ზალკალიანი: „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენების ახალ ფანჯარას ხსნის ქვეყნის დეოკუპაციისთვის  მშვიდობიანი ბრძოლისთვის

ზალკალიანი: „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენების ახალ ფანჯარას ხსნის ქვეყნის დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი ბრძოლისთვის"

access_time2021-02-20 17:35:21

2021 წლის 20 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით წარსდგა, სადაც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე, მათ შორის ოკუპაციის საკითხზეც ისაუბრა.
ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან და მის შედეგებთან დაკავშირებით მიღებულ, ისტორიულ გადაწყვეტილებზე, რომლის ფარგლებშიც სტრასბურგის სასამართლომ იურიდიულად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი და რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში, როგორიცაა: წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა; მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დარღვევა; სიცოცხლის უფლების ხელყოფა და ეთნიკური წმენდა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველა სახელმწიფო უწყებისა და სამოქალაქო საზოგადოების 12 წლიანი ერთიანი ძალისხმევის შედეგად დადგა," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენების ახალ ფანჯარას ხსნის ჩვენი ქვეყნისთვის, რათა საქართველოს ბრძოლა დეოკუპაციისა და მშვიდობისათვის დაფუძნებული იყოს მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე. მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ იქნა ინფორმირებული საერთაშორისო თანამეგობრობაც. ეს საკითხი წამოწია სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, როგორიცა - ეუთოს მუდმივ საბჭოსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე. ამასთან, მას გამოხმაურნენ აშშ-ი, ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ლატვია, ლიეტუვა, ნატო და სხვა საერთაშორისო პარტნიორები. მათ ხაზი გაუსვეს რუსეთის ფედერაციის, როგორც საოკუპაციო ძალის, პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა იმ ძალისხმევაზე რასაც სახელმწიფო ეწევა იმისათვის რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო თანამეგიბრობის დღის წესრიგში, ამ მხრივ მან მნიშვნელოვანი უწოდა ბოლო ორი თვის განმალობაში რუსეთთან ურთიერთიბის პროცესში საქართველოს საკითხის წამოწევის ფაქტს - ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგბელის და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან.
მისი თქმით, მუდმივ რეჟიმში ხდებოდა პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკის და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების, საქართველოს მოქალაქეების გატაცების/უკანონო დაკავებების, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებზე, ასევე რუსეთის მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ.
ხდებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების გამოყენება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების დაყენებისა და საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მიზნით, მათ შორის აშშ-თან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, დიდი ბრიტანეთთან, ასევე გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ნატოს და სხვა ფორმატებისა და ფორუმის ფარგლებში.

„გრძელდებოდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით და მისასალმებელია, რომ აშშ-ის 2021 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში (პრეზიდენტმა ხელი 2020 წლის 27 დეკემბერს მოაწერა) კვლავაც ჩაიდო ფინასური სანქციები იმ ქვეყნების მთავრობების წინააღმდეგ, რომლებიც დაარღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებენ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას," - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.


დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებზე და კვლავ ხაზი გაუსვა ამ ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების და დეოკუპაციის საკითხზე რუსეთ-საქართველოს საუბრის მთავარ პლატფორმას წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.

„მომავალშიც საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების შეკავებისა და აღკვეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის, კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისა და ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით," - განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური გამოყენებისკენ რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გამოცოცხლებისა და მისი აქტუალიზაციისაკენ. ამასთან, მუშაობა გაგრძელდება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისა და სიაში შემავალ პირებზე სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემზღუდავი ზომების დაწესებისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად, არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაციისა და საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებისთვის.

მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს აფხაზი და ოსი თანამემამულეებისთვის ყველა იმ სიკეთისა და შესაძლებლობების გაზიარების პრიორიტეტულობა, რაც საქართველოს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მისი თმით „საქართველო დაინტერესებულია დიალოგით აფხაზ და ოს თანამემამულეებთან, რათა მათ გაათვითცნობიერონ, ის შესაძლებლობების ფანჯარა, რასაც მათ ჩვენგან თანაცხოვრება უხსნის. მაგრამ არა იმ ფუნდამენტური საკითხების ხარჯზე, რომელიც დაკავშირებულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სულად შესრულების საკითხთან" - განაცხადა მან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up