ყველი აღარ იყიდება,პატარა საწარმოები იხურება-ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

ყველი აღარ იყიდება,პატარა საწარმოები იხურება-ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

access_time2020-03-27 09:04:36

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რესტორნების, სასტუმროებისა და პატარა საცხობების დახურვამ ყველზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. შემცირებული მოთხოვნის ფონზე ყველის პატარა საწარმოები დახურვის საფრთხის წინაშე დგანან.


„მოთხვნის ასეთი შემცირების ფონზე, პატარა საწარმოები თითქმის გაჩერდნენ. მართალია პატარა დანაზოგები ყველას აქვს, მაგრამ ცოტა ხანში ეს დანაზოგიც ამოიწურება. რძის მწარმოებელი ფერმერებიც რთულ სიტუაციაში არიან. ნატურალური რძეც აღარ იყიდება. მწარმოებელთა ნაწილმა რძის შეძენაზე უარი განაცხადა, რადგან აღარ იციან ამდენი ყველი სად წაიღონ,“ – განმარტავს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.


როგორც ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, თუ ეს პრობლემა ახლო მომავალში არ მოგვარდება, ქვეყანა შესაძლოა სავალალო შედეგების წინაშე აღმოჩნეს.



პრობლემიდან გამოსავალს ასოციაციის თავმჯდომარე სახელდახელო საველე მაცივრების წარმოებაში ხედავს, რომლებიც ფერმერებს ყველის შენახვის საშუალებას მისცემს, რაც პროდუქტს გაფუჭებისგან იხსნის. საჭიროების შემთხვევაში ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მზადყოფნას გამოთქვამს ამ პროცესის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღოს.


„ყველი ხომ პროდუქტია, თუ მას შესანახად საჭირო პირობებს არ შევუქმნით, უბრალოდ გაფუჭდება და დაიკარგება. სამომავლოდ კი, როდესაც რესტორნები, სასტუმროები და მცირე საცხობები მუშაობას კვლავ განაახლებენ ყველის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში ფიზიკურად აღარ იქნება. ამისათვის საჭიროა გაკეთდეს სპეციალური საველე მაცივრები, რომლებშიც ყველისთვის საჭირო მიკროკლიმატი შეიქმნება. თუ შეიქმნება კარგი მაცივრები, პროდუქტის შენახვა ერთი წლითაც კი იქნება შესაძლებელი,“ – აცხადებს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up