ზაფხულიდან ბაზარზე „ჩირკოლადის" ნაყინი გამოვა

ზაფხულიდან ბაზარზე „ჩირკოლადის" ნაყინი გამოვა

person access_time2016-05-23 13:30:58

ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ჩირკოლადის" პროდუქცია შესაძლოა ავიაკომპანია „აირზენას" მენიუში შევიდეს. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი არწივიძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ თანამშრომლობის მიზნით მოლაპარაკებებს მსხვილ კომპანიებთან აწარმოებს, მათ შორის არის „სმარტი", „კარფური", „ორი ნაბიჯი", „აირზენა". არწივიძე ამბობს, რომ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები სავარაუდოდ ერთ კვირაში დასრულდება და გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

 

„ ჩვენ წარმოებაში შოკოლადს ვიყენებთ, ამიტომ ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკება, რამდენად შეიძლება რომ შოკოლადში ამოვლებული პროდუქცია  შეტანილი იყოს ბორტზე", – ამბობს არწივიძე.

 

მისივე განმარტებით, მაისის ბოლოდან კომპანია ევროსტანარტების წარმოებაზე გადადის, ჰოლანდიელი ექსპერტის მიერ მოხდა ახალი წარმოების დანერგვა და შედეგად კომპანიის ნაწარმს ევროკავშირისკენ გზა გახსნილი ექნება. წარმოების განახლებისთვის კი "ჩირკოლადმა" საკუთარი სახსრები გამოიყენა.  არწივიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე 5  სახეობის პროდუქტს აწარმოებენ და სანამ ბაზარზე მყარად არ დამკვიდრდებიან, ახალი სახეობების დამატებისაც ერიდებიან.

 


ამასთან, კომპანიას გეგმაში აქვს ნაყინის წარმოების დაწყებაც. გიორგი არწივიძის განმარტებით, ნაყინის გამოშვება უკვე მაისში უნდოდათ, თუმცა პროცესმა გადაიწია და სავარაუდოდ ზაფხულიდან ბაზარზე „ჩირკოლადის" ნაყინი გამოვა. არწივიძე  ნაყინის წარმოების პროცესზე დეტალურად არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ეს იქნება სიახლე ქართული ბაზრისთვის.


კომპანიის სამომავლოდ გეგმებში პროდუქციის ექსპორტზე გატანაც შედის, ამ მიზნით პროდუქციის ნიმუშები გაგზავნილია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთში. შემოდგომაზე კი „ჩირკოლადის" პროდუქციას გერმანიაში ორ გამოფენაზე გაიტანენ.



„ჩირკოლადის„  მწარმოებელი საწარმო „ბიო მარგი"  2011 წლიდან ბაღდათში ფუნქციონირებს.

 კომპანიის საფირმო პროდუქტი შოკოლადში ამოვლებული ჩირი, ეგრედწოდებული „ჩირკოლადია".




22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up