ზაალ უდუმაშვილი: ღარიბაშვილის რიტორიკის შეცვლა ალბათ ერთ კაცთან კონსულტაციების შედეგია

ზაალ უდუმაშვილი: ღარიბაშვილის რიტორიკის შეცვლა ალბათ ერთ კაცთან კონსულტაციების შედეგია

access_time2021-03-02 17:50:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკის შეცვლა, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგია.



„როდესაც საუბრობდა, რომ პოლიტსაბჭოსთან უნდა ვითათბიროო, პოლიტსაბჭოში ალბათ ერთი ადამიანი იგულისხმებოდა მხოლოდ“, - უთხრა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.



„თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არ იქნება საუბარი, რაზე უნდა ვისაუბროთ მაშინ საერთოდ. თუმცა გუშინ სულ სხვა საუბარი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და სულ სხვა გზავნილები იყო. ასე რომ, ჩვენ ველოდებით ეხლა უახლოეს დღეებში ალბათ რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს, კონკრეტულ გზავნილებს იმიტომ, რომ დრო ძალიან ცოტაა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.



საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების მიხედვით, მმართველი გუნდის პოზიცია ნიკა მელიას საქმესა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია. განმარტებები პრემიერმა 2 მარტს საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ გააკეთა.




მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ვადამდელი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური მიზეზი და ეს „წითელ ხაზად“ რჩება. მან ასევე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობა მართლმსაჯულების საკითხია და ხელისუფლება ვერ ჩაერევა.



ოპოზიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ. არსებული კრიზისის ფონზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირველი დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით, გუშინ, 1 თებერვალს შედგა. ამ შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ აცხადებდნენ, რომ განსახილველ საკითხებს შორის ისევ რჩება ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.






www.radiotavisupleba.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up