ზაფხულში SkyUp Airlines-ი თბილისსა და ბათუმში უკრაინის 5 ქალაქიდან მოახდენს ოპერირებას

ზაფხულში SkyUp Airlines-ი თბილისსა და ბათუმში უკრაინის 5 ქალაქიდან მოახდენს ოპერირებას

access_time2021-03-01 11:00:00

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების განახლებას აანონსებს.

SkyUp Airlines-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კიევიდან, ხარკოვიდან, ლვოვიდან, ოდესადან და ზაპოროჟიედან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შეასრულებს რეისებს.

როგორც SkyUp Airlines-ის მიერ Facebook–ის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა

კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე SkyUp Airlines-ი სიხშირეების რაოდენობას კვირაში 10-მდე გაზრდის.

რაც შეეხება ავიაკომპანიის ფრენების გეგმებს ის ასე გამოიყურება:

კიევი-ბათუმი-კიევი – 21 მარტიდან SkyUp Airlines-ი კვირაში ერთი სიხშირით (კვირა) მოახდენს ოპერირებას, ხოლო 1-ელი აპრილიდან 2 სიხშირით (ხუთშაბათი და კვირა), ხოლო ზაფხულიდან ფრენები ყოველდღიური გახდება.

ლვოვი-თბილისი-ლვოვი – SkyUp Airlines-ი ფრენებს 28 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით (ოთხშაბათს და შაბათს) შეასრულებს.


ლვოვი-ბათუმი-ლვოვი – SkyUp Airlines-ი ფრენებს 29 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით (ხუთშაბათი და კვირა), ხოლო 1-ელი კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა) მოახდენს.

ოდესა-თბილისი-ოდესა – SkyUp Airlines-ი ფრენებს 28 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით (ორშაბათი, პარასკევი) აღადგენს.

ოდესა-ბათუმი-ოდესა – SkyUp Airlines-ი ფრენებს 29 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით (ხუთშაბათი, კვირა), ხოლო 27 მაისიდან კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა) განახორციელებს.

ხარკოვი-თბილისი-ხარკოვი – SkyUp Airlines-ი ფრენებს 27 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი) განახორციელებს.

ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვი – SkyUp Airlines-ი ფრენებს 28 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი, შაბათი), ხოლო 28 მაისიდან კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევს და შაბათს) შეასრულებს.

ზაპოროჟიე-ბათუმი-ზაპოროჟიე – SkyUp Airlines-ი ფრენებს 29 მაისიდან კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი, კვირა) განახორციელებს.

“როგორც იქნა. საქართველო უკრაინელებისთვის გაიხსნა. გეგმა ასეთია: ვიფრინოთ მშობლიური ქალაქიდან, შევხვდეთ თბილისში ან ბათუმში. და უკვე იქ ვიწყებთ, შეშლილი ადამიანების მსგავსად ყვირილს “გამარჯობა” და ქუჩაში სიმღერას ბედნიერებისგან”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

avianews.ge

თეგები:
SkyUp Airlines



Georgian Capital_ი გრინვეის გაყიდვას არ განიხილავს

Georgian Capital_ი გრინვეის გაყიდვას არ განიხილავს
access_time2021-04-14 12:00:03
საინვესტიციო კომპანია “საქართველოს კაპიტალმა” მასში შემავალი ბიზნესების ნაწილი ეტაპობრივად გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ კომპანიის წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც ინვესტორებისთვის მომზადდა. დოკუმენტის თანახმად, გასაყიდ სეგმენტებს შორის მოხვდა საოფისე და ტურისტული უძრავი ქონების ბიზნესი, ასევე “ჯორჯიან ბევერეჯის ჰოლდინგი”, რომელიც “თელიანი ველსა” და ლუდის მწარმოებელს აერთიანებს, ასევე ტექდათვალიერების ქსელი “გრინვეი” და სხვა კომპანიები....

მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 

მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 
access_time2021-04-14 10:00:02
მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, პრობლემა რომლის შესახებაც იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლიდან საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც...

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა
access_time2021-04-13 18:30:53
„სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლიდან გაუმჯობესდება, 2022 წელს 7.98%_მდე დაიწევს, 2024 წლიდან კი 6%_ს ჩამოცდება და 2026 წლისთვის 5.56%_მდე შემცირდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ აშშ დოლარში 2021-2026 წლებში 60%_ით გაიზრდება და ერთ სულზე 6782 აშშ დოლარი გახდება“ - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „კომერსანტთან“ განაცხადა. მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის...

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-04-13 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 13 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 14 აპრილისთვისაა) ეროვნული...

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს
access_time2021-04-13 16:10:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14...


მსგავსი სიახლეები

up