ზაალ უდუმაშვილი - დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია

ზაალ უდუმაშვილი - დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია

access_time2021-10-14 14:10:00

დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია - ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღორძინებაში.



„დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია. დღეს უამრავ ადამიანს ნახავთ ამ მოედანზე. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსაც, არამხარდამჭერებსაც, სხვა პარტიების მხარდამჭერებს. აქ არ არის საუბარი, ვის რა პოლიტიკური სიმპათია, ან ანტიპატია გააჩნია. ჩვენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძვით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღორძინებაში და განვითარებაში. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება!“ -აღნიშნავს უდუმაშვილი.



კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ დღევანდელ აქციაზე არ იქნებიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ „დღეს არ არის პოლიტიკური სიმპათიების და ანტიპატიების დრო“.




„ეს მათი არჩევანია, თუმცა, ჩემთვის გაუგებარი. ერთის მხრივ, ყველა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის უკანონო პოლიტპატიმარია, მეორეს მხრივ, კი პოლიტიკურ კეკლუცობას აქვს ადგილი, რომ არ მიდიან აქციაზე. მგონი, მოვა ის ხალხი აქციაზე, რომელიც თავს იკავებს“, - აღნიშნავს უდუმაშვილი.



ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქციისთვის მზადება დილიდან დაიწყო. საკრებულოს შენობის წინ სცენაა დამონტაჟებული, საიდანაც მიმართავენ პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს. ასევე დამონტაჟდება მონიტორი. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი. აქცია 18:00 საათზე დაიწყება.



ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up