ზაფხულის ეს სეზონი სვანეთის სასტუმრო ბიზნესისთვის ჩავარდნილია

ზაფხულის ეს სეზონი სვანეთის სასტუმრო ბიზნესისთვის ჩავარდნილია

access_time2020-05-28 11:30:19

„მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფასები არ გავზარდოთ, ყოველ შემთხვევაში, სექტემბრის ჩათვლით. ხარჯები გაგვეზრდება, მაგრამ ადგილობრივებისთვის ფასდაკლებები ყოველ წელს გვქონდა და ქართველებს წელსაც 10-15 პროცენტით დაბალ ფასებს შევთავაზებთ. თუმცა, ამ სეზონზე  ჯერ ჯავშნები ძალიან ცოტაა, ასეთი დაბალი აქტივობა არასდროს ყოფილა.“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმრო „სვანეთის“ გაყიდვების მენეჯერმა ნინო ჯაფარიძემ განუცხადა.


მესტიაში ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მოლოდინები როგორც სასტუმროების, ასევე მუნიციპალიტეტისთვის, ამ ეტაპზე ბუნდოვანია. გასულ წელს მესტიის ზაფხულის ტურისტული სეზონი 10 ივნისს ოფიციალურად უკვე გაიხსნა, თუმცა, პანდემიის გამო სასტუმროები წელს მინიმალურ აქტივობას ელოდებიან.


გამომდინარე იქიდან, რომ აქცენტი წელს შიდა ტურიზმზე კეთდება, არსებობს ვარაუდი, რომ მცირე სასტუმროები უფრო დიდი დატვირთვით იმუშავებენ, ვიდრე მსხვილი ბრენდული სასტუმროები. თუმცა ამის მოლოდინი ადგილობრივ მცირე სასტუმროებს ნაკლებად აქვთ. „კომერსანტი“ დაინტერესდა სვანეთის ტურისტული ბიზნეს სექტორის  გეგმებით, ამიტომ მედიაჰოლდინგი რეგიონში არსებულ სასტუმროს ინდუსტრიის ნაწილს დაუკავშირიდა. 


საოჯახო სასტუმრო „სვანეთი“, მოსალოდნელი რეგულაციების გამო, თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას აპირებს, თუმცა სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერი განმარტავს, რომ ფასები ადგილობრივებზე მორგებული დარჩება.


„ჩვენ აქტიური სეზონი  მაისში გვეწყებოდა, თუმცა ახლა სამწუხაროდ,  ყველა ჯავშანი გაგვიუქმდა. ივნისის ჯავშნებიც ეტაპობრივად უქმდება, რადგან უბრალოდ ფიზიკურად ვერ შემოდიან სტუმრები უცხო ქვეყნებიდან. ჩვენ ვემზადებით და ყველა რეგულაციას დავიცავთ, მაგრამ მთავარია საზღვრები გაიხსნას და სტუმრებმა შემოსვლა შეძლონ. ის შეღავათები, რაც ბანკებისგან გვაქვს, ალბათ დააბალანსებს გაზრდილ  ხარჯებს, რაც საკმაოდ დიდი იქნება. რეგულაციები და დისტანციის დაცვა ჩვენთვის არ იქნება პრობლემა იმიტომ, რომ დიდი სივრცე აქვს ჩვენს სასტუმროს კვების დარბაზებითა და ღია სივრცით. ალბათ მომსახურე პერსონალის დამატება მოგვიწევს რეგულაციების გამო. შესაძლოა, ამ მხრივ პატარა სასტუმროებს უფრო გაუჭირდეთ დისტანციის შესახებ რეგულაციის დაცვა და კვების საათობრივი დარეგულირება გახდეს საჭირო.“ -  განმარტავს ნინო ჯაფარიძე.


სასტუმრო „ჩუბო“ მესტიაში გახსნას 15 ივნისიდან გეგმავს, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯავშნები ამ ეტაპზე სასტუმროში გაუქმებულია.



„ჯერჯერობით ველოდებით რეგულაციებს და ალბათ 15-ის მერე  გავიხსნებით, გააჩნია რა პროტოკოლები დაწესდება. ჯავშნები გვაქვს ივნისში, მაგრამ ეს უცხოელებზე იყო გათვლილი და ზუსტად ვიცით ვერ ჩამოვლენ. ადგილობრივებისგან ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერი დაინტერესებაა, მაგრამ ოფიციალურად არ შემოსულა ჯავშნები. ფაქტია, რომ რეგულაციები და ზედმეტი ხარჯი მოგვიწევს, მაგრამ სხვა გზა არ არის . მოლოდინი გვაქვს და იმედი არსებობს და ვნახოთ რა სეზონი იქნება“ - ამბობს სასტუმრო „ჩუბოს“ მეპატრონე ანა მარლანი.


სასტუმრო „უშბა“ ასევე არ გეგმავს მომსახურების ფასების გაზრდას რეგულაციების გამოწვეული ხარჯის გამო, ამასთან „უშბას“ მეპატრონე თეა ჟორჟოლიანი ადგილზე მეორე საოჯახო სასტუმროს აშენებას აპირებს.


„ჯავშნების რაღაც ნაწილი  გაგვიუქმდა, რაღაც ნაწილი დარჩა. ბოლოს ესპანელმა ტურისტება გადაიფიქრეს ჩამოსვლა. უსაფრთხოების ზომები რაც დაწესდება ბოლომდე  დავიცავთ, რადგან ეს ჩვენს ინტერესებშიც არის, რომ სიტუაცია არ გავამწვავოთ. თუმცა, არა მგონია რომ ფასები გავზრდოთ. ჩვენზე ბევრი რამ არ არის დამოკიდებული, ამიტომ მგონია რომ ეს სეზონი ჩავარდნილი იქნება სვანეთის სასტუმრო ბიზნესისთვის.  თუმცა, „ აწარმოე საქართველოს“  პროგრამით ვაშენებთ კიდევ საოჯახო სასტუმროს,“-აცხადებს თეა ჟორჟოლიანი.


„კომერსანტი“ მესტიის ტურისტული სეზონის მოლოდინებსა და გეგმებზე მესტიის გამგებელს კახა ჟორჟოლიანსაც დაუკავშირდა, რომელიც მომსახურების სფეროში ფასების 10 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს.  


„ჯერ გაიხსნას სეზონი და მერე რეგულაციები ამოქმედდეს. წინასწარ ვერ ვიტყვით ვერაფერს. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ფასი გაიზარდოს სასტუმროებში მინიმუმ 10 პროცენტით. საბაგიროებზე  ფასი არ გაიზრდება, თუმცა, დასაჯდომები გაკონტროლდება. სეზონის ამუშავება და შიდა ტურიზმის დაშვება კარგი იქნება ჩვენი სასტუმრო სექტორისთვის. თუ რეგულაციებით გავაგრძელებთ ბიზნესის წარმოებას, იმედია გადავრჩებით. დაახლოებით 6 თვის მერე, უფრო სწორი შედეგი გვეცოდინება ეკონომიკურად. ბიზნესის მზაობა არსებობს, მაგრამ ეს არ არის  მხოლოდ მუნიციპალიტეტზე დამოკიდებული,“- განმარტავს კახა ჟორჟოლიანი


ტურიზმის ადმინისტრაცია მესტიაში ზაფხულის სეზონის გახსნის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს, როგორც უწყებაშ განაცხადეს, ზონების პრეზენტაციები მოგვიანებით გაკეთდება და ახლა სამუშაოები მიმდინარეობს.


გასული წლის მესტიის ზაფხულის ტურისტული სეზონი სათხილამურო შეჯიბრით, საზეიმო კონცერტებითა და სვანური კულტურის ატრიბუტების გამოფენით ჩატარდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება 2020 წლის პოსტპანდემიური სვანეთის სეზონი ბიზნესისა და მოსახლეობისთვის.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up