ყვითელი  მიკროავტობუსების  ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა

ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა

access_time2018-07-03 11:50:58

2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 858 სატრანსპორტო საშუალება გზაზე გადაადგილება აეკრძალა. ამის შესახებ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხპოების სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.მისივე თქმით, იმ სატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან ყვითელი მიკროავტობუსებიც მოხვდა.



„უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ ტექნიკური ინსპექტირების შედეგებზე სტატისტიკურ მონაცემებს. მათ შორის, არის ტრანსპორტი, რომელიც სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებს.



აღსანიშნავია, რომ წინასწარ რა ინფორმაციაც მაქვს, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გარკვეული რაოდენობა იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და ისინი შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან,“-აღნიშნა ურიადმყოფელმა.


ამასთან, რაც შეეხება ტექინსპექტირების სტატისტიკას, 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, 28 574 გამართული აღმოჩნდა, 8 767 ტექ ინსპექტირების გავლისას დახარვეზდა; 6 202 -მა ინსპექტირება განმეორებით გაირა; 257 კი განმეორებით დახარვეზდა.




რამდენად გამართულია ტექნიკურად თბილისში  ე.წ ყვითელი მიკროავტობუსები, ამასთან დაკავშირებით კომერსანტი გასულ კვირას წერდა. „ ტექნიკურად  გამართვა„თბილისში ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს ტექდათვალიერება გავლილი აქვთ, სხვა შემთხვევაში მათ ხაზზე გასვლის უფლება არ აქვთ,“ -ასეთი უპასუხეს „კომერსანტს“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ დასმულ კითხვაზე — რატომ გამოდის სისტემატურად მწყობრიდან ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსები და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?



როგორც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ მაშინ  აცხადებდნენ, ხაზზე გასული ავტომანქანები ყოველ საღამოს მოწმდება, უტარდებათ დათვალიერება და ასე შემდეგ. თუმცა, მათივე განმარტებით, არის მწყობრიდან გამოსვლის ცალკეული შემთხვევებიც, რომელსაც ობიექტური მიზეზები აქვს და რომლის აღმოფხვრაც ძალიან სწრაფ პერიოდში ხდება.



„ავტომანქანის გამართულობა დამოკიდებულია მის მიერ გავლილ მანძილზე. შესაბამისად, რაც უფრო მეტს გადის ავტომანქანა, რისკი იმისა რომ გაფუჭდეს, უფრო მაღალია. თუ ავტომობილი ფუჭდება, ის დაუყოვნებლივ შედის ავტოფარეხში, მას უტარდება სერვისი და ბრუნდება ხაზზე. ესევე აღსანიშანვია, რომ მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსის ჩანაცვლება ალტერნატიული მანქანით ხდება,“-აცხადებენ კომპანიაში.




შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა.






სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ
access_time2020-09-30 18:55:13
ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილთანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით...

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-09-30 18:05:31
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
access_time2020-09-30 16:00:57
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ...

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე
access_time2020-09-30 15:00:44
შრომის ინსპექციამ, Covid 19-ის საპრევენციოდ არსებული პროტოკოლის დარღვევის გამო ჯარიმასთან ერთად საქმიანობა 5 ობიექტს შეუჩერა. ამასთან, ინსპექციამ 100-მდე ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა. ბექა ფერაძე იმ კრიტიკულ შეუსაბამობებზე საუბრობს, რის გამოც, ინსპექციამ გაზრდილი მანდატის პირობებში, ობიექტის მიმართ ჯარიმის უმაღლესი ფორმა...

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს
access_time2020-09-30 13:30:28
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2537 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2200 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა...


მსგავსი სიახლეები

up