ყველი თუ „ყველისებრი“ პროდუქტი?! – საქართველოში ყველის ლაბორატორიული შემოწმება არ ხდება

ყველი თუ „ყველისებრი“ პროდუქტი?! – საქართველოში ყველის ლაბორატორიული შემოწმება არ ხდება

access_time2017-07-25 09:30:50

 

საქართველოში ყველის შესახებ რეგლამენტი მოქმედებს, თუმცა ლაბორატორია, რომელიც იმას დაადგენს, ყველი ნატურალური რძისგან არის დამზადებული თუ რძის ფხვნილისგან, არ არსებობს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ იმ ლაბორატორიას, სადაც ახლა შემოწმება ხდება,  ყველში რძის ფხვნილის შემცველობის დადასტურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ყველში მცენარეული ცხიმია შერეული.

 

 როგორც ცნობილია, პირველი ივლისიდან რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან.  შესაბამისად, დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველი-ს გამოყენება.

 

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, ცვლილების განხორციელება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბოლო პერიოდში, რძის ფხვნილის გამოყენებით ყველის წარმოებამ მასიური ხასიათი მიიღო, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს. 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი მიქაძის განცხადებით, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ისეთი ლაბორატორია, რომელიც განსაზღვრავს ყველი რძისგან არის დამზადებული თუ რძის ფხვნილისგან, არ გვაქვს. მისი თქმით, „ამ დროისთვის ერთ–ერთი ლაბორატორია გადის აკრედიტაციას ალბათ, სექტემბრის ბოლოს უკვე მზად იქნება. ამ ლაბორატორიაში მოხდება ყველის კონტროლს განახორციელება. დღეს არსებულ ლაბორატორიაში ყველში რძის ფხვნილის შემცველობის დადასტურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ყველში მცენარეული ცხიმია შერეული. ამ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევისას დარღვევები არ აღმოგვიჩენია“, – განუცხადა „კომერსანტს“ გიორგი მიქაძემ.

 


ახალი ლაბორატორიის აკრედიტაციაზე ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში განცხადება შეტანილი აქვს Quality Lab-ს. როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭკადუა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ტექნიკური აღჭურვილობა უმაღლესი დონის აქვთ და შემოწმების მეთოდი ევროპაში აპრობირებულია.

 

 „ჩვენ გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან. უახლოეს პერიოდში ველოდებით მათ ვიზიტს, რათა მოხდეს შემოწმება, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია კონტროლის განხორციელება და აკრედიტაცია მივიღოთ. აკრედიტაციის მინიჭებისთანავე, ლაბორატორია მზად იქნება, რომ ყველი რძის შემცველობაზე შეამოწმოს და გასცეს კომპეტენტური პასუხები. ეს ეხება რძის ფხვნილის შემცველი პროდუქტის შემოწმებას. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საქართველოში მსგავსი ლაბორატორია ჯერჯეობით არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ჭკადუამ.

 

მაშინ, როდესაც რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებია შესული, რეალურად ლაბორატორია, რომელიც ყველში რძის ფხვნილის შემცველობას დაადასტურებს, არ გვაქვს, რაც ბიზნესოპერატორებს კვლავ არათანაბარ პირობებში აყენებს. შესაბამისად, საინტერესოა ახალი ლაბორატორია რა ვადებში მიიღებს აკრედიტაციას, რომ საქმინობა განახორციელოს. როგორც ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის დირექტორმა პაატა გოგოლაძემ „კომერსანტს“ განუმარტა, ზუსტი თარიღის თქმა, თუ როდის მიიღებს Quality Lab–ი აკრედიტაციას, წინასწარ რთულია.

 

„Quality Lab განაცხადი დაახლოებით ორი კვირის წინ გააკეთა. მოკლე დროში აკრედიტაციის მიღება არ ხდება, რადგან არსებობს სპეციალური ვადები. დოკუმენტაციის განხილვას 25 სამუშაო დღე სჭირდება. შედეგი დამაკმაყოფილი იქნება, შეფასების ჩატარებას ადგილზე ვთავაზობთ. უკვე ამ დროს, რა შედეგები დადგება, ამის გათვლა წინასწარ შეუძლებელია. ამდენად ზუსტი ვადის თქმა, აკრედიტაციას როდის მიიღებენ, არ შეგვიძლია. თუ ექვსი თვის განმავლობაში პირმა კომპეტენტურობის დადასტურება ვერ მოახერხა, საქმის წარმოება წყდება და განაცხადის თავიდან შემოტანა ხდება“,- აღნიშნა პაატა გოგოლაძემ.

 

ლაბორატორიის არარსებობის პრობლემაზე საუბრობენ ყველის მწარმოებელთა ასოციაციაშიც. ასოციაციის თავმჯდომარის, ანა მიქაძის თქმით, ლაბორატორია, რომელიც ყველში რძის ფხვნილის შემცველობას აღმოაჩენს, ჰაერივით აუცილებელია.

 

„პროცესი ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა ადამიანი, ყველა მეწარმე გაფრთხილებულია და ცდილობს, რომ რეგლამენტში მოექცეს და თუ ყველს რძის ფხვნილით ამზადებენ, უნდა დააწერონ. ჯერჯეობით მსგავსი დარღვევის შესახებ არ მსმენია. ჩვენთან პრობლემა არის ის, რომ არ გვაქვს შესაბამისი ლაბორატორია, რომელიც გაარჩევს ყველი რძის ფხვნილისგან არის დამზადებული თუ ნედლი რძისგან. ასეთი ლაბორატორია, სადაც ამ ყველაფრის შემოწმება მოხდება, ჰაერივით აუცილებელია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი აქვს თავისი ლაბორატორია, რომელიც ირკვევს რძე აღდგენილია თუ ნატურალური. სამწუხაროდ, ყველში რძის ფხვნილის არსებობა არ ჩანს, თუმცა ლაბორატორია იჭერს პალმისა და ქოქოსის ცხიმს და ზოგადად მცენარეულ ცხიმს. თუ მეწარმე ყველში აღნიშნულ ცხიმს არ გაურევს, ლაბორატორია ვერ დაინახავს“, - განაცხადა ანა მიქაძემ.

 

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up