ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნების მხრიდან რევოლუციაზე საუბარი გვესმის 2012 წლიდან, ხან საბურავებს ვიმარაგებთ პარტიის შტაბში, ხან ბარიკადებს ვაგებთ, რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე წრეზე წავიდნენ

ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნების მხრიდან რევოლუციაზე საუბარი გვესმის 2012 წლიდან, ხან საბურავებს ვიმარაგებთ პარტიის შტაბში, ხან ბარიკადებს ვაგებთ, რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე წრეზე წავიდნენ

access_time2021-10-19 11:30:31

ჩრდილოვანი კაბინეტის გარკვეული კონტურები და მონახაზი უკვე არსებობს, გვინდა რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „ინტერპრესნიუსთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი არის ერთგვარი ტესტი ოპოზიციისთვის. უდუმაშვილი ასევე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას რევოლუციურ შტაბზე და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება არჩევნების გზით უნდა გაისტუმრონ ხელისუფლებიდან.

„ქართული ოცნების მხრიდან რევოლუციაზე საუბარი გვესმის 2012 წლიდან, ხან საბურავებს ვიმარაგებთ პარტიის შტაბში, ხან ბარიკადებს ვაგებთ სადღაც, რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე წრეზე წავიდეს „ქართული ოცნება“. ხომ ნახეთ, მშვიდად ვერ ვიტყოდი, მაგრამ საარჩევნო ბრძოლით მივაღწიეთ, რომ 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური იქნება, ზუსტად ასე მშვიდად, მაგრამ ბრძოლით ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ მშვიდობიანად, არჩევნების გზით უნდა გავისტუმროთ ეს ხელისუფლება. გარკვეული კონტურები და მონახაზი ჩრდილოვანი კაბინეტის უკვე არსებობს, თუმცა, არ მინდა წინასწარ გავუსწრო მოვლენებს, რადგან ყოველდღიურად შეიძლება რაღაც შეიცვალოს. გვინდა რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია იყოს წარმოდგენილი კოალიციურ მთავრობაში, ეს არის ერთგვარი ტესტი, როგორ ჩავაბარებთ ტესტს კოალიციურ მმართველობაზე“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მან „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკლიპზეც ისაუბრა და ხელისუფლება ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.


„ქართული ოცნება“ ორმაგ სტანდარტებს არ ეშვება მთელი ამ 9 წლის განმავლობაში, ერთი მხრივ ვნახეთ კონკრეტული კანონპროექტის ინიცირება, რითაც სურთ თითქოსდა შეზღუდონ ზიზღის და სიძულვილის ენა, ეს პირდაპირ ეხება სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ მეორე მხრივ, პირდაპირ ამზადებენ ახალ ვიდეო რგოლებს, ის ბანერები, რაც იყო ჩამოკიდებული მთელი ამ თვეების განმავლობაში, არ ეყოთ, ახლა დაამზადეს ახალი ვიდეო რგოლები, საიდანაც პირდაპირ ზიზღი და სიძულვილი იფრქვევა და ეს არის „ქართული ოცნების კამპანია მთელი 9 წლის განმავლობაში. როცა უჭირთ მაშინვე გადადიან ზიზღის კამპანიაზე, მაგრამ ეს ფანდები აღარ მუშაობს და ამით საკუთარ ამომრჩეველსაც ზედმეტად აღიზიანებენ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ უნდა გამოვრიცხოთ რისკი, ერთ მუნიციპალიტეტში მაინც ოპონენტმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რადგან ეს იქნება რევოლუციური შტაბი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up