ზაფხულის საკურორტო სეზონმა ნაადრევად კრახი განიცადა

ზაფხულის საკურორტო სეზონმა ნაადრევად კრახი განიცადა

access_time2019-07-26 21:30:17

მთელ საქართველოში ტურისტების სიმცირეა. ამას ყველა თვალნათლივ ხედავს ტურიზმის დეპარტამენტის გარდა, სადაც ისევ ვიზიტორების მატებაზე საუბრობენ. რუსეთიდან ფრენის აკრძალვამ, საპროტესტო აქციებმა, პოლიტიკურმა დაძაბულობამ, ლარის დევალვაციამ და უამინდობამაც ზაფხულის საკურორტო სეზონს ბოლომდე მოუთავა ხელი.

 

"თიბისის" ინფორმაციით, ივლისის მეორე კვირაში 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობა 21.4%-ით შემცირდა. თუ პირველ კვირაში, სანამ პირდაპირი ფრენების აკრძალვა ძალაში შევიდოდა, საქართველოში 50 030 ტურისტი შემოვიდა, ივლისის მეორე კვირაში ტურისტების რაოდენობამ 41 423-მდე იკლო. თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 78.6%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება სახმელეთო გზით შემოსულ ტურისტებს, ივლისის პირველ კვირაში მათი რაოდენობა 1.6%-ით დაიკლო.

 

ტურისტების ნაკადი რომ შემცირებულია, ამაზე მთავრობის წევრები, პარლამენტარები და სფეროს სპეციალისტებიც საუბრობენ, თუმცა განსხვავებულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაცია. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოში რუსეთიდან ვიზიტების ოდენობა 30.8%-ით გაიზარდა. 

 

სწორედ ამ დროს პარლამენტარი, გია ვოლსკი ცალსახად ამბობს, რომ საქართველოში, ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. "საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ თავიდან ავიცილოთ მცირე და საშუალო ბიზნესის კრახი, რომელმაც საკმაოდ დიდი კრედიტები აიღეს ბანკებიდან, მოემზადნენ ტურისტული სეზონისათვის, რასაც დიდი დარტყმა მიაყენა „ნაცსექტის" პოლიტიკამ", - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

 

როგორც გია ვოლსკიმ თქვა, ეკონომიკური ზარალი, უკვე თვალშისაცემია და ეს განაპირობა მაოხრებელმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.

 

„საქართველო არის სტაბილური ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში არ უნდა შეექმნას არავის საფრთხე. რუსი ტურისტი იქნება, იტალიელი, თუ პოლონელი. აქედან გამომდინარეობს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დასუბსიდირებას ეხება", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

საერთაშორისო ტურისტების კუთხით სეზონი ნამდვილად ჩავარდნილია და ამის მიზეზი არასტაბილურობასთან ერთად ლარის კურსიცაა. ასე აფასებს, 2019 წლის ზაფხულს პროფესორი პაატა აროშიძე, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და თავისი თვალით უყურებს ყველაფერს. მისი თქმით, ტურისტული ნაკადის შემცირება, ქუჩებში გავლისა დროსაც მარტივად შესამჩნევია.

 

,,აჭარას წელს, უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის ტურისტები უნდა ჰყოლოდა და ეს გამოიკვეთა კიდეც მაის-ივნისში, როცა უცხოელი ტურისტები ძალიან დიდი რაოდენობით ჩამოვიდნენ აჭარა-გურიის მთელ ტერიტორიაზე. 20 ივნისის შედეგ კი ეს კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია.

 

უნდა ვაღიაროთ, რომ საზღვაო ტურიზმი საქართველოში ორიენტირებულია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ტურისტებზე. მაღალი შემოსავლების მქონენი სულ სხვაგან ისვენებენ.

 

რუსეთის მიერ სანქციების მუქარამ და გამუდმებულმა აქციებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მხოლოდ რუს ტურისტებზე არ უმოქმედია ცუდად, სხვებიც დაფრთხნენ. ნებისმიერ დამსვენებელს სტაბილურობა უნდა და მედია სულ სხვა რამეს იუწყებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით არ ყოფილა იმდენად დაძაბული ფონი. ახლა პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ აჭარაში ტურისტული სეზონი ჩავარდა. მე ბათუმელი ვარ და ეს ჩანს ქუჩებში გავლის დროსაც. ყველაზე კარგი  ინდიკატორი კი ლარის კურსია, რომელიც სამწუხაროდ, სრულიად უმართავი გახდა”, - ამბობს "რეზონანსთან" აროშიძე.

 

სპეციალისტები რუსი ტურისტების დანაკლისს ქართული ბაზრისათვის საგანგაშოდ მიიჩნევენ. სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ განსაკუთრებით თბილისი, ბათუმი და ქუთაისი დაზარალდა, რუსი ტურისტების სიმცირის გამო.

 

,,არ მესმის, რა კვლევაზე და ციფრებზე დაყრდნობით საუბრობენ, რომ  ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულა. შესაძლოა ვიზიტორები იგივე რაოდენობით შემოდიან (თუმცა ესეც საეჭვოა), მაგრამ საქართველოში ტურისტების 25% რუსეთზე მოდიოდა. ახლა ისინი აღარ არიან და როცა ამბობენ, რომ ეს საგანგაშო არ არის, ძალიან ცდებიან. თანაც, რუსები მაღალი დანახარჯით გამოირჩევიან. ევროპელი ტურისტები უფრო მდიდრები არიან, მაგრამ ბევრს არ ხარჯავენ, ეს ფაქტია.

 

დღესდღეობით თბილისმა, ბათუმმა და ქუთაისმა განსაკუთრებით იზარალეს. კურორტებზეც რთული ვითარებაა, ოღონდ სამკურნალო ტურიზმში სხვა მდგომარეობაა. ეს დარგი ახლა ვითარდება და იქ დანაკარგზე ჯერ ადრეა საუბარი", - განაცხადა კვარაცხელიამ.

 

რეზონანსი





„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ილია წულაია

„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...

23 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა უფასურდება

23 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა უფასურდება
access_time2020-09-23 18:05:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 23...

ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის

ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის
access_time2020-09-23 16:00:59
იმის მიუხედავად, რომ ლურჯ მოცვზე  ევროკავშირში საქართველოდან შესაძლო ექსპორტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ამ პროდუქტმა ევროპის ბაზარზე ადგილი ჯერ ვერ დაიმკვიდრა.   2020 წლის განვლილ პერიოდში ექსპორტზე 650 ტ ლურჯი მოცვი გავიდა, თუმცა 99%  რუსეთში გაიყიდა.   კომპანია „ეფკოს“ დირექტორის იოანე მორჩილაძეს თქმით, ქართული ლურჯი მოცვი სრულფასოვნად ევროპაში ექსპორტზე არც გასულა.   „თუ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან რაოდენობაზე, ევროკავშირში...

პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის - კობა გვენეტაძე

პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის - კობა გვენეტაძე
access_time2020-09-23 15:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაცვლითი კურსის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს. კობა გვენეტაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძის პოსტს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა XX მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს...


მსგავსი სიახლეები

up