ტყის ხანძრების სეზონი - არის თუ არა მზად სახელმწიფო ტყის საფარის დასაცავად

ტყის ხანძრების სეზონი - არის თუ არა მზად სახელმწიფო ტყის საფარის დასაცავად

access_time2020-06-17 17:00:46

13 ივნისს, აბასთუმანის ტყეში ხანძრის გაჩენასთან ერთად ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პრობლემა საზოგადოებისა და გარემოსთვის - ტყის ხანძრები, კვლავ აქტუალური გახდა. ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც სეზონის დაწყებისთანავე ტყის ხანძრებთან გასამკლავებლად აუცილებელი ხდება ყველა არსებული თუ არარსებული რესურსის მობილიზება რამდენიმე დღის მანძილზე, სანამ ხანძირის ახალი კერა არ გაჩნდება. გაზაფხულის პირველივე დღეებში საქართველოს 43 ხანძრის კერასთან მოუწია გამკლავება. დამწვარი ტყეებითა და ხანძრების ლოკალიზების რამდენიმედღიანი მცდელობებით ჯერ კიდევ მარტის თვეში იმატა მღელვარებამ საზოგადოებაში. 13 ივნისს კი  ხანძარი აბასთუმანის ტყეშიც გაჩნდა, რომლის ლოკალიზებისთვის მობილიზებული იყო 65 მეხანძრე-მაშველი, დაიწვა   დაახლოებით 300 კვ.მ ფართობის ტყე. სამცხე–ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი აბრამაშვილმა არ გამორიცხა დივერსიაც და აღნიშნა, რომ შესაძლოა ხანძრის გაჩენა გამიზნულად მომხდარიყო.


დაუდევრობა თუ  გამიზნული ქმედებები - მიზეზების მიუხედავად ფაქტია, რომ საყურადღებოა, თუ როგორ ემზადებოდა ან ემზადება სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები ზაფხულის ცხელის სეზონისთვის ტექნიკურად და ინფრასტრუქტურულად? საკმარისია თუ არა ამ  პრობლემასთან საბრძოლველად ორი სასაზღვრო ვერტმფრენი და ხომ არ იგეგმება დამატებითი რესურსების მობილიზება, რათა რეაგირება უფრო დროულად იყოს შესაძლებელი? - ამ კითხვებით „კომერსანტმა“ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართა. მათი ინფორმაციით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩანაცვლდა მოძველებული, საბჭოთა წარმოების სახანძრო ავტოტექნიკა, უცხოელი პარტნიორების დახმარებით კი მნიშვნელოვნად გაძლიერდა სამსახურის საველე აღჭურვილობა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2020 წლის ტყის და ველების ხანძრის სეზონისთვის მზადება 2019 წლის სეზონის დასრულებისთანავე დაიწყო, როგორც პრევენციის, ასევე, მზადყოფნის მიმართულებით.


წლის დასაწყისში სამსახურის ავტოპარკს შეემატა 30 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების სახანძრო ტექნიკა. ავტომობილები გადანაწილებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ სიახლემ მნიშვნელოვნად გააძლიერა რეგიონული დანაყოფების მზაობა ხანძრებისთვის. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩანაცვლდა მოძველებული, საბჭოთა წარმოების სახანძრო ავტოტექნიკა.


ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს იაპონიის საელჩოს დახმარებით გადაეცა ორი უნიმოგის ტიპის სახანძრო-სამაშველო სპეც მანქანა, რომელიც  სპეციალურად ტყის ხანძრებისთვისაა შექმნილი. ამერიკის თავდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ,სამსახურსადმოეცა რენოს მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის.


ბოლო პერიოდში უცხოელი პარტნიორების დახმარებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა სამსახურის საველე აღჭურვილობა. მუდმივად მიმდინარეობს  სპეც. ტექნიკის და აღჭურვილობის შეძენა, ასევე, არსებულის განახლება და მოდერნიზება. საუბარია სპეციალურ პომპებზე და საზურგე საქრობელებზე, რომლებიც მეხანძრე-მაშველების პირად შემადგენლობას ტექნიკისთვის მიუვალ ადგილებში ეხმარება ცეცხლის ჩაქრობაში,“ - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პროექტ ‘’მოხალისეს’’ პროგრამა პირველ ეტაპზე დაიწყო ისეთ მოწყვლად რეგიონში, როგორიც სამცხე-ჯავახეთია. ამ დროისთვის მოხალისეთა საერთო ბაზაში უკვე დარეგისტირებულია 100 ადამიანი - 50 ადიგენის და 50 ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან.



„უახლოეს მომავალში, იგეგმება მოხალისეთა რეგისტრაცია რეგიონის ექვსივე მუნიპალიტეტში, რის შემდეგაც საქართველოს უკვე ოფიციალურად 300 მოხალისე ეყოლება. ახალი მოხალისეების შერჩევის პარალელურად დაიწყება უკვე რეგისტრირებულების გადამზადება. კორონავირუსის პანდემიის გამო საჭირო გახდა პროცესის ვადების კორექტირება, გადამზადების პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს წითელ ჯვართან. ასევე, ჩართულია ავსტრიის „წითელი ჯვრის“ მიერ ინიცირებულ პროექტში. ავსტრიელი სპეციალისტები საქართველოში 40 მოხალისეს გადაამზადებენ,“ - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.



შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასაზღვო პოლიციასთან თანამშრომლობს,სწორედ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მეშვეობით ხდება საჰაერო სახანძრო ოპერაციის განხორციელება. როგორც სამსახურში განმარტავენ, თანამშრომლობა ორ უწყებას შორის ეფექტურია და დამატებითი საჰაერო ტექნიკის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.


„მუდმივ მზადყოფნაში არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და საჭიროების შემთხვევებში უმოკლეს დროში ერთვებიან სხვადასხვა სახის ოპერაციებში. ეს ეხება როგორც მაღალმთიან რეგიონებში საჭირო სამაშველო ოპერაციებს, ასევე ტყის ხანძრებს და სხვადასხვა სახის საგანგებო შემთხვევებს. ამ მხრივ, შეფერხება პრაქტიკაში არასოდეს ყოფილა და ერთობლივი ძალებით არაერთ ოპერაციაზე მოხდა სწრაფი და ეფექტური რეაგირება,“ - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

ადამიანის დაუდევრობა, ნახანძრალი ადგილების მიუვლელობა, ძლიერი ქარი,  რთული რელიეფური პირობები, ხანძრის ლოკალიზებისთვის აუცილებელი ტექნიკის სიმცირე - ეს ის მიზეზებია, რის გამოც საქართველოში ტყის ხანძრების ლოკალიზება დღეების და კვირების მანძილზე გრძელდებოდა . შედეგად, განადგურდა ტყის მასივის დიდი ნაწილი, რასაც შესაბამისი უწყებები 2008 წლის აგვისტოში დარჩენილ ნახანძრალ ბუჩქებსა და ბალახებს უკავშირებენ.


გასულ წელს ტყის ხანძრების სეზონი ნოემბრამდეც კი გაგრძელდა. ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ერთდროულად, დაახლოებით, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხანძრის 7კერა იყო დაფიქსირებული. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი.


ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩატარდა კამპანია ტყეში ქცევის წესებზე, რომელშიც ხაზგასმულია ის დეტალები, რაც ხელს შეუწყობს ხანძრის გაჩენის პრევენციას. „აბასთუმანი დაცული ტერიტორიაა, სხვაგან ტყეში ხანძრები საბედნიეროდ არ ყოფილა. ვცდილობთ გავაცნოთ ყველაფერი ტურისტსა თუ ადგილობრივს, სანამ ტყეში შევლენ, მათ უნდა იცოდნენ ქცევის წესები. ხალხში სოციალური პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალია და ჩვენც ხელს ვუწყობთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ელემენტარული შუშის ბოთლიც კი არ უნდა დატოვონ, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ,“ - აცხადებენ ეროვნული სატყეო სააგენტოში.


სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს ტყის ხანძრის 241 შემთხვევა მოხდა, 2015 წელი - 291 შემთხვევა, 2016 წელი - 132 შემთხვევა, 2017 წელი - 494 შემთხვევა, 2018 წელი - 113 შემთხვევა დაფიქსირდა.


სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში ტყის ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2017 წელს მოხდა. ამ წელს ხანძარი იყო ბორჯომის ტყეში, აბასთუმნის ტყეში, ასევე ხანძარი რამდენჯერმე გაჩნდა მაღალმთიან აჭარაშიც.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up