ა, ხოლო სასტუმროს დეველოპმენტს ჯგუფის შვილობილი კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up