ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონს Le Meridien Batumi 100%-იანი დატვირთულობით ხვდება

ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონს Le Meridien Batumi 100%-იანი დატვირთულობით ხვდება

access_time2021-06-10 17:40:00

ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონს Le Meridien Batumi 100%-იანი დატვირთულობით ხვდება. Le Meridien Batumi-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატია აბსანძე ამბობს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმრო ნომრებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.


„მიმდინარე ტურისტული სეზონი საკმაოდ დიდი დატვირთულობით ხასიათდება. შარშანდელ სეზონთან შედარებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დატვირთულობა გაზრდილია და ტურისტული ნაკადები აქტიურად შემოდიან. ჩვენ რამდენიმე თვის უკან გავხსენით სამორინე და ცხადია ამან გამოიწვია ისრაელიდან ტურისტული ნაკადების ზრდა.


თუმცა არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ზრდა არ გვაქვს სხვა ქვეყნებიდანაც. გვყავს დიდი პოლონური ტურისტული ჯგუფები, გვყავს ასევე სტუმრები თურქეთიდან, გარკვეული ტურისტულიჯგუფები აშშ-დანაც. თუმცა მოთხოვნის ძირითადი პროცენტულობა მაინც გადანაწილებულია ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეებზე“, აცხადებს კატია აბსანძე.


Le Meridien Batumi-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაღალ ტურისტულ სეზონზე სასტუმრო 100%-ით უკვე დაჯავშნილია.



იმავდროულად Le Meridien Batumi აქტიურ ციფრულ მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს კონკრეტულ სამიზნე ბაზრებზე, საიდანაც საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არსებობს. უახლოეს პერიოდში სრული დატვირთვით ამოქმედდება ასევე ქუთაისის განახლებული აეროპორტი, საიდანაც ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი შემოვა.



NS




თეგები:
Le Meridien Batumi



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up